"საქართველოს ბანკმა" Express სერვის-ცენტრების ქსელი რეგიონში კიდევ უფრო გააფართოვა

"საქართველოს ბანკმა" Express სერვის-ცენტრების ქსელი რეგიონში კიდევ უფრო გააფართოვა

"საქართველოს ბანკმა" Express სერვის-ცენტრების ქსელი რეგიონში კიდევ უფრო გააფართოვა და ბათუმში ახალი Express სერვის-ცენტრი გახსნა. ახალი Express-ი ლერმონტოვის ქუჩაზე, 108 ნომერში მდებარეობს.

"საქართველოს ბანკის" Express სერვის-ცენტრში ახლა უკვე ბათუმისა და არამარტო ბათუმის მოსახლეობა, შეძლებს ოპერატიულად ისარგებლოს საბანკო სერვისებით. Express სერვისცენტრებში მოწყობილია ორი ზონა - მომხმარებელს ემსახურებიან როგორც მოლარე ოპერატორები, ასევე არის თვითმომსახურების ზონა, სადაც 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომია: ინტერნეტბანკი, თვითმომსახურების ტერმინალი PayBox-ი და ბანკომატი. აღსანიშნავია, რომ Express სერვის-ცენტრების მომსახურების ზონა, სადაც მომხმარებელს მოლარე-ოპერატორები ემსახურებიან, ხელმისაწვდომია ყოველდღე დილის 9.00 საათიდან 21.00 საათამდე და შაბათ-კვირას 10.00 საათიდან 18.00 საათამდე.

ამ დროისთვის "საქართველოს ბანკის" უკვე 40 Express სერვის-ცენტრი მოქმედებს. ახალ Express სერვის-ცენტრში 6 ადამიანი დასაქმდა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა