სოჭში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული

სოჭში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული

სოჭში შესაძლო წყალდიდობასთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. კრასნოდარის ოლქის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით , ადგილობრივი ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს არ დატოვონ სახლები და არ გამოვიდნენ გარეთ, მდინარე სოჭის ნაპირებიდან გადმოსვლის საშიშორების გამო.

გავრცელებული ინფორმაციით, მდინარეში წყლის დონემ საშიშ ნიშნულს მიაღწია. მეხანძრეები სოჭის ცენტრალურ ქუჩებზე წყალს ტუმბავენ.

ტელეკომპანია "დოჟდის" ცნობით, პარალელურად საგანგებო სიტუაციაა ადლერშიც, სადაც ერთ-ერთ რეგიონში დასახლებულ პუნქტში ზვავის ჩამოწოლის საშიშროების მიზნით ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა