ოზურგეთის გამგეობაში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება

ოზურგეთის გამგეობაში დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება

ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, 2012 წლის ოქტომბრამდე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ტერიტორიული ერთეულებში თანამშრომელთა რაოდენობა 232 ადამიანს შეადგენდა. ამჟამადე კი ეს სია 300 კაცამდეა გაზრდილი. მათი ხელფასი, საშუალოდ, 400-დან 750 ლარამდე მერყეობს.

არჩევნების შემდეგ ხელშეკრულებით დასაქმებულ შტატგარეშე თანამშრომელთა საკითხზე, ოზურგეთის გამგეობის პრესსამსახურის კომენტარი ასეთია: "როგორც საშტატო, ისე არასაშტატო თანამშრომლების რაოდენობის საკითხი კანონმდებლობით არ რეგულირდება. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის  საშტატო სტრუქტურით გათვალისწინებული ადამიანური რესურსი საკმარისი არ აღმოჩნდა. ამასთან, საჭირო გახდა კონკრეტული, ვიწრო სპეციალისტების მობილიზება. აღნიშნულის გამო მოხდა როგორც გამგეობაში, ისე მის ტერიტორიულ ერთეულებში შესაბამისი კადრების დასაქმება".

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა