ქა­რელ­ში ავი უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლი გა­მოჩ­ნდა

ქა­რელ­ში ავი უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლი გა­მოჩ­ნდა

თით­ქმის ერ­თი თვეა ქა­რე­ლის რა­ი­ო­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას ავი სუ­ლი მოს­ვე­ნე­ბას უკარ­გავს. სო­ფელ ზღუ­დეს მცხოვ­რებ­ლებს მო­რი­გე­ო­ბით სძი­ნავთ, უხი­ლა­ვი არ­სე­ბა ხალხს ქვებს ეს­ვრის, მოჩ­ვე­ნე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით ღა­მის თერ­თმეტ სა­ათ­ზე აქ­ტი­ურ­დე­ბა. ავი სუ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად ჯა­ბაშ­ვი­ლე­ბის ოჯახს და­ეს­ხა თავს და სახლს ქვებს ეს­რო­და.

დი­მიტ­რი ჯა­ფა­რაშ­ვი­ლი: - ქა­რელ­ში ბე­ბი­ას­თან და­სას­ვე­ნებ­ლად ვი­ყა­ვი, ბავ­შვო­ბი­დან იქ ვის­ვე­ნებ და ასე­თი რამ არას­დროს შე­მიმ­ჩნე­ვი­ა. ერთ სა­ღა­მოს, რო­ცა ბი­ჭებ­თან ერ­თად ეზო­ში ლუდს ვსვამ­დით, სა­ში­ნე­ლი კი­ვი­ლის ხმა გა­ვი­გო­ნეთ, ბე­ბი­ა­ჩე­მი ქუ­ჩა­ში გა­ვი­და და რო­ცა დაბ­რუნ­და, თქვა, რომ ჯა­ბაშ­ვი­ლე­ბის ოჯახს ქვებს ეს­როდ­ნენ. თავ­და­პირ­ვე­ლად ეს სოფ­ლის მკვიდ­რი ეგო­ნათ, მაგ­რამ რო­ცა ყო­ველ­დღი­უ­რად ერ­თსა და იმა­ვე დროს იწყ­ე­ბო­და ქვე­ბის წვი­მა, სო­ფელ­ში თქვეს, რომ ამას ავი სუ­ლი აკე­თებ­და.

- სა­ი­დან ის­როდ­ნენ ქვებს?

- ზუს­ტი ტრა­ექ­ტო­რია და­უდ­გე­ნე­ლი­ა, ჯა­ბაშ­ვი­ლე­ბის ოჯახს მი­ნე­ბი ჩა­უმ­სხვრი­ა, ერ­თხელ შე­ვა­გი­ნეთ და გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ გა­აქ­ტი­ურ­და. სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა ფიქ­რობს, რომ ის ან ავი სუ­ლი­ა, ან უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლი. მე პი­რა­დად დამ­წვა­რი ფარ­დე­ბის და ჩამ­სხვრე­უ­ლი ფან­ჯრე­ბის გარ­და არა­ფე­რი და­მი­ნა­ხავს.

ავი სუ­ლის­გან თუ უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლის­გან შე­წუ­ხე­ბულ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ საქ­მე­ში სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია ჩარ­თო, ხელ­მო­წე­რე­ბი შე­აგ­რო­ვეს და რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში პო­ლი­ცი­ის ეკი­პა­ჟი სო­ფელ ზღუ­დე­ში პატ­რუ­ლი­რებ­და, მაგ­რამ ვერც ქვე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა და­ად­გი­ნეს, ანა­ბეჭ­დიც ვერ აი­ღეს და დამ­ნა­შა­ვეც ვერ და­ა­კა­ვეს. მო­სახ­ლე­ო­ბა ბავ­შვებს ქუ­ჩა­ში არ უშ­ვებს, ავი სუ­ლის თუ უცხ­ოპ­ლა­ნე­ტე­ლის გა­მო­ჩე­ნას მე­ზო­ბელ სოფ­ლებ­შიც ში­შით ელო­დე­ბი­ან.

ამ უც­ნა­ურ მოვ­ლე­ნა­ზე სა­სა­უბ­როდ სო­ფელ ზღუ­დეს საკრებულოს წევრ და­ვით ჯოხ­თა­ბე­რი­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ბა­ტო­ნო და­ვით, ავი სუ­ლი ზღუ­დეს მო­სახ­ლე­ო­ბას მარ­თლა ეს­ხმის თავს?

- ამ დრო­ის­თვის შეწყ­ვე­ტი­ლია ავი სუ­ლის თავ­დას­ხმა მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე.

- რა ხდე­ბო­და, რო­ცა ავი სუ­ლი შე­მო­დი­ო­და სო­ფელ­ში?

- ავი სუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით ღა­მის 11 სა­ა­თის მე­რე აქ­ტი­ურ­დე­ბო­და. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ნა­ნა ჯა­ბიშ­ვი­ლის ოჯახს მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ეს­ხა თავს და ეზო­ში ქვე­ბის წვი­მა იყო. პი­რა­დად სა­კუ­თა­რი თვა­ლით არა­ფე­რი მი­ნა­ხავს და რა გითხ­რათ, აბა. ჩვე­ნი სო­ფე­ლი სულ ტყე­შია ჩაფ­ლუ­ლი.

- გინ­დათ თქვათ, რომ ტყი­დან გა­მო­დის ავი სუ­ლი?

- რა გითხ­რათ აბა? არ ვი­ცი, ვინ ეს­ხმის თავს მო­სახ­ლე­ო­ბას, ადა­მი­ა­ნია თუ არა (ი­ცი­ნის). პო­ლი­ცი­ამ ვერც ანა­ბეჭ­დე­ბი იპო­ვა, მაგ­რამ რო­ცა პატ­რუ­ლი მო­რი­გე­ობ­და, სო­ფელ­ში ქვე­ბის წვი­მა არ ყო­ფი­ლა, ესე იგი, ადა­მი­ა­ნი­ა.

- რო­გორც ვი­ცი, წე­რი­ლიც და­ტო­ვა ავ­მა სულ­მა თუ უცხ­ოპ­ლა­ნე­ტელ­მა...

- მე­ზობ­ლებ­მა პო­ლი­ცი­ა­ში წარ­სად­გე­ნად ხელ­მო­წე­რე­ბი შე­აგ­რო­ვეს, ეტყ­ო­ბა ამა­ზე გაბ­რაზ­და ის ამო­უც­ნო­ბი ობი­ექ­ტი და ჯოხ­თა­ბე­რი­ძე­ებს წე­რი­ლი და­უ­ტო­ვა, იმუქ­რე­ბო­და, ყვე­ლას დაგ­ხო­ცავ­თო. პო­ლი­ცი­ამ ამ წე­რი­ლი­თაც ვერ და­ად­გი­ნა სი­მარ­თლე. ერთ მე­ზო­ბელს გა­უბ­რაზ­და და ფარ­დებს ცეცხ­ლი წა­უ­კი­და, შე­ა­გი­ნეს და მა­გა­ზე გან­რის­ხდა.

- ფი­ზი­კუ­რად არ გი­ნა­ხავთ?

- ერ­თმა მე­ზო­ბელ­მა მოჰკ­რა თვა­ლი, დი­ლის რვის ნა­ხე­ვარ­ზე იდ­გა მის აი­ვან­ზე. ამ­ბობს მა­ღა­ლი, გამ­ხდა­რი შუა ხნის მა­მა­კა­ცი­ა­ო. გა­ე­კი­და, მაგ­რამ გა­უ­ჩი­ნარ­და. აქამ­დე ასე­თი რამ ქა­რელ­ში არას­დროს მომ­ხდა­რა და ამ ამ­ბავს ვე­რა­ფერს ვუ­კავ­ში­რებ. ბო­ლო რამ­დე­ნი­მე დღეა ზღუ­დე­ში ქვე­ბის წვი­მა აღარ მო­სუ­ლა.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია