სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"შარდენზე ირინა ენუქიძის ძეგლის დადგმა იგეგმება"
"შარდენზე ირინა ენუქიძის ძეგლის დადგმა იგეგმება"

შარ­დენ­ზე სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის დე­დის, ირი­ნა ენუ­ქი­ძის ძეგლის დად­გმა იგეგ­მე­ბა. ამის შე­სა­ხებ გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას" ექ­სპერ­ტმა მა­მუ­კა არე­ში­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გაჩ­ნდა გან­ცდა, რომ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან იწე­ლე­ბა და სწო­რედ ამ მი­ზე­ზით, თვის ბო­ლოს­თვის აქ­ცი­აც არის და­გეგ­მი­ლი...

- დიახ, 29 სექ­ტემ­ბერს იური ვა­ზა­გაშ­ვი­ლი მარ­თავს აქ­ცი­ას, სა­დაც და­ზა­რა­ლე­ბულ­თა ოჯა­ხის წევ­რე­ბი შე­იკ­რი­ბე­ბი­ან. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვა­ზა­გაშ­ვილ­საც, გირ­გვლი­ა­ნის მა­მა­საც და სხვა ბევ­რსაც და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის გრძნო­ბა აქვს და ალ­ბათ, ამი­ტო­მაა, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რო­მელ­შიც მეც შევ­დი­ვარ, გა­და­წყვი­ტა, რომ ირი­ნა ენუ­ქი­ძეს ძეგლი და­ვუდ­გათ. ამ ნა­ბი­ჯით, გვინ­და, რომ ძეგლი და­ვუდ­გათ ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც ამ რე­ჟიმ­თან ბრძო­ლას შე­ე­წი­რა. შე­იძ­ლე­ბა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ვერ მო­ეს­წროს, მაგ­რამ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­კეთ­დე­ბა. ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბია მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი.

- სად იგეგ­მე­ბა ძეგლის დად­გმა?

- ვფიქ­რობთ, რომ ძველ თბი­ლის­ში, შარ­დე­ნის მი­და­მო­ებ­ში დავ­დგამთ. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს მხო­ლოდ ჩვენ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ქა­ლა­ქის მე­რი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის პო­ზი­ცი­აც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია. ისე, სა­ინ­ტე­რე­სოა, რა ნე­ბარ­თვას მოგ­ვცე­მენ მე­რი­ი­დან, სად უნდა დავ­დგათ ეს ძეგლი. თქვენ გახ­სოვთ ალ­ბათ, რომ მე­მო­რი­ა­ლუ­რი ქვა, რო­მე­ლიც სპორ­ტის სა­სახ­ლეს­თან იდგა, მო­ი­პა­რეს. ამ ძეგლის მო­პარ­ვის და გა­ფუ­ჭე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არა­ვის არ მივ­ცემთ.

- შარ­დენ­ზე ძეგლის დად­გმა ალ­ბათ, სიმ­ბო­ლუ­რია...

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. სწო­რედ იქი­დან და­ი­წყო ეს ყვე­ლა­ფე­რი და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე სწო­რი იქ­ნე­ბა, რომ ძეგლი შარ­დენ­ზე და­იდ­გას. თა­ნაც იქ უამ­რა­ვი სტუ­მა­რი იყ­რის თავს და მათ­თვი­საც ნა­თე­ლი იქ­ნე­ბა, რა ტი­პის ბრძო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში და ერ­თმა ქალ­მა ამ რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ რამ­დე­ნი შეძ­ლო.

იხი­ლეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

"შარდენზე ირინა ენუქიძის ძეგლის დადგმა იგეგმება"

"შარდენზე ირინა ენუქიძის ძეგლის დადგმა იგეგმება"

შარდენზე სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის ძეგლის დადგმა იგეგმება. ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრას" ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განუცხადა.

- საზოგადოებაში გაჩნდა განცდა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ძალიან იწელება და სწორედ ამ მიზეზით, თვის ბოლოსთვის აქციაც არის დაგეგმილი...

- დიახ, 29 სექტემბერს იური ვაზაგაშვილი მართავს აქციას, სადაც დაზარალებულთა ოჯახის წევრები შეიკრიბებიან. რასაკვირველია, ვაზაგაშვილსაც, გირგვლიანის მამასაც და სხვა ბევრსაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს და ალბათ, ამიტომაა, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ, რომელშიც მეც შევდივარ, გადაწყვიტა, რომ ირინა ენუქიძეს ძეგლი დავუდგათ. ამ ნაბიჯით, გვინდა, რომ ძეგლი დავუდგათ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ რეჟიმთან ბრძოლას შეეწირა. შეიძლება არჩევნებამდე ვერ მოესწროს, მაგრამ უახლოეს მომავალში გაკეთდება. ტექნიკური საკითხებია მოსაგვარებელი.

- სად იგეგმება ძეგლის დადგმა?

- ვფიქრობთ, რომ ძველ თბილისში, შარდენის მიდამოებში დავდგამთ. რასაკვირველია, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ქალაქის მერიის ხელმძღვანელობის პოზიციაც გასათვალისწინებელია. ისე, საინტერესოა, რა ნებართვას მოგვცემენ მერიიდან, სად უნდა დავდგათ ეს ძეგლი. თქვენ გახსოვთ ალბათ, რომ მემორიალური ქვა, რომელიც სპორტის სასახლესთან იდგა, მოიპარეს. ამ ძეგლის მოპარვის და გაფუჭების საშუალებას არავის არ მივცემთ.

- შარდენზე ძეგლის დადგმა ალბათ, სიმბოლურია...

- რასაკვირველია. სწორედ იქიდან დაიწყო ეს ყველაფერი და აქედან გამომდინარე, ალბათ, ყველაზე სწორი იქნება, რომ ძეგლი შარდენზე დაიდგას. თანაც იქ უამრავი სტუმარი იყრის თავს და მათთვისაც ნათელი იქნება, რა ტიპის ბრძოლა მიმდინარეობდა საქართველოში და ერთმა ქალმა ამ რეჟიმის წინააღმდეგ რამდენი შეძლო.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია