სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჰემინგუეის ინტიმურ წერილს ყიდიან
ჰემინგუეის ინტიმურ წერილს ყიდიან

აშშ-ში ერ­ნესტ ჰე­მინ­გუ­ე­ის მარ­ლენ დიტ­რი­ხის­თვის 1955 წელს მი­წე­რილ წე­რილს ყი­დი­ან. დო­კუ­მენ­ტის გას­ხვი­სე­ბას, რო­მე­ლიც უხამს ხუმ­რო­ბებს შე­ი­ცავს, 100 000 დო­ლა­რად ვა­რა­უ­დო­ბენ.

წე­რილ­ში ლი­ტე­რა­ტუ­რის დარ­გში ნო­ბე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი იყე­ნებს მი­მარ­თვას - "Dearest Kraut", რაც ითარ­გმნე­ბა რო­გორც " ძვირ­ფა­სო ფრი­ცო". მწე­რა­ლი დიტ­რიხ­თან სცე­ნა­ზე მის წარ­მო­სახ­ვით შეხ­ვედ­რას აღ­წერს, ამას­თან, მსა­ხი­ო­ბი მას­ში სრუ­ლი­ად შიშ­ვე­ლი და მთვრა­ლია, მწე­რა­ლიც ტან­საც­მელს იხ­დის და "ბერტ ლან­კას­ტე­რი­სე­ულ ათ­ლე­ტურ აღ­ნა­გო­ბას" წარ­მო­ა­ჩენს.

რო­გორ მოხ­ვდა წე­რი­ლი MomentsInTime.com-ის აუქ­ცი­ო­ნის სახ­ლში, უც­ნო­ბია. აუქ­ცი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნელ­მა ჰერი ზი­მეტ­მა მხო­ლოდ ის აღ­ნიშ­ნა, რომ დო­კუ­მენ­ტი კერ­ძო კო­ლექ­ცი­ო­ნერ­მა წარ­მო­ად­გი­ნა.

ჰე­მინ­გუ­ე­იმ და დიტ­რიხ­მა ერ­თმა­ნე­თი 1934 წელს, ლა­ი­ნე­რის ბორტზე გა­იც­ნეს და მას შემ­დეგ აქ­ტი­უ­რი მი­მო­წე­რა ჰქონ­დათ. მსა­ხი­ო­ბი წე­რი­ლებ­ში ჰე­მინ­გუ­ე­ის "საყ­ვა­რელ მა­მას" უწო­დებს და ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მის ფო­ტოს სა­ძი­ნე­ბელ­ში ინა­ხავს. ჰე­მინ­გუ­ე­ის წე­რი­ლე­ბის ნა­წი­ლი დიტ­რი­ხის ქა­ლიშ­ვილ­მა, მა­რია რი­ვამ 2007 წელს კე­ნე­დის საპ­რე­ზი­დენ­ტო ბიბ­ლი­ო­თე­კას შეს­წი­რა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Times-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ჰემინგუეის ინტიმურ წერილს ყიდიან

ჰემინგუეის ინტიმურ წერილს ყიდიან

აშშ-ში ერნესტ ჰემინგუეის მარლენ დიტრიხისთვის 1955 წელს მიწერილ წერილს ყიდიან. დოკუმენტის გასხვისებას, რომელიც უხამს ხუმრობებს შეიცავს, 100 000 დოლარად ვარაუდობენ.

წერილში ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი იყენებს მიმართვას - "Dearest Kraut", რაც ითარგმნება როგორც " ძვირფასო ფრიცო". მწერალი დიტრიხთან სცენაზე მის წარმოსახვით შეხვედრას აღწერს, ამასთან, მსახიობი მასში სრულიად შიშველი და მთვრალია, მწერალიც ტანსაცმელს იხდის და "ბერტ ლანკასტერისეულ ათლეტურ აღნაგობას" წარმოაჩენს.

როგორ მოხვდა წერილი MomentsInTime.com-ის აუქციონის სახლში, უცნობია. აუქციონის ხელმძღვანელმა ჰერი ზიმეტმა მხოლოდ ის აღნიშნა, რომ დოკუმენტი კერძო კოლექციონერმა წარმოადგინა.

ჰემინგუეიმ და დიტრიხმა ერთმანეთი 1934 წელს, ლაინერის ბორტზე გაიცნეს და მას შემდეგ აქტიური მიმოწერა ჰქონდათ. მსახიობი წერილებში ჰემინგუეის "საყვარელ მამას" უწოდებს და ირწმუნება, რომ მის ფოტოს საძინებელში ინახავს. ჰემინგუეის წერილების ნაწილი დიტრიხის ქალიშვილმა, მარია რივამ 2007 წელს კენედის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას შესწირა.

მომზადებულია The Times-ის მიხედვით. 

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს