ქეთი მელუა ქმარს მადლობას უხდის

ქეთი მელუა ქმარს მადლობას უხდის

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა, ქეთი მელუამ ჟურნალ The Sun-თან ინტერვიუში აღიარა, რომ გარკვეული იმედგაცრუებისა და გეგმების ჩაშლის შემდეგ, მოტომრბოლელი მეუღლე, ჯეიმს ტაუზლენდი დაეხმარა, ცხოვრებაში ბალანსი ეპოვა.

"იყო გარკვეული მარცხი. თუმცა, ჯეიმსი მუდამ მხარში მიდგას. ქორწინებამ რადიკალურად შემცვალა. გეტყვით, როდის გავაცნობიერე, რომ დარჩენილი ცხოვრების მასთან ერთად გატარება მსურდა - პირველივე დღიდან მან გაითავისა, რომ მუსიკა ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა. ერთხელ ასეთი რამ მითხრა: "კარგად მესმის, რას ნიშნავს გქონდეს საქმე, რომლისთვისაც თავს გაწირავ, ან მის გამო ყველაფერს გააკეთებო", - განაცხადა მომღერალმა.

რამდენიმე თვის წინ დასავლურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი ქმარს დაშორდა და კვლავ მარტოა. ბრიტანელი ჟურნალისტები წერდნენ, რომ ამ თემაზე ოფიციალური კომენტარის მიღება ვერ შეძლეს, რადგან ვარსკვლავის წარმომადგენელი მის პირად ცხოვრებაზე არ საუბრობდა. შეგახსენებთ, წყვილი 2012 წლის პირველ სექტემბერს დაქორწინდა. ცერემონია ლონდონის დასავლეთით, კევში, სამეფო ბაღებში მდებარე კონსერვატორიაში გაიმართა.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება