ახალგაზრდა მომღერალი მაილი საირუსი დებ კარდაშიანებთან ერთად მუსიკალურ ფესტივალს iHeartRadio-ს სტუმრობდა. ვარსკვლავი წვეულებაზე ნახევრად შიშველი მივიდა და ვულგარული ქცევით ხალხის ყურადღება მიიპყრო.
ღონისძიებაზე მაილი წელსზემოთ შიშველი იყო და მკერდის თავები შავი ლენტით ჰქონდა დაფარული. ტრუსსა და ლენტს, რომელიც ბიუსტჰალტერის მაგივრობას წევდა, მოკლე და ღრმად ამოჭრილი ბადე ფარავდა.
რამდენიმე კვირის წინ საირუსმა MTV Video Music Awards-ის ცერემონიაზე ნამდვილი ეროტიკული შოუ მოაწყო. ამერიკული Vogue-ის მთავარმა რედაქტორმა ანა ვინტურმა მაილის ვულგარული იმიჯი არ აპატია და ჟურნალის შავ სიაში შეიყვანა.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.