ქარ­თუ­ლი მან­ქა­ნე­ბი ანუ ამ­ბა­ვი "შინ­მო­უს­ვლელ­ზე"

ქარ­თუ­ლი მან­ქა­ნე­ბი ანუ ამ­ბა­ვი "შინ­მო­უს­ვლელ­ზე"

"ქარ­თუ­ლი ავ­ტო­წარ­მო­ე­ბა" - ეს ფრა­ზა დღეს შე­იძ­ლე­ბა, ხმა­მაღ­ლა (თუ ღი­მი­ლის­მომ­გვრე­ლა­დაც კი) ჟღერს, მაგ­რამ გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 40-50-ი­ა­ნი წლე­ბის­თვის, რო­დე­საც ორ­ჯო­ნი­კი­ძის სა­ხე­ლო­ბის КАЗ-ი ანუ Кутаиский Авто Завод-ი ძა­ლებს იკ­რებ­და, სა­ხუ­მა­როდ არა­ვის ეცა­ლა. 18 აგ­ვის­ტო სწო­რე­დაც რომ პირ­ვე­ლი სა­მა­მუ­ლო ავ­ტო­მო­ბი­ლის დღე­ა, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ თა­რი­ღის შე­სა­ხებ არა­ვის არა­ფე­რი ეცო­დი­ნე­ბა. სწო­რედ 1951 წლის ამ დღეს გად­მო­ვი­და კონ­ვე­ი­ერი­დან პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა, რო­მე­ლიც, მე­რე რა რომ ცო­ტა­ო­დე­ნი ხუმ­რო­ბის თე­მად იქ­ცა, მით უმე­ტეს ქუ­თა­ი­სე­ლე­ბის­თვის. ამის მი­უ­ხე­და­ვად, რო­გორც ამ­ბო­ბენ, თა­ვის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას მა­ინც ას­რუ­ლებ­და. ქარ­თუ­ლად მას "შინ­მო­უს­ვლე­ლიც" კი და­არ­ქვეს, ალ­ბათ, იმის გა­რან­ტი­ის არარ­სე­ბო­ბის გა­მო, რომ მას­ში მჯდო­მი ადა­მი­ა­ნი შინ უსაფ­რთხოდ დაბ­რუნ­დე­ბო­და ან მან­ქა­ნა სად­მე არ ჩარ­ჩე­ბო­და. მაგ­რამ ამას ხე­ლი არ შე­უშ­ლია მე­ავ­ტო­მო­ბი­ლე­ე­ბის­თვის, 8 მო­დე­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი და მი­საბ­მე­ლის სა­მი მო­დე­ლი გა­მო­ეშ­ვათ. პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მო­დე­ლად მოს­კო­ვის სტა­ლი­ნის სა­ხე­ლო­ბის ქარ­ხნის მი­ერ გა­მოშ­ვე­ბუ­ლი (ЗИС-ის) სატ­ვირ­თო გა­მო­ი­ყე­ნეს და პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი КАЗ-150-ის შექ­მნა­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. ქარ­თუ­ლი ავ­ტო­წარ­მო­ე­ბა აქ არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა და მას მოჰ­ყვა КАЗ 585 Б, ცე­მენ­ტმზი­დი КАЗ-601; თვით­მცლე­ლი КАЗ 600. რო­გორც ის­ტო­რია გვამ­ცნობს, არც ერ­თი მათ­გა­ნი მოს­კო­ვუ­რი პრო­ტო­ტი­პის ას­ლი არ ყო­ფი­ლა. იყო მათ­ში რა­ღაც ქარ­თუ­ლიც. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეს ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი იხ­ვე­წე­ბო­და, რაც ფო­ტო­ებ­ზეც კარ­გად ჩანს.

ფაქ­ტობ­რი­ვად, ახა­ლი წარ­მო­ე­ბის და­საწყ­ი­სად იქ­ცა КАЗ-605, რო­მე­ლიც "კოლ­ხი­დას" სა­ხელ­წო­დე­ბით არის ცნო­ბი­ლი. საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ერ მო­წო­ნე­ბუ­ლი, 1958 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი ეს 5-ტო­ნი­ა­ნი სატ­ვირ­თო ავ­ტო­მან­ქა­ნა მა­შინ­ვე პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, რად­გან იმ დრო­ის კვა­ლო­ბა­ზე, ე.წ. "ნა­ვა­როტ­კე­ბით" გა­მო­ირ­ჩე­ო­და. თუმ­ცა, თა­ვი­სი და­ბა­ლი ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის, კონ­კრე­ტუ­ლად კი სიჩ­ქა­რის გა­მო, "ცირ­კის ცხე­ნიც" კი შე­არ­ქვეს "მად­ლი­ერ­მა" მძღო­ლებ­მა. ქუ­თა­ი­სუ­რი წარ­მო­ე­ბის ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მან­ქა­ნა 70-ი­ა­ნი წლე­ბის ბო­ლოს აეწყ­ო, რო­მელ­საც КАЗ-4540 ეწო­და. ის იყო პირ­ვე­ლი სატ­რან­სპორ­ტო-­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მან­ქა­ნე­ბის კა­ტე­გო­რი­ი­დან, მაგ­რამ მხო­ლოდ 1984 წლი­დან მო­ი­პო­ვა სე­რი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის უფ­ლე­ბა. თუ ის­ტო­რი­ულ წყა­რო­ებს ვენ­დო­ბით, სულ ბო­ლოს ქუ­თა­ი­სურ­მა ქარ­ხა­ნამ ბო­ლო 5 ათა­სი ГКБ-8535-01 გა­მო­უშ­ვა, სა­ი­და­ნაც რუ­სეთ­მა მხო­ლოდ 40 ერ­თე­უ­ლი შე­ი­ძი­ნა. აი, აქ მთავ­რდე­ბა მსხვი­ლი პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბის ის­ტო­რია ქუ­თა­ი­სის ავ­ტო­ქარ­ხა­ნა­ში. თუმ­ცა, ეს მა­ინც არ ყო­ფი­ლა და­სას­რუ­ლი. მე­მა­ტი­ა­ნემ უახ­ლე­სი ის­ტო­რი­აც შე­მოგ­ვი­ნა­ხა, რომ­ლის თა­ნახ­მად, ქუ­თა­ი­სელ­მა მე­ავ­ტო­მო­ბი­ლე­ებ­მა ინ­დუ­რი კომ­პა­ნი­ის დაკ­ვე­თით, მა­თი­ვე შექ­მნი­ლი ნა­წი­ლე­ბით, ინ­დუ­რი ჯი­პის "მა­ჰინ­დრას" აწყ­ო­ბა და­იწყ­ეს. ეს იყო არცთუ შო­რე­უ­ლი 2002 წე­ლი. ამ ექ­სპე­რი­მენ­ტმაც ვერ გა­ა­მარ­თლა და მა­ლე­ვე დას­რულ­და. სხვა­თა შო­რის, ქუ­თა­ი­სურ ფოლ­კლორ­ში ამ ავ­ტო­მო­ბილ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც მო­ი­ძებ­ნე­ბა სხარ­ტი გა­მო­ნათ­ქვა­მი, მა­გა­ლი­თად, ასე­თი: "მა­ჰინ­დრას" თუ ყი­დუ­ლობ, ორი უნ­და აი­ღო - ერ­თი, რო­გორც მან­ქა­ნა, მე­ო­რე სა­თა­და­რი­გო ნა­წი­ლე­ბა­დო".

აქ სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­წერ­დით, რომ ამ დღემ და­უ­დო სა­ფუძ­ვე­ლი ცნო­ბი­ლი ქარ­თუ­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო კონ­ცერ­ნის შექ­მნას, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ბაზ­რის მოთხ­ოვ­ნის 80%-ს აკ­მა­ყო­ფი­ლებს და მსოფ­ლიო ბრენ­დე­ბის სა­მე­ულ­ში შე­დის, რომ დღე­ის­თვის ეს ავ­ტო­ქარ­ხა­ნაა ქარ­თუ­ლი ეკო­ნო­მი­კის სტა­ბი­ლუ­რო­ბის ზურ­გი, მაგ­რამ, რო­გორც იტყ­ვი­ან, ნუ­რას უკაც­რა­ვად! ქარ­თულ ავ­ტო­წარ­მო­ე­ბას თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსგავ­სი არა­ფე­რი "და­მუქ­რე­ბია" და სამ­წუ­ხა­როდ, არც უახ­ლო­ეს წლებ­ში უნ­და ვე­ლო­დოთ მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ქარ­თუ­ლი ბრენ­დის გა­მო­ჩე­ნას.

იხილეთ ფოტოგალერეა

ზურაბ თვაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია