"ვცდი­ლობ­დი, ვარ­დო­სა­ნი­ძე­ზე არ მე­ეჭ­ვი­ა­ნა, მაგ­რამ არ გა­მომ­დი­ო­და"

"ვცდი­ლობ­დი, ვარ­დო­სა­ნი­ძე­ზე არ მე­ეჭ­ვი­ა­ნა, მაგ­რამ არ გა­მომ­დი­ო­და"

სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ა­სა და გი­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძის სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ ქა­ლაქ­ში ლე­გენ­დე­ბი და­დი­ო­და, თუმ­ცა წყვი­ლი მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­შორ­და. ამ­ბობ­დნენ, რომ მა­თი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე იყო, მაგ­რამ ამას სა­ლო­მე, გი­გი და გი­ორ­გი არ ადას­ტუ­რებ­დნენ. გა­სულ კვი­რას ინ­ტერ­ნე­ტით გავ­რცე­ლე­ბულ­მა ფო­ტომ, რო­მე­ლიც სა­ლო­მეს და გი­ორ­გის ბა­თუმ­ში აქვთ გა­და­ღე­ბუ­ლი, ხმე­ბი მა­თი სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ და­ა­დას­ტუ­რა. ინ­ფორ­მა­ცი­ას არც გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე უარ­ყოფს. გი­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძეს და სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას 8-წლი­ა­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­დათ, გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე კი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მსა­ხი­ობ თამ­თა შა­ლამ­ბე­რი­ძე­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. სა­ლო­მეს და გი­ორ­გის სიყ­ვა­რუ­ლის შე­სა­ხებ ჭო­რი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" მე­ო­რე სე­ზო­ნის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გავ­რცელ­და, სა­დაც ისი­ნი პარტ­ნი­ო­რე­ბი იყ­ვნენ. თა­ნაც, სა­ლო­მე და გი­ორ­გი შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს და­შორ­დნენ.

გვე­სა­უბ­რე­ბა სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას ყო­ფი­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი გი­გი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე:

- გი­გი, რო­გორც ამ­ბო­ბენ, შენ და სა­ლო­მე გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძის გა­მო და­შორ­დით...

- ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით, გი­ორ­გი არ იყო ჩვე­ნი და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი, სხვა რა უნ­და გითხ­რათ?

- რა­ტომ და­შორ­დით?

- სა­ლო­მე 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიყ­ვარ­და და მას­თან და­შო­რე­ბა მტკივ­ნე­უ­ლად გა­და­ვი­ტა­ნე, ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ორი­ვემ ერ­თად მი­ვი­ღეთ. და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ძა­ლი­ან პი­რა­დუ­ლია და ამა­ზე სა­ჯა­როდ ლა­პა­რაკს არ ვა­პი­რებ.

- თა­ვი­დან­ვე ეჭ­ვი­ა­ნობ­დით გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე­ზე?

- ვცდი­ლობ­დი, არ მე­ეჭ­ვი­ა­ნა, მაგ­რამ არ გა­მომ­დი­ო­და. მით უმე­ტეს, ხალ­ხი მათ შე­სა­ხებ ბევრს ჭო­რა­ობ­და.

- თქვენც ხომ არ ხართ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი?

- არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მომ­წონს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი, დრო ყვე­ლა­ფერს გვიჩ­ვე­ნებს.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება