სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კარტოფილის ჩიფსები ბავშვების გონებრივ მონაცემებს აქვეითებს
კარტოფილის ჩიფსები ბავშვების გონებრივ მონაცემებს აქვეითებს

ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც ჩიფ­სებს ხში­რად ჭა­მენ, გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის დონე უქ­ვე­ით­დე­ბათ. ამ დას­კვნამ­დე ბრის­ტო­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეც­ნი­ე­რე­ბი მი­ვიდ­ნენ.

მკვლე­ვა­რე­ბი აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ ბავ­შვებს, რომ­ლე­ბიც 3-4 წლის ასაკ­ში თით­ქმის ყო­ველ დღე ჩიფ­სებს ჭა­მენ.

ამ ბავ­შვებს მეხ­სი­ე­რე­ბის დარ­ღვე­ვე­ბი და დაბ­ნე­უ­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა კი თა­ნა­ტო­ლებ­თან შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად ახა­სი­ა­თებ­დათ. შე­სა­ბა­მი­სად, ასეთ ბავ­შვებს და­ბა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წრე­ბა და ქცე­ვის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­დათ.

ანა­ლიზ­მა აჩ­ვე­ნა, რომ პრობ­ლე­მის მი­ზე­ზი ჭარ­ბი ცხი­მია, რო­მელ­საც ეს პრო­დუქ­ტი შე­ი­ცავს. ის ბავ­შვის ტვი­ნის სწორ მუ­შა­ო­ბა­სა და მის ჰარ­მო­ნი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას აფერ­ხებს.

ყვე­ლა­ზე შე­მაშ­ფო­თო­ბე­ლი კი ისაა, რომ 3-4 წლის ასაკ­ში ჩიფ­სე­ბის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გე­ბი შე­უქ­ცე­ვა­დია. სწო­რედ ამი­ტომ მეც­ნი­ე­რე­ბი მშობ­ლებს ურ­ჩე­ვენ 4 წლამ­დე ბავ­შვის რა­ცი­ო­ნი­დან ეს პრო­დუქ­ტი ამო­ი­ღონ. უფ­რო­სი ასა­კის ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მზე ჩიფ­სე­ბის გავ­ლე­ნის კვლე­ვას მსგავ­სი შე­დე­გე­ბი არ მო­უ­ცია.

ბავ­შვის­თვის მავ­ნე მთა­ვარ ქი­მი­ურ ნა­ერ­თად აკ­რი­ლა­მი­დი სა­ხელ­დე­ბა, რო­მელ­საც ყვე­ლა ჩიფ­სი შე­ი­ცავს. ეს ნივ­თი­ე­რე­ბა მუ­ტა­გე­ნი და კან­ცე­რო­გე­ნია.

სწო­რედ ამი­ტომ მო­მა­ვა­ლი დე­დე­ბიც რის­კის ზო­ნა­ში არი­ან, მათ­თვის ჩიფ­სე­ბის ჭამა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი არაა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია focus.ua-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კარტოფილის ჩიფსები ბავშვების გონებრივ მონაცემებს აქვეითებს

კარტოფილის ჩიფსები ბავშვების გონებრივ მონაცემებს აქვეითებს

ბავშვებს, რომლებიც ჩიფსებს ხშირად ჭამენ, გონებრივი განვითარების დონე უქვეითდებათ. ამ დასკვნამდე ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერები მივიდნენ.

მკვლევარები აკვირდებოდნენ ბავშვებს, რომლებიც 3-4 წლის ასაკში თითქმის ყოველ დღე ჩიფსებს ჭამენ.

ამ ბავშვებს მეხსიერების დარღვევები და დაბნეულობა აღენიშნებოდათ, შემოქმედებითობა კი თანატოლებთან შედარებით ნაკლებად ახასიათებდათ. შესაბამისად, ასეთ ბავშვებს დაბალი აკადემიური მოსწრება და ქცევის პრობლემები ჰქონდათ.

ანალიზმა აჩვენა, რომ პრობლემის მიზეზი ჭარბი ცხიმია, რომელსაც ეს პროდუქტი შეიცავს. ის ბავშვის ტვინის სწორ მუშაობასა და მის ჰარმონიულ განვითარებას აფერხებს.

ყველაზე შემაშფოთობელი კი ისაა, რომ 3-4 წლის ასაკში ჩიფსების გადამეტებული გამოყენების შედეგები შეუქცევადია. სწორედ ამიტომ მეცნიერები მშობლებს ურჩევენ 4 წლამდე ბავშვის რაციონიდან ეს პროდუქტი ამოიღონ. უფროსი ასაკის ბავშვის ორგანიზმზე ჩიფსების გავლენის კვლევას მსგავსი შედეგები არ მოუცია.

ბავშვისთვის მავნე მთავარ ქიმიურ ნაერთად აკრილამიდი სახელდება, რომელსაც ყველა ჩიფსი შეიცავს. ეს ნივთიერება მუტაგენი და კანცეროგენია.

სწორედ ამიტომ მომავალი დედებიც რისკის ზონაში არიან, მათთვის ჩიფსების ჭამა რეკომენდირებული არაა.

მომზადებულია focus.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს