ჯეკ ნიკოლსონი ბალიშის ქვეშ ჩაქუჩს ინახავდა

ჯეკ ნიკოლსონი ბალიშის ქვეშ ჩაქუჩს ინახავდა

ჰოლივუდის ცოცხალი ლეგენდის, 76 წლის ჯეკ ნიკოლსონის შესახებ დასავლურ პრესაში ახალი ინფორმაცია გაჩნდა. ვარსკვლავი ჰოლივუდში სასიყვარულო სამკუთხედში იყო ჩართული. კარიერის დასაწყისში კი ნარკოტიკების აქტიური მომხმარებელი იყო. მას ეშინოდა, რომ მოკლავდნენ და ლოგინში ბალიშის ქვეშ ჩაქუჩს ინახავდა და ასე იძინებდა.

ბუმბერაზი მსახიობის აქამდე უცნობი პირადი ცხოვრების შავი ლაქა ახალ ბიოგრაფიულ წიგნში "ნიკოლსონი" ამოტივტივდა. ბლოკბასტერი, რომელსაც კრიტიკოსები დიდ წარმატებასა და ფინანსურ მოგებას უწინასწარმეტყველებენ, 29 ოქტომბერს გამოვა. როგორც ამბობენ, წიგნში მსახიობის ბიოგრაფიის დღემდე უცნობი დეტალებია შესული.

პრესა თავის დროზეც აქტიურად აშუქებდა ნიკოლსონისა და ამერიკელი მომღერლისა და მსახიობის, მიშელ ფილიპსის რომანს. მიშელმა, რომელიც ოფიციალურად 4-ჯერ იყო გათხოვილი, ჯეკთან ურთიერთობა გააბა და რიგით მეორე მეუღლეს, მსახიობ დენის ჰოპერს ქორწინებიდან 8 დღეში დაშორდა. 8 დღიანი ურთიერთობის სკანდალურად დასრულება დენისმა ვერ აიტანა. როგორც ჟურნალისტები წერენ, ყოფილი მეუღლეები ერთმანეთს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. დრამატულ გარჩევებში ძალაუნებურად ნიკოლსონიც ჩაერთო.

ჯეკს სექსუალური ქერათმიანი ლამაზმანის ყოფილი ქმარი მოსვენებას არ აძლევდა და ამ ყველაფერმა ვარსკვლავის ფსიქიკაზე უარყოფითად იმოქმედა. ეჩვენებოდა, რომ ჰოპერი მასზე თავდასხმას გეგმავდა და თვის დასაცავად ბალიშის ქვეშ ჩაქუჩს მალავდა.

როგორც წიგნის ავტორი წერს, ნიკოლსონი ფსიქოტროპულ აბებს იღებდა.

მომზადებულია showbizspy.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება