ქართველ ვარსკვლავებს ნიკოლოზ ცისკარიძე შეაფასებს

ქართველ ვარსკვლავებს ნიკოლოზ ცისკარიძე შეაფასებს

მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის კიდევ ერთი წევრის ვინაობა გაირკვა, - ეს რუსეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი ბალერონი - ნიკოლოზ ცისკარიძე გახლავთ.

"ამბები.გე" პროექტის პროდიუსერს, ნოე სულაბერიძეს დაუკავშირდა:

-  დიდი სურვილი გვქონდა, რომ ნიკოლოზ ცისკარიძეს მონაწილეობა მიეღო ჩვენს შოუში. ის წარმატებული ქართველია, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს. ამასთან, უკვე მერამდენე წელია, უცვლელი წევრი გახლავთ ანალოგიური პროექტის, რომელიც რუსეთში იმართება.

მიხარია, რომ ნიკოლოზი ჩვენი შოუს ჟიურის წევრობაზე სიამოვნებით დაგვთანხმდა. თქვა, რომ ნანახი აქვს ეს პროექტი და მოსწონს კიდეც.  ჟიურის წევრობით კი საქართველოში ხშირი სტუმრობის შესაძლებლობა ექნება, რაც ქვეყანასთან მჭიდრო კონტაქტის საშუალებას მისცემს. ის ყოველ საკონკურსო დღეს, სტაბილურად, ჟიურის შემადგენლობაში იჯდება და "ცეკვავენ ვარსკვლავების" მონაწილეებს შეაფასებს.

იხილეთ ბმული

ლალი ფაცია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება