ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა - "ვა­ი მას, ვის­თა­ნაც რა­მა­ზი მი­ღა­ლა­ტებს"

ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა - "ვა­ი მას, ვის­თა­ნაც რა­მა­ზი მი­ღა­ლა­ტებს"

ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა წლე­ბია ეკ­რან­ზე წამ­ყვა­ნის ამ­პლუ­ა­ში აღარ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ერ­თ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში მან გა­ნაცხ­ა­და, რომ გარ­კვე­უ­ლი პი­რე­ბის მი­ერ იბ­ლო­კე­ბო­და და სწო­რედ ეს იყო მი­სი ტა­იმ­-ა­უ­ტის მი­ზე­ზი. ხა­ტი­ა სულ ცო­ტა ხან­ში ტე­ლე­ე­თერს ახა­ლი გა­და­ცე­მით და­უბ­რუნ­დე­ბა.

- ახალ გა­და­ცე­მა­ზე მარ­კუს მეტ­რე­ველ­თან ერ­თად ვმუ­შა­ობ. მარ­თა­ლია, მარ­კუსს არა აქვს სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მის წაყ­ვა­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა, რად­გან დი­ზა­ი­ნე­რი და მომ­ღე­რა­ლი­ა, მაგ­რამ ძა­ლი­ან დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბაა მას­თან მუ­შა­ო­ბა. გა­და­ცე­მის ჩა­წე­რე­ბი უკ­ვე და­იწყ­ო, ოქ­ტომ­ბერ­ში გა­ვალთ ეთერ­ში, თუ რა­მე არ შე­იც­ვა­ლა. რად­გან არ­ჩევ­ნე­ბი ოქ­ტომ­ბერ­შია და­გეგ­მი­ლი, გა­და­ცე­მის ეთერ­ში გას­ვლის დრო შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს.

- გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა შე­ნი იმი­ჯი ამ გა­და­ცე­მა­ში?

- ჩე­მი იმი­ჯი დი­დი ხა­ნია შე­იც­ვა­ლა, აღარ ვარ ის გო­გო, რო­მე­ლიც გა­იც­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ - სათ­ვა­ლი­ა­ნი "სწერ­ვა" და "ტუ­სოვ­კე­ბის" მოყ­ვა­რუ­ლი თი­ნე­ი­ჯე­რი. უკ­ვე ზრდას­რუ­ლი, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ქა­ლი და ორი შვი­ლის დე­და ვარ, ამი­ტომ გა­და­ცე­მა­ში სო­ლი­დუ­რი იმი­ჯი მექ­ნე­ბა.

- ვის ისურ­ვებ­დი სტუმ­რად შენს გა­და­ცე­მა­ში?

- ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს, სამ­წუ­ხა­როდ, ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ უწყ­ობს ხელს, ჩვენ­თან სტუმ­რად რომ მო­ვი­დეს. მას მსოფ­ლიო დო­ნის სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნად მი­ვიჩ­ნევ.

- რა კითხ­ვას და­უს­ვამ­დი შე­ვარ­დნა­ძეს?

- ძი­რი­თა­დად, პი­რად ცხოვ­რე­ბასა და აპო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე ვა­ლა­პა­რა­კებ­დი. ყვე­ლას აქვს და­დე­ბი­თი მხა­რე და მას წარ­მო­ვა­ჩენ­დი, მით უმე­ტეს, რომ ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პიროვნებაა. ადა­მი­ა­ნე­ბის და­დე­ბი­თი მხა­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ყო­ველ­თვის უც­ნო­ბი რჩე­ბა, რად­გან ხალხს ნე­გა­ტი­ვი იზი­დავს.

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილსა და ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს რა და­დე­ბი­თი კუთხ­ით წარ­მო­ა­ჩენ­დი?

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ალ­ბათ, ხელ­გაშ­ლი­ლი და მხი­ა­რუ­ლი მე­გო­ბა­რი­ა, ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი კი ოჯახ­ზე მზრუნ­ვე­ლი კა­ცი მგო­ნი­ა. სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­ღე­ბუ­ლი ფუ­ლი ოჯახს მო­ახ­მა­რა, ასე ვფიქრობ (ი­ცი­ნის). ეს ხუმ­რო­ბით. არც ერ­თის და­დე­ბი­თი მხა­რე არ ვი­ცი, სამ­წუ­ხა­როდ. და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თი კვი­რა ვმუ­შა­ობთ თი­თო­ე­უ­ლი სტუმ­რის შეს­წავ­ლა­ზე.

- თუ გა­ი­გებ, რომ მე­უღ­ლე რა­მაზ ნო­ზა­ძე გღა­ლა­ტობს, რა რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- ამა­ზე არას­დროს მი­ფიქ­რი­ა, რა­მა­ზი მო­ღა­ლა­ტე ადა­მი­ა­ნი არ არის. თუ მი­ღა­ლა­ტა ე.ი. ჩე­მი უყუ­რადღ­ე­ბო­ბის გა­მო მო­იქ­ცა ასე. ქმა­რი პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით არის, მუდ­მი­ვად ყუ­რადღ­ე­ბა სჭირ­დე­ბა, სულ უნ­და უთხ­რა, რომ გიყ­ვარს. ვა­ი მას, ვის­თა­ნაც მი­ღა­ლა­ტებს (ი­ცი­ნის), თვა­ლის­ და­უ­ხამ­ხა­მებ­ლად გა­მოვ­ჭრი ყელს.

- ჯო­ნი დეპ­მა რომ მი­გიწ­ვი­ოს ვახ­შამ­ზე, და­თან­ხმდე­ბი?

- ჩემს ქმარს ვე­რა­ვინ შე­ედ­რე­ბა. არც ის მო­მე­წო­ნე­ბა, ჩე­მი ქმა­რი მო­ნი­კა ბე­ლუ­ჩის­თან რომ წა­ვი­დეს. რო­ცა რა­ღა­ცას აკე­თებ, უნ­და იფიქ­რო, იგი­ვე მოქ­მე­დე­ბა შე­ნი მე­ო­რე ნა­ხევ­რის­გან თუ მო­გე­წო­ნე­ბა და ამის მი­ხედ­ვით იმოქ­მე­დო.

- კო­ბა ხა­ბაზ­მა სე­რე­ნა­და რომ გიმ­ღე­როს, რა რე­აქ­ცია გექ­ნე­ბა?

- კო­ბას ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ და ბევრს ვი­ცი­ნებ, ეს თუ მოხ­დე­ბა.

- შე­ნი აზ­რით, ვინ იყო წი­ნა ცხოვ­რე­ბა­ში ნუგ­ზარ წიკ­ლა­უ­რი?

- ალ­ბათ, "სტა­რაია დე­ვა", რად­გან მუდ­მი­ვად გამ­წა­რე­ბუ­ლი, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი და ცხოვ­რე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო გა­მო­დის ტე­ლე­ე­თე­რით.

- წარ­მო­იდ­გი­ნე, თეა თუთ­ბე­რი­ძეს­თან ერ­თად უკაც­რი­ელ კუნ­ძულ­ზე მოხ­ვდი, გაქვს გა­დარ­ჩე­ნის ერ­თი შან­სი - ან უნ­და დარ­ჩე კუნ­ძულ­ზე, ან თეა თუთ­ბე­რი­ძე ჩა­აგ­დო ნი­ან­გებ­ში, რო­მელ გზას აირ­ჩევ?

- თე­ას, რო­გორც ჩე­მი რე­ლი­გი­ის შე­უ­რაცხ­მყო­ფელს, ნი­ან­გე­ბის­თვის გა­ვი­მე­ტებ­დი, მაგ­რამ ვიმედოვნებ, ეს არას­დროს მოხ­დე­ბა.

ფსიქოლოგის დასკვნა

ფსი­ქო­ლო­გი ლე­ვან ოდი­შა­რი­ა: - ძა­ლი­ან ერ­თგუ­ლი ადა­მი­ა­ნი­ა, არ უყ­ვარს ჭო­რა­ო­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება