პროექტის "მისია სტუდენტი. ვის უნდა სწავლა უკრაინაში?" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პროექტის "მისია სტუდენტი. ვის უნდა სწავლა უკრაინაში?" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

პროექტ "მისია სტუდენტი. ვის უნდა სწავლა უკრაინაში?" გამარჯვებულები გამოვლინდნენ. როგორც "ამბები.გე"-ს პროექტის ორგანიზატორებმა აცნობეს, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის უფროსკლასელებს უნიკალური შანსი ეძლევათ, სწავლა უკრაინაში გააგრძელონ.

ინტელექტუალური ტელეშოუს კასტინგებში 200-ზე მეტმა ქართველმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. შერჩევა მიმდინარეობდა ქვეყნის ორ ყველაზე დიდ ქალაქში - თბილისსა და ქუთაისში, სადაც ინტელექტუალური შესაძლებლობების გამოვლენის მსურველებმა თავი მთელი საქართველოდან მოიყარეს.

სატელევიზიო პროექტ "მისია სტუდენტის" მეორე სეზონში მონაწილეობის მისაღებად შეირჩნენ ყველაზე გონებამახვილი და მიზანდასახული ქართველი უფროსკლასელები. კასტინგების დროს 11-12 კლასის მოსავლეებმა შეასრულეს ტესტი ცოდნის, ლოგიკისა და ერუდიციის გამოსავლენად, გაიარეს გასაუბრება კასტინგ-ჯგუფთან და აჩვენეს კამერების წინ მუშაობის უნარი.

ტელეშოუს კასტინგის ხელმძღვანელის, დარია კატელნიცკას განცხადებით, მოსწავლეებს წინ კიდევ ერთი სერიოზული ტური ელით, რომელთა გამარჯვებულები უკვე უკრაინაში გაემგზავრებიან ტელეშოუში მონაწილეობის მისაღებად.

დარია კატელნიცკა - საქართველოში პროექტ "მისია სტუდენტის" ჯგუფს ძალიან თბილად და ნაქები ქართული სტუმარ-მასპინძლობით დაგვხვდნენ. სასიამოვნოა ის, რომ უფროსკლასელები ასე დააინტერესა პროექტ "მისია სტუდენტმა" და უკრაინაში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობამ. წინ ახლა ყველაზე რთული გველის - შევარჩიოთ საუკეთესოთა შორის საუკეთესონი.

სულ მალე 40 ყველაზე გამორჩეული და ერუდირებული მოსწავლე ტელეშოუს გადაღებებში მონაწილეობის მისაღებად მივიწვიეთ, შოუ კიევში, ოქტომბერში გაიმართება. უკრაინაში მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, გაეცნონ არა მხოლოდ განათლების სისტემას, არამედ მდიდარ უკრაინულ კულტურასაც. შოუს ტელეეკრანებზე ნოემბრის დასაწყისში ტელეარხ იმედის ეთერში იხილავთ.

"მისია სტუდენტი" უნიკალური ტელეპროექტია, რომელშიც საქართველოს საუკეთესო ერუდიტები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს მთავარი პრიზის - უკრაინის ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლო დაწესებულებაში განათლების მიღების გრანტის მოსაპოვებლად.

ინტელექტუალური ტელეშოუ "მისია სტუდენტი" პროექტ Education in Ukraine-ს შემადგენელი ნაწილია, რომელიც საქართველოში წელს პირველად ტარდება.

პროექტი "განათლება უკრაინაში" უკრაინის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამმართველო სფეროში შემავალი სს "საინფორმაციო-საიმიჯო ცენტრის" დაკვეთით მიმდინარეობს. პროექტში ჩართულია საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ბილიკის", საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა "დავითიანნის", შპს "კინგსის", "განათლებისა და მართვის გუნდისა" და სრულიად უკრაინის საზოგადოებრივი გაერთიანება "გეორგიას" წარმომადგენლები. პროექტის შემსრულებელია კომპანია Euromedia.

გიორგი ბერიძე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია