"ცრუ ტერორისტებს მითითებებს აგენტები აძლევენ"

"ცრუ ტერორისტებს მითითებებს აგენტები აძლევენ"

17 სექ­ტემ­ბრის მდგო­მა­რე­ო­ბით, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 11 ცრუ ტე­რო­რის­ტუ­ლი შეტყ­ო­ბი­ნე­ბა და­ფიქ­სირ­და. 2-ჯერ "რუს­თა­ვი 2"-ში, 3-ჯერ პარ­ლა­მენ­ტში, 3-ჯერ "ი­მედ­ში", ერთხელ "მა­ეს­ტრო­ში", ერთხელ აე­რო­პორ­ტში, ერთხელ ხა­შურ­ში, "პროკ­რე­დიტ­ბან­კის" ფი­ლი­ალ­ში.

თით­ქმის დღე არ გა­ვა, 112-ში (სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრი) ზა­რი არ შე­ვი­დეს შეტყ­ო­ბი­ნე­ბით - "შე­ნო­ბა­ში ბომ­ბი­ა!" სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი საქ­მეს რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ხსნი­ან და დგინ­დე­ბა, რომ ფსევ­დო­ტე­რო­რის­ტე­ბი უმე­ტე­სად არას­რულ­წლოვ­ანე­ბი არი­ან. 12 სექ­ტემ­ბრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე, რამ­დენ­ჯერ­მე მოხ­და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ევა­კუ­ა­ცია ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი-­2"-დან, "ი­მე­დი­დან", აე­რო­­პორ­ტი­დან, ბან­კე­ბი­დან, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბი­დან... გუ­შინ მათ რიცხვს "მა­ეს­ტრო" შე­ე­მა­ტა. აღ­ძრუ­ლია რამ­დე­ნი­მე საქ­მე ტე­რო­რიზ­მის შე­სა­ხებ ცრუ შეტყ­ო­ბი­ნე­ბის ბრალ­დე­ბით. ცრუ გან­გა­შით გა­თა­მა­მე­ბუ­ლი და აფეთ­ქე­ბას გა­დარ­ჩე­ნი­ლი ერ­თ-ერ­თი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამას წი­ნათ ხუმ­რობ­დნენ, დღეს ევა­კუ­ა­ცია რო­მელ სა­ათ­ზე გვაქ­ვსო. ტე­რო­რიზ­მის შე­სა­ხებ ცრუ შეტყ­ო­ბი­ნე­ბის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო, რო­მელ­მაც კა­ნო­ნის ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია და­ი­სა­ხა მიზ­ნად, კა­ნო­ნის გამ­კაც­რე­ბა­ზე ალა­პა­რაკ­და. ამი­ე­რი­დან კა­ნო­ნი მსგავ­სი და­ნა­შა­უ­ლის­თვის 5-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს.

კა­ხა კა­ხიშ­ვი­ლი, ექ­სპერ­ტი, იუ­რის­ტი:

- რო­გორც სის­ხლის სა­მარ­თლის სპე­ცი­ა­ლისტს, ადა­მი­ანს, რო­მელ­საც გა­მო­ძი­ე­ბას­თა­ნაც მქონ­და შე­ხე­ბა, მიჩ­ნდე­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭ­ვი, რომ რო­დე­საც მოკ­ლე დრო­ში ერ­თი სა­ხის და­ნა­შა­უ­ლი მე­ორ­დე­ბა, ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, იკ­ვე­თე­ბა სის­ტე­მუ­რი ნიშ­ნე­ბი. ამავ­დრო­უ­ლად, იბა­დე­ბა კითხ­ვე­ბი: ასე­თი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლის მომ­ზა­დე­ბა ან წა­ქე­ზე­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად ხომ არ ხდე­ბა? ეს მუხ­ლი არ მი­ე­კუთ­ვნე­ბა არც მძი­მე და არც გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ტიპს (ით­ვა­ლის­წი­ნებს 3 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას, ისიც, უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში). გარ­და ამი­სა, ასე­თი ტი­პის და­ნა­შა­ულს რა­ტომ­ღაც, ძი­რი­თა­დად არას­რულ­წლოვ­ანე­ბის სჩა­დი­ან მა­შინ, რო­ცა ისი­ნი, ფაქ­ტობ­რი­ვად, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ამა­ზე პა­სუხს ვერ აგე­ბენ. ხომ არ ხდე­ბა ეს გარ­კვე­უ­ლი ანაზღ­ა­უ­რე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე? ღრმად ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან ძნე­ლი იქ­ნე­ბა ამის დად­გე­ნა, რადგან ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც დგა­ნან და­ნა­შა­უ­ლის უკან, გა­მოც­დი­ლე­ბა ექ­ნე­ბათ და ასე პირ­და­პირ პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბით და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნებ­თან არ მი­ვი­დოდ­ნენ. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, ყვე­ლა­ფე­რი და­ად­გი­ნოს გა­მო­ძი­ე­ბამ და ჩვენ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა და ზუს­ტა­დაც გა­მოკ­ვე­თონ ის ჯაჭ­ვი, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა არ­სე­ბობ­დეს.

- სა­ინ­ტე­რე­სო­ა, ვინ ან რა ჯგუ­ფი შე­იძ­ლე­ბა იდ­გეს ამ პრო­ვო­კა­ცი­ის უკან და რა მი­ზა­ნი უნ­და ამოძ­რა­ვებ­დეთ...

- თუ ლო­გი­კუ­რად ვიმ­სჯე­ლებთ, ასე­თი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლი ხელს უნ­და აძ­ლევ­დეს მათ, ვინც გარ­კვე­ულ პო­ლი­ტი­კურ დი­ვიდე­ნ­დებს იღე­ბს ამ კუთხ­ით. ამ შემ­თხვე­ვა­ში დი­ვი­დენ­დებს იღებს "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", რომ­ლის ლი­დე­რე­ბიც აცხ­ა­დე­ბენ, რომ თურ­მე ქვე­ყა­ნა ქა­ოს­ში­ა, ვერ იმარ­თე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის პი­რო­ბებ­ში მათ­თვის ხელ­საყ­რე­ლი­ა. ვფიქ­რობ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი­ა, თვი­თონ შსს-მ გა­მოკ­ვე­თოს თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ბრა­ლე­უ­ლო­ბის სა­კითხ­ი, რად­გან ეს არ არის მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ფა­სე­ბის სა­გა­ნი. იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც დგა­ნან ამ და­ნა­შა­უ­ლის უკან, აღარ უნ­და გა­უჩ­ნდეთ ასე­თი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლის მომ­ზა­დე­ბისა და წა­ქე­ზე­ბის სურ­ვი­ლი. გარ­და ამი­სა, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ უნ­და იცო­დეს მა­თი ვი­ნა­ო­ბა.

- გა­მო­რიცხ­ავთ, რომ შე­საძ­ლოა ეს ქმე­დე­ბა სწო­რედ შსს-ს დის­კრე­დი­ტა­ცი­ა­სა და მის ეფექ­ტურ მუ­შა­ო­ბა­ში ეჭ­ვის შე­ტა­ნას ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს, მი­ზა­ნი კი იყოს, დამ­კვიდ­რდეს აზ­რი, რომ ქვე­ყა­ნა­ში კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა კონ­ტროლს აღარ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა?

- ამ და­ნა­შა­უ­ლის უკან დგა­ნან ზრდას­რუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი, რო­მელ­თაც დი­დი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ და შსს-ს შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც ძა­ლი­ან კარ­გად იცი­ან, ვი­ნა­ი­დან წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თვი­თონ მარ­თავ­დნენ ამ სის­ტე­მას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლო­ა, შსს-ს გა­უ­ჭირ­დეს კი­დეც ამ ჯაჭ­ვის შეკ­ვრა, რადგან არ მგო­ნი­ა, რა­ი­ო­ნუ­ლი პარ­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­დან იძ­ლე­ოდ­ნენ ასე­თ მი­თი­თე­ბებს. აქ იმუ­შა­ვე­ბენ აგენ­ტე­ბი, გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბი... სე­რი­ო­ზუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი მუ­შა­ო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს ასე­თი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლის ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა მხრი­და­ნაც. წე­სით, შსს-ს უნ­და ეყოს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი, გა­მოკ­ვე­თოს ყვე­ლა­ფე­რი, ვი­ნა­ი­დან სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ეს იქ­ნე­ბა მხო­ლოდ და მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი და თუ გან­ცხა­დე­ბე­ბი არ და­დას­ტურ­დე­ბა, ეს ისევ და ისევ იმ პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დის წის­ქვილ­ზე და­ას­ხამს წყალს, რომ­ლის მი­მარ­თაც სა­ფუძ­ვლი­ა­ნი კითხ­ვე­ბი ჩნდე­ბა.

- პარ­ლა­მენ­ტი უკ­ვე მსჯე­ლობს ცრუ შეტყ­ო­ბი­ნე­ბის გავ­რცე­ლე­ბის შე­სა­ხებ მუხ­ლის გამ­კაც­რე­ბა­ზე...

- კა­ნონ­მდე­ბე­ლი უნ­და და­ფიქ­რდეს ისეთ სან­ქცი­ა­ზე, რო­მე­ლიც ასე­თი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის სურ­ვილს გა­აქ­რობს. ამავ­დრო­უ­ლად, ასა­კობ­რი­ვი ზღვა­რიც უნ­და იყოს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, სა­უ­ბა­რი იყო იმა­ზე, რომ მა­ტე­რი­ა­ლურ ზი­ანს არას­რულ­წლო­ვან­თა მშობ­ლე­ბი აა­ნაზღ­ა­უ­რე­ბენ. რო­გორც კად­რებს და­ვაკ­ვირ­დი, და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი არას­რულ­წლო­ვა­ნები, ძი­რი­თა­დად, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი ოჯა­ხე­ბი­დან არი­ან, ამი­ტომ აქაც კარ­გად უნ­და და­ფიქ­რდეს პარ­ლა­მენ­ტი და ისე უნ­და ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს მუხ­ლის რე­დაქ­ცი­ა, რომ მას ჰქონ­დეს შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ეფექ­ტი. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია მი­ვი­ღოთ ისე­თი ვი­თა­რე­ბა, რო­დე­საც, ერ­თი მხრივ, სან­ქცია გამ­კაც­რდე­ბა, მაგ­რამ, მე­ო­რე მხრივ, უბ­რა­ლოდ, ის გახ­დე­ბა არაქ­მე­დი­თი იმ კა­ტე­გო­რი­ის­თვის, რომ­ლე­ბიც ჩა­ი­დე­ნენ ამ და­ნა­შა­ულს და ვერ და­ის­ჯე­ბი­ან.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა