მამუკა არეშიძე - "ცრუ შეტყობინებები არ იყო შემთხვევითი"

მამუკა არეშიძე - "ცრუ შეტყობინებები არ იყო შემთხვევითი"

ბოლო დღეებში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გახშირდა. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე დარწმუნებულია, რომ ტერორისტული აქტის შესახებ ზედიზედ რამდენიმე ცრუ შეტყობინება სულაც არ იყო შემთხვევითი. ეს აზრი მოქალაქეებმა არც მას შემდეგ შეიცვალეს, რაც შსს-მ ცრუ შეტყობინების ავტორები დააკავა. ექსპერტმა მამუკა არეშიძემ ამ თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა.

"მეც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ზედიზედ სამი ცრუ შეტყობინება არ იყო შემთხვევითი. სხვათა შორის, გავრცელდა ვერსია, რომ ამას თავად შსს აკეთებს, რათა მოსახლეობა მუდმივად დაძაბული იყოსო. ამ ვერსიის გავრცელებაც ვიღაცას აძლევდა ხელს. დასადგენია ყველაფერი. თუ გაირკვა, რომ ცრუ ტერორიზმის უკან შსს-ს რომელიმე თანამშრომელი დგას, დარწმუნებული ვარ, ამას ის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დავალებით გააკეთებდა", - აცხადებს ექსპერტი.

მოქმედი კანონმდებლობით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ამ ინციდენტების შემდეგ შსს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებაზე კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოვიდა.

იხილეთ ბმული

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ