ფინქი წლის ქალი გახდა

ფინქი წლის ქალი გახდა

მუსიკალურმა ჟურნალმა Billboard-მა მომღერალ ფინქს "წლის ქალის" წოდება მიანიჭა. მომღერალს ჯილდოს 10 დეკემბერს საზეიმო ცერემონიაზე გადასცემენ.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფინქის ალბომი The Truth About Love პირველად მომღერლის კარიერაში Billboard 200-ს ლიდერობს. გარდა ამისა, 2013 წელს სიმღერა Just Give Me a Reason ფინქის მეოთხე ნამუშევარი გახდა, რომელიც ჟურნალ Billboard-ის Hot 100-ეულის სათავეში მოექცა.

კარიერის მანძილზე ფინქმა დაახლოებით 40 მლნ ალბომი და ინტერნეტში 20 მლნ სიმღერა გაყიდა.

ჟურნალ Billboard-ის "წლის ქალები" წინა წლებში ბიონსე, ტეილორ სვიფტი და ფერჯი გახდნენ. 2012 წელს ეს ტიტული კეტი პერის ერგო.

მომზადებულია Billboard-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება