პირველი Samsung Note 3 უკვე საქართველოშია

პირველი Samsung Note 3 უკვე საქართველოშია

17 სექტემბერს კომპანია Samsung-ი თბილისში ინოვაციური ტექნოლოგიის ფლაგმანს - Samsung Galaxy Note 3-ის საქართველოში პირველ ეგზემპლარს წარმოადგენს. პრეზენტაცია მედიის წარმომადგენლებისთვის 17 სექტემბერს, 12:00 საათზე სამსუნგის მაღაზიაში, ჭავჭავაძის N48-ში გაიმართება.

Samsung Galaxy Note 3-ის სადემონსტრაციო მოდელის დათვალიერება, ფუნქციების გაცნობა და წინასწარი შეკვეთა, მომხმარებელს 17 სექტემბრიდან შეეძლება, ხოლო ოფიციალურ გაყიდვაში Samsung Galaxy Note 3 27 სექტემბრიდან შემოვა.

ახალი ფლაგმანი მოდელის - Samsung Galaxy Note 3-ის პრეზენტაცია, რამოდენიმე დღის წინ ბერლინში მოეწყო. კომპანიის მენეჯმენტში აცხადებენ, რომ აღნიშნული მოდელი მძლავრია, მდიდარია თავისი შესაძლებლობებით და შესაბამისად საკმაოდ ძვირადღირებულია.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, Samsung-ი მომხმარებელს წინასწარი შეკვეთის შესაძლებლობას სთავაზობს. ყველა, ვინც 17-დან 26 სექტემბრის ჩათვლით Samsung Galaxy Note 3-ის წინასწარ შეკვეთას განახორციელებს, მიიღებს:

• 100 %-იან ფასდაკლების ბარათს - Samsung Galaxy Note 3-ის 150 ლარის ღირებულების აქსესუარზე. აღნიშნული აქსესუარი - S-View Cover არის განახლებული, მრავალფუნქციური და უფრო დახვეწილი, რითაც ძალზედ აადვილებს და უფრო მოსახერხებელს ქმნის სმართფონის მოხმარებას.

• რაც მთავარია, მომხმარებელი დასაჩუქრდება 50%-იანი ფასდაკლების ბარათით 599 ლარის ღირებულების Galaxy Note 3-ის ინოვაციურ საათის ტიპის "Galaxy Gear” აქსესუარზე, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი შეძლებს ზარის განხორციელებას, ფოტო და ვიდეო გადაღებას, ელ-ფოსტის შემოწმებას, sms შეტყობინების წაკითხვას და მრავალი სხვა. "ბარათის" მისაღებად - საჭიროა, რომ მომხმარებელმა განათავსოს წინასწარი შეკვეთა Galaxy Note 3-ზე" - აცხადებენ "სამსუნგში".

Samsung-ის წინამორბედ Note-ებთან შედარებით, Galaxy Note 3-ს, ფუნქციურ უპირატესობებთან ერთად, აქვს კალმით სარგებლობის გაუმჯობესებული ფუნქციები და განსხვავებული უკანა ზედაპირი.

საქართველოში Samsung-ის პირველი ოფიციალური მაღაზია აგვისტოში გაიხსნა. კომპანია Samsung-ი 1938 წელს შეიქმნა და სადღეისოდ, ელექტროტექნიკის მწარმოებელ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი