სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნიკა გრიგოლია ''რუსთავი 2'' -ზე ახალ გადაცემას იწყებს
ნიკა გრიგოლია ''რუსთავი 2'' -ზე ახალ გადაცემას იწყებს

იუ­მო­რის­ტი ნიკა გრი­გო­ლია უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა, ეკ­რა­ნი­დან გა­უ­ჩი­ნარ­და. მი­ზე­ზი ძველ გუნდთან კონ­ფლიქ­ტი გახ­და. მა­შინ ამ თე­მა­ზე ბევ­რი და­ი­წე­რა და ამი­ტომ მი­ზე­ზე­ბის მო­ყო­ლით თავს აღარ შე­გა­წყენთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "კო­მე­დი ჯგუფს" და­ემ­შვი­დო­ბა, სხვა კო­ლე­გე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, კონ­კუ­რენტ არხზე არ გა­და­უ­ნაც­ვლია. რო­გორც ჩანს, "რუს­თა­ვი 2" -ს ვერ ელე­ვა და ამა­ში დავ­რწმუნ­დით, რო­დე­საც ნი­კას მის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­რი­გი ჭო­რის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად და­ვუ­რე­კეთ.

- ნიკა, გა­ვი­გეთ, რომ ახა­ლი სე­ზო­ნი­დან "რუს­თა­ვი 2" -ზე ახა­ლი გა­და­ცე­მით ბრუნ­დე­ბი...

- ჯერ­ჯე­რო­ბით რა­ღა­ცე­ბი ბო­ლომ­დე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ არის, ამი­ტომ არ ვა­კონ­კრე­ტებ, მერე რომ არ გა­მო­ვი­დეს?!. "რუს­თა­ვი 2" -ის ახალ სე­ზონ­ზე პრო­ექ­ტის­თვის ვემ­ზა­დე­ბი, თუმ­ცა რა ფორ­მით გა­ვალთ ეთერ­ში, ამას ვერ გე­ტყვით.

- და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­ა­კე­თებ გა­და­ცე­მას, თუ ისევ ძველ გუნდს და­უბ­რუნ­დე­ბი?

- თუ გა­ინ­ტე­რე­სებთ, ძველ "კა­მან­დას­თან" ერ­თად არ ვიქ­ნე­ბი. ეს იქ­ნე­ბა გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მა.

- სხვა არხზე შენი გა­დას­ვლის ჭორი არ გა­მარ­თლდა.

- მად­ლო­ბა იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც სხვა არ­ხე­ბი­დან მი­რე­კა­ვენ და რა­ღა­ცებს მთა­ვა­ზო­ბენ. გუ­ში­ნაც და­მი­რე­კეს კონ­კრე­ტუ­ლი იდე­ით. "ჯი­დი­ე­სი­და­ნაც" მე­გობ­რე­ბი შე­მეხ­მი­ან­ნენ. გე­ცო­დი­ნე­ბათ, რომ იქ ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს, მაგ­რამ სი­მარ­თლე რომ გი­თხრათ, "რუს­თა­ვი 2" -დან მო­შო­რე­ბა არ მინ­და, ვფიქ­რობ, რომ მე და ის ისევ ვი­მე­გობ­რებთ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ნიკა გრიგოლია ''რუსთავი 2'' -ზე ახალ გადაცემას იწყებს

ნიკა გრიგოლია ''რუსთავი 2'' -ზე ახალ გადაცემას იწყებს

იუმორისტი ნიკა გრიგოლია უკვე რამდენიმე თვეა, ეკრანიდან გაუჩინარდა. მიზეზი ძველ გუნდთან კონფლიქტი გახდა. მაშინ ამ თემაზე ბევრი დაიწერა და ამიტომ მიზეზების მოყოლით თავს აღარ შეგაწყენთ. მიუხედავად იმისა, რომ ''კომედი ჯგუფს'' დაემშვიდობა, სხვა კოლეგებისგან განსხვავებით, კონკურენტ არხზე არ გადაუნაცვლია. როგორც ჩანს, ''რუსთავი 2'' -ს ვერ ელევა და ამაში დავრწმუნდით, როდესაც ნიკას მის შესახებ გავრცელებული მორიგი ჭორის გადასამოწმებლად დავურეკეთ.

- ნიკა, გავიგეთ, რომ ახალი სეზონიდან ''რუსთავი 2'' -ზე ახალი გადაცემით ბრუნდები...

- ჯერჯერობით რაღაცები ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის, ამიტომ არ ვაკონკრეტებ, მერე რომ არ გამოვიდეს?!. ''რუსთავი 2'' -ის ახალ სეზონზე პროექტისთვის ვემზადები, თუმცა რა ფორმით გავალთ ეთერში, ამას ვერ გეტყვით.

- დამოუკიდებლად გააკეთებ გადაცემას, თუ ისევ ძველ გუნდს დაუბრუნდები?

- თუ გაინტერესებთ, ძველ ''კამანდასთან'' ერთად არ ვიქნები. ეს იქნება გასართობი გადაცემა.

- სხვა არხზე შენი გადასვლის ჭორი არ გამართლდა.

- მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც სხვა არხებიდან მირეკავენ და რაღაცებს მთავაზობენ. გუშინაც დამირეკეს კონკრეტული იდეით. ''ჯიდიესიდანაც'' მეგობრები შემეხმიანნენ. გეცოდინებათ, რომ იქ ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ სიმართლე რომ გითხრათ, ''რუსთავი 2'' -დან მოშორება არ მინდა, ვფიქრობ, რომ მე და ის ისევ ვიმეგობრებთ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები