ოჯახში შვილის დაბადება ყველაზე დიდი ბედნიერებაა, განსაკუთრებით პირველი ბავშვის.
სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ოჯახში დაბადებულ პირველ ბავშვებს გაცილებით მეტი ფოტოსურათი და ვიდეო აქვთ, ვიდრე მეორე, მესამე ან მეოთხე დედმამიშვილს. ფსიქოლოგები ამას იმ ფაქტით ხსნიან, რომ ახალბედა მშობელი ცდილობს, პირველი შვილის ნებისმიერი ნაბიჯი დაიხსომოს და აღბეჭდოს.
ფოტოსტუდია Venture Photography-ს ხელმძღვანელობამ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში 2000-ზე მეტი დედა გამოკითხა და დაინტერესდა, რა ინტენსივობით უღებენ შვილებს ფოტოსურათებს. გამოკითხულთა 91%-მა აღიარა, რომ პირველი შვილის შეძენისას ყველგან - პარკში, საძინებელში, თუ სააბაზანოში ცალ ხელში ფოტოაპარატი, ან ვიდეოკამერა ეჭირა, რათა შვილის განვითარების ყველა დეტალი გადაეღოთ, მაგრამ მეორე, ან მესამე ბავშვზე მსგავსი მოთხოვნილება არ გასჩენიათ.
"ყველა მათგანმა თქვა, რომ პირველი შვილის ნებისმიერ ნაბიჯს აფიქსირებდა", - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი რიჩარდ მაიფილდი.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.