მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ფასიანი გახდა

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ფასიანი გახდა

თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის რესპუბლიკურ სასახლეში მოსწავლეებისთვის რეგისტრაცია ფასიანი გახდა. თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის , ქეთევან ფეიქრიშვილის ინფორმაციით, სასახლეში არსებულ წრეებში ჩასარიცხად და სარეგისტრაციოდ მშობელს 50 ლარის გადახდა მოუწევს. თუმცა აღნიშნული თანხიდან 20 ლარის გადახდა სასურველი წრის არჩევისთანავე უნდა მოხდეს, ხოლო დანარჩენი 30 ლარის გადახდა სასწავლო წლის განმავლობაში ეტაპობრივად იქნება შესაძლებელი, ანუ თვეში მშობელს 5 ლარის გადახდა მოუწევს.

თუ სასახლეში მშობელი მეორე შვილსაც მიიყვანს, ამ შემთხვევაში, მეორე ბავშვისთვის გადასახადი 50 პროცენტით შემცირდება, მესამე შვილი კი უფასოდ ისწავლის. ასევე შეღავათები ვრცელდება ტყუპებზე.

ქეთევან ფეიქრიშვილის ინფორმაციით, რეგისტრაციიდან შემოსული ფინანსები სრულად პედაგოგთა ხელფასებს მოხმარდება.

ფეიქრიშვილის ინფორმაციით, რეგისტრაციაზე და რამდენიმე წრეზე საფასურის დაწესება მწირმა სახელმწიფო ბიუჯეტმა გამოიწვია, რომლის როდენობა ყოველწიურად 1 მილიონ 500 ათასი ლარია, რასაც სასახლე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროდან იღებს.

"ვინაიდან ჩვენ ვართ სიპი სახელმწიფომ დაგვაკისრა ის ვალდებულება, რომ გარდა საბიუჯეტო სახსრებისა, ჩვენ გარკვეულწილად, უნდა მოვახერხოთ და მოვიპოვოთ თანხები სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის არის ერთ-ერთი მშობლის მხრიდან თანადაფინანსება", - განაცხადა ქეთევან ფეიქრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, სწავლის ყოველთვიური გადასახადი დადგინდა ქორეოგრაფიის, ვოკალის, სახვითი ხელოვნების, ჭადრაკისა და კალათბურთის წრეებზე და ყოველთვიური გადასახადი 25-დან 50 ლარმდე იქნება.

ქორეოგრაფიული წრიდან სტუდიაში გადასულ მოსწავლეს საფასურის გადახდა აღარ მოუწევს.

თავად სხვადასხვა წრეზე რეგისტრაციის პროცესი სასახლის შესასვლელში ხდება, სადაც მშობლები უკმაყოფილებას ვერ მალავენ გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მშობლები აცხადებენ, თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე დიდი შეღავათი იყო მათთვის, რადგან ბავშვები უფასოდ ეუფლებოდნენ სახელოვნებო თუ შემეცნებით დისციპლინებს.

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგთა ნაწილი უკმაყოფილოა გადასახადის დაწესებით. ისინი აცხადებენ, რომ დირექტორის მიერ დანიშნულ თათბირებზე მხოლოდ ახალი კადრები ხვდებიან.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია