სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დღეს 13 და პარასკევია: დაუჯერებელი ფაქტები თუ საბედისწერო დამთხვევები?
დღეს 13 და პარასკევია: დაუჯერებელი ფაქტები თუ საბედისწერო დამთხვევები?

"პა­რას­კე­ვი, 13 რი­ცხვი" ბევ­რს ში­შის ზარს სცემს, ზო­გი­ერ­თი ამ დღეს გა­ფა­ცი­ცე­ბუ­ლია რა­ღაც უჩ­ვე­უ­ლოს მო­ლო­დინ­ში. მხო­ლოდ ზო­გი­ერ­თი ბედ­ნი­ე­რი ცხოვ­რობს ისე, რომ არც ამ­ჩნევს რი­ცხვი­სა და კვი­რის დღის "სა­ბე­დის­წე­რო" დამ­თხვე­ვას, ან მო­უთ­მენ­ლად ელის, რად­გან თვლის, რომ ეს სა­უ­კე­თე­სო კომ­ბი­ნა­ცი­აა...

გთა­ვა­ზობთ "სა­ბე­დის­წე­რო" პა­რას­კევს, 13 რი­ცხვში მომ­ხდარ რამ­დე­ნი­მე უც­ნა­ურ, გახ­მა­უ­რე­ბულ მოვ­ლე­ნას.

  • ვირუ­სი "პა­რას­კე­ვი, 13 რი­ცხვი"

1989 წლის 13 იან­ვარს ვირუსს, რო­მელ­მაც დიდი ბრი­ტა­ნე­თის ასო­ბით კომ­პი­უ­ტე­რი გა­მო­იყ­ვა­ნა მწყობ­რი­დან "პა­რას­კე­ვი, 13" უწო­დეს. მა­შინ ამ მოვ­ლე­ნამ ნამ­დვი­ლი პა­ნი­კა გა­მო­იწ­ვია, რად­გან ამ მო­მენ­ტამ­დე ინ­გლი­სე­ლე­ბი არა­სო­დეს გა­დაყ­რი­ან კომ­პი­უ­ტე­რულ ვირუ­სებს. სა­მა­გი­ე­როდ, ამ ფაქ­ტმა სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა ან­ტი­ვირუ­სუ­ლი ინ­დუსტრი­ის აქ­ტი­უ­რად და­ნერგვას.

  • გა­ნა­ჩე­ნი ჩი­კა­გოს მა­ფი­ოზს

1931 წლის 13 ივ­ლისს დიდი ძა­ლის­ხმე­ვი­სა და ძებ­ნის შემ­დეგ ბო­ლოს და ბო­ლოს და­ა­კა­ვეს და 10 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს ალ­ფონ­სო გაბ­რი­ელ კა­პო­ნეს, უფრო ცნო­ბილს, რო­გორც მა­ფი­ოზ ალ კა­პო­ნეს.

ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ის არის, რომ ალ კა­პო­ნე მა­ფი­ო­ზუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის კი არა, გა­და­სახ­დე­ლე­ბის და­მალ­ვის­თვის გა­ა­სა­მარ­თლეს. ალ­ფონ­სო და­პა­ტიმ­რე­ბი­დან 16 წლის შემ­დეგ პნევ­მო­ნი­ით გარ­და­იც­ვა­ლა.

  • ჰევი-მე­ტა­ლის და­ბა­დე­ბა

1979 წლის 13 თე­ბერ­ვალს ჯგუფ­მა "Black Sabbath" იმა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის ალ­ბო­მი გა­მო­უშ­ვა. ამ მოვ­ლე­ნამ მძი­მე მე­ტა­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას ჩა­უ­ყა­რა სა­ფუძ­ვე­ლი.

სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია, რომ ჯგუ­ფი წლე­ბის მან­ძილ­ზე IGN Music-ის (ტოპ 25 Metal Alboms) სი­ა­ში სტა­ბი­ლუ­რად მე-13 ად­გილს ინარ­ჩუ­ნებ­და. ამ ჯგუ­ფის პრაქ­ტი­კუ­ლად მთე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბა ოკულ­ტუ­რი თე­მა­ტი­კით არის გა­ჯე­რე­ბუ­ლი.

  • Costa Condordia-ს კა­ტას­ტრო­ფა

2012 წლის 13 იან­ვარს იტა­ლი­ის სა­ნა­პი­რო­ებ­თან ლა­ი­ნე­რი Costa Condordia რიფს შე­ე­ჯა­ხა და ფსკე­რის­კენ და­ეშ­ვა. მის ბორტზე 4234 მგზავ­რი იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­თა­გან 30 და­ი­ღუ­პა, 2 უგზო-უკვლოდ და­ი­კარ­გა, ხოლო რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი სე­რი­ო­ზუ­ლად და­შავ­და.

ეს ხო­მალ­დი ყვე­ლა­ზე დიდი იყო ამ კლა­სის ხო­მალ­დებს შო­რის და მა­ნაც კა­ტას­ტრო­ფა გა­ნი­ცა­და. სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია ის, რომ Costa Condordia-ს "ნათ­ლია" ცნო­ბი­ლი სუ­პერ­მო­დე­ლი ევა ჰერ­ცი­გო­ვა გახ­ლდათ, რო­მელ­მაც ლა­ი­ნე­რის "მო­ნათ­ვლი­სას" ვერ შეძ­ლო ბორტზე ტრა­დი­ცი­უ­ლად შამ­პა­ნუ­რის ბოთ­ლის გა­ტეხ­ვა, ეს კი მე­ზღვა­უ­რებ­სა და გემთმშე­ნებ­ლებ­ში ავის­მო­მას­წა­ვე­ბე­ლია... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

დღეს 13 და პარასკევია: დაუჯერებელი ფაქტები თუ საბედისწერო დამთხვევები?

დღეს 13 და პარასკევია: დაუჯერებელი ფაქტები თუ საბედისწერო დამთხვევები?

"პარასკევი, 13 რიცხვი" ბევრს შიშის ზარს სცემს, ზოგიერთი ამ დღეს გაფაციცებულია რაღაც უჩვეულოს მოლოდინში. მხოლოდ ზოგიერთი ბედნიერი ცხოვრობს ისე, რომ არც ამჩნევს რიცხვისა და კვირის დღის "საბედისწერო" დამთხვევას, ან მოუთმენლად ელის, რადგან თვლის, რომ ეს საუკეთესო კომბინაციაა...

გთავაზობთ "საბედისწერო" პარასკევს, 13 რიცხვში მომხდარ რამდენიმე უცნაურ, გახმაურებულ მოვლენას.

  • ვირუსი "პარასკევი, 13 რიცხვი"

1989 წლის 13 იანვარს ვირუსს, რომელმაც დიდი ბრიტანეთის ასობით კომპიუტერი გამოიყვანა მწყობრიდან "პარასკევი, 13" უწოდეს. მაშინ ამ მოვლენამ ნამდვილი პანიკა გამოიწვია, რადგან ამ მომენტამდე ინგლისელები არასოდეს გადაყრიან კომპიუტერულ ვირუსებს. სამაგიეროდ, ამ ფაქტმა საფუძველი ჩაუყარა ანტივირუსული ინდუსტრიის აქტიურად დანერგვას.

  • განაჩენი ჩიკაგოს მაფიოზს

1931 წლის 13 ივლისს დიდი ძალისხმევისა და ძებნის შემდეგ ბოლოს და ბოლოს დააკავეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ალფონსო გაბრიელ კაპონეს, უფრო ცნობილს, როგორც მაფიოზ ალ კაპონეს.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ ალ კაპონე მაფიოზური საქმიანობისთვის კი არა, გადასახდელების დამალვისთვის გაასამართლეს. ალფონსო დაპატიმრებიდან 16 წლის შემდეგ პნევმონიით გარდაიცვალა.

  • ჰევი-მეტალის დაბადება

1979 წლის 13 თებერვალს ჯგუფმა "Black Sabbath" იმავე სახელწოდების ალბომი გამოუშვა. ამ მოვლენამ მძიმე მეტალის მიმდინარეობის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი.

საინტერესო ფაქტია, რომ ჯგუფი წლების მანძილზე IGN Music-ის (ტოპ 25 Metal Alboms) სიაში სტაბილურად მე-13 ადგილს ინარჩუნებდა. ამ ჯგუფის პრაქტიკულად მთელი შემოქმედება ოკულტური თემატიკით არის გაჯერებული.

  • Costa Condordia-ს კატასტროფა

2012 წლის 13 იანვარს იტალიის სანაპიროებთან ლაინერი Costa Condordia რიფს შეეჯახა და ფსკერისკენ დაეშვა. მის ბორტზე 4234 მგზავრი იმყოფებოდა, რომელთაგან 30 დაიღუპა, 2 უგზო-უკვლოდ დაიკარგა, ხოლო რამდენიმე ათეული ადამიანი სერიოზულად დაშავდა.

ეს ხომალდი ყველაზე დიდი იყო ამ კლასის ხომალდებს შორის და მანაც კატასტროფა განიცადა. საინტერესო ფაქტია ის, რომ Costa Condordia-ს "ნათლია" ცნობილი სუპერმოდელი ევა ჰერციგოვა გახლდათ, რომელმაც ლაინერის "მონათვლისას" ვერ შეძლო ბორტზე ტრადიციულად შამპანურის ბოთლის გატეხვა, ეს კი მეზღვაურებსა და გემთმშენებლებში ავისმომასწავებელია... წაიკითხეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს