ჯულიანა მურის ქალიშვილი სამოდელო ბიზნესით დაინტერესდა

ჯულიანა მურის ქალიშვილი სამოდელო ბიზნესით დაინტერესდა

ჰოლივუდის ვარსკვლავის, 52 წლის ჯულიანა მურის ქალიშვილი 11 წლის ლივი სამოდელო ბიზნესით დაინტერესდა.

გოგონა დედას ხშირად სთხოვს, ჩვენებებსა და მოდის კვირეულებზე წაყვანას. ფოტოგრაფებმა დედა-შვილს ფოტო ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე გადაუღეს. მსახიობი ქალიშვილთან ერთად დიზაინერ რიდ კრაკოფის ახალ კოლექციას ესწრებოდა.

გოგონა დედის ასლია. მას დედის მსგავსად, წითური ლამაზი თმა და ცისფერი თვალები აქვს.

ჯულიანასთან ერთად ჩვენებაზე იმყოფებოდნენ მსახიობები ვუპი გოლდბერგი და დევიდ ჰესელჰოფი, ასევე ჟურნალ "ვოგის" რედაქტორი ანა ვინტური.

გოგონამ მამის მიერ გადაღებულ 2 ფილმში ეპიზოდური როლები შეასრულა. ფილმში "The Rebound" კი ლივის პარტნიორი ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავი კეტრინ ზეტა ჯონსი იყო. მსახიობსა და მის მეუღლეს რეჟისორ ბარტ ფრეინდლიხს ლივის გარდა, კიდევ ერთი შვილი - 15 წლის კალები ჰყავთ. ჯულიანა ამბობს, რომ მისთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ოჯახია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება