55 წლის შერონ სტოუნი მაკიაჟის გარეშე

55 წლის შერონ სტოუნი მაკიაჟის გარეშე

ჰოლივუდის მსახიობ 55 წლის შერონ სტოუნს მაკიაჟის გარეშე ქუჩაში გასვლა არ აშინებს. პაპარაცებმა ვარსკვლავს ფოტო ლოს-ანჯელესში გადაუღეს. მსახიობი სეირნობდა და ფოტოგრაფების დანახვამ ძალიან გაამხიარულა - ვარსკვლავი ფოტოგრაფებს თბილად მიესალმა და გაუღიმა.

სტოუნი კოლეგა მეგობრებისგან განსხვავებით პლასტიკურ ქირურგებს არ სწყალობს და სიამაყით აცხადებს, რომ გაყინულ სახეს ნაოჭებიანი, მეტყველი მზერა ურჩევნია. მსახიობს შავი ”ელასტიკი” და მაისური ეცვა.

შერონი ამბობს, რომ დღის განმავლობაში გემრიელ, ჯანსაღ პროდუქტს მიირთმევს და კვირაში რამდენიმე საათი სპორტდარბაზში ვარჯიშობს. ის საცურაო აუზის ხშირი სტუმარიცაა - მსახიობი თვლის, რომ ნებისმიერი ქალის მოშვებულ კუნთებს საცურაო აუზის აბონიმენტი უშველის.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება