სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დათო გორგილაძე: "წიგნების დაწვა ეროტიული პასაჟების გამო ხალხის სიბნელეზე მიუთითებს"
 დათო გორგილაძე: "წიგნების დაწვა ეროტიული პასაჟების გამო ხალხის სიბნელეზე მიუთითებს"

ბა­თუმ­ში, რამ­დე­ნი­მე წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­ში ერო­ტი­უ­ლი სცე­ნე­ბის გამო მკი­თხვე­ლე­ბამ­დე უელ­ბე­კი და კო­ე­ლიო არ მი­დის, არ იყი­დე­ბა აგ­რეთ­ვე ზაზა ბურ­ჭუ­ლა­ძის წიგ­ნე­ბი. ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში კონ­სულ­ტან­ტებ­მა მწერ­ლის წიგ­ნის, "ხსნა­დი კაფ­კას" 10 ეგ­ზემპლა­რი დაწ­ვეს, რად­გან წიგ­ნის გა­დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას ბევრ ერო­ტი­ულ სცე­ნას წა­ა­წყდნენ. ამ ფაქ­ტის გახ­მა­უ­რე­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი მით­ქმა-მოთ­ქმა გა­მო­იწ­ვია. მომ­ხდარ­ზე აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბა მწე­რალ დათო გორ­გი­ლა­ძეს ვთხო­ვეთ.

- ვფიქ­რობ, ლი­ტე­რა­ტუ­რის გა­ნად­გუ­რე­ბა ვან­და­ლიზ­მია. წიგ­ნე­ბის იმ მო­ტი­ვით დაწ­ვა, რომ მას­ში ერო­ტი­უ­ლი პა­სა­ჟე­ბია აღ­წე­რი­ლი, ხალ­ხის სიბ­ნე­ლის­კენ მი­უ­თი­თებს. ჩემი აზ­რით კონ­სულ­ტან­ტებს, რომ­ლე­ბიც წიგ­ნებს წვა­ვენ, არას­წო­რად ეს­მით სა­კუ­თა­რი რე­ლი­გია. ლი­ტე­რა­ტუ­რა აღ­წერს იმას, რაც ჩვენ გარ­შე­მო ხდე­ბა, ანუ აღ­წერს რე­ა­ლო­ბას. შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერ­თი ცდი­ლობს, თავს და­ა­ჯე­როს, რომ ასე არ არის, მაგ­რამ სექ­სიც რე­ა­ლო­ბის ნა­წი­ლია.

- რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა, გა­ვა­მარ­თლოთ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი რწმე­ნის და­სა­ცა­ვად ცდი­ლობს, მსგავ­სი წიგ­ნე­ბი რაც შე­იძ­ლე­ბა ცოტა გა­ყი­დოს?

- ადა­მი­ან­თა რწმე­ნის ხა­რის­ხის შე­ფა­სე­ბა ჩემი საქ­მე არ არის. მაგ­რამ იმის თქმა კი შე­მიძ­ლია, რომ თუ ეს ხალ­ხი წიგ­ნებს ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლი­გი­ის სა­ხე­ლით, ან ქრის­ტი­ა­ნუ­ლი რე­ლი­გი­ის სა­კე­თილ­დღე­ოდ წვავს, გა­მო­დის, რომ მათ ამ რე­ლი­გი­ის არსი კარ­გად ვერ გა­უ­გი­ათ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

დათო გორგილაძე: "წიგნების დაწვა ეროტიული პასაჟების გამო ხალხის სიბნელეზე მიუთითებს"

 დათო გორგილაძე: "წიგნების დაწვა ეროტიული პასაჟების გამო ხალხის სიბნელეზე მიუთითებს"

ბათუმში, რამდენიმე წიგნის მაღაზიაში ეროტიული სცენების გამო მკითხველებამდე უელბეკი და კოელიო არ მიდის, არ იყიდება აგრეთვე ზაზა ბურჭულაძის წიგნები. ერთ-ერთ მაღაზიაში კონსულტანტებმა მწერლის წიგნის, "ხსნადი კაფკას" 10 ეგზემპლარი დაწვეს, რადგან წიგნის გადათვალიერებისას ბევრ ეროტიულ სცენას წააწყდნენ. ამ ფაქტის გახმაურებამ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. მომხდარზე აზრის დაფიქსირება მწერალ დათო გორგილაძეს ვთხოვეთ.

- ვფიქრობ, ლიტერატურის განადგურება ვანდალიზმია. წიგნების იმ მოტივით დაწვა, რომ მასში ეროტიული პასაჟებია აღწერილი, ხალხის სიბნელისკენ მიუთითებს. ჩემი აზრით კონსულტანტებს, რომლებიც წიგნებს წვავენ, არასწორად ესმით საკუთარი რელიგია. ლიტერატურა აღწერს იმას, რაც ჩვენ გარშემო ხდება, ანუ აღწერს რეალობას. შესაძლოა, ზოგიერთი ცდილობს, თავს დააჯეროს, რომ ასე არ არის, მაგრამ სექსიც რეალობის ნაწილია.

- რამდენად შეიძლება, გავამართლოთ ადამიანი, რომელიც საკუთარი რწმენის დასაცავად ცდილობს, მსგავსი წიგნები რაც შეიძლება ცოტა გაყიდოს?

- ადამიანთა რწმენის ხარისხის შეფასება ჩემი საქმე არ არის. მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ თუ ეს ხალხი წიგნებს ქრისტიანული რელიგიის სახელით, ან ქრისტიანული რელიგიის საკეთილდღეოდ წვავს, გამოდის, რომ მათ ამ რელიგიის არსი კარგად ვერ გაუგიათ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია