"აფ­ხა­ზეთ­ში რუ­სი დიპ­ლო­მა­ტი შე­საძ­ლო­ა თურ­ქულ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მოკ­ლეს"

"აფ­ხა­ზეთ­ში რუ­სი დიპ­ლო­მა­ტი შე­საძ­ლო­ა თურ­ქულ­მა სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა მოკ­ლეს"

9 აგ­ვის­ტოს სო­ხუმ­ში, საცხ­ოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ავ­ტო­ფა­რეხ­თან ჩაცხ­რი­ლეს რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს სა­კონ­სუ­ლო დე­პარ­ტა­მენ­ტის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი დი­მიტ­რი ვი­შერ­ნე­ვი. იმა­ზე, თუ ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს აფ­ხა­ზეთ­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მო­სურ­ნე და ვი­სი ხელ­წე­რა იკ­ვე­თე­ბა რუ­სი დიპ­ლო­მა­ტის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში, ექ­სპერ­ტი ახ­ლო აღ­მო­სავ­ლე­თის სა­კითხ­ებ­ში იო­სებ ზა­ა­ლიშ­ვი­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ეს ფაქ­ტი კი­დევ ერ­თხელ ადას­ტუ­რებს იმ შეც­დო­მას, რო­მე­ლიც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩა­ი­დი­ნა აფ­ხა­ზეთ­ში 1992-93 წლებ­ში, რო­დე­საც მათ მხა­რი და­უ­ჭი­რეს სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ურ და სე­პა­რა­ტის­ტულ ძა­ლებს. რუ­სებს თა­ვის დრო­ზე რომ გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ შა­მილ ბა­სა­ე­ვის - ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლი მო­ჯა­ჰე­დე­ბის აფ­ხა­ზეთ­ში მო­თა­რე­შე ბან­დე­ბი, ჩეჩ­ნეთ­ში ეს პრობ­ლე­მე­ბი არ შე­ექ­მნე­ბო­დათ. შეც­დო­მა იყო რუ­სე­თის მი­ერ 2008 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­აც, შემ­დეგ კი მა­თი ცნო­ბა. ამის დას­ტუ­რია ის, რაც დღეს ხდე­ბა მსოფ­ლი­ო­ში. რუ­სე­თი ამო­ვარ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სის­ტე­მი­დან, ვი­ნა­ი­დან ცნო სხვა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა. თუმ­ცა აშ­შ-ის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის სუს­ტი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის გა­მო რუ­სე­თი ნელ­-ნე­ლა იბ­რუ­ნებს სა­გა­რეო გავ­ლე­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა დიპ­ლო­მა­ტის მკვლე­ლო­ბას, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აფ­ხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დი­დი რა­ო­დე­ნო­ბი­თაა რუ­სე­თის ჯა­რი, იქ წეს­რი­გი არ არის. ლა­პა­რა­კია დიპ­ლო­მა­ტის მკვლე­ლო­ბა­ზე და არა რუ­სე­თის ვი­ღაც უბ­რა­ლო მო­ქა­ლა­ქე­ზე. ეტყ­ო­ბა, რუ­სეთს ჰქონ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ აფ­ხა­ზეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად ვერ არის. რამ­დე­ნი­მე თვის წინ რუს ბიზ­ნეს­მე­ნებს მო­უ­წო­დეს, აკე­თონ ბიზ­ნე­სი სა­ქარ­თვე­ლო­ში, აფ­ხა­ზეთ­ში ბიზ­ნე­სის კე­თე­ბას კი მო­ე­რი­დონ. პრაქ­ტი­კუ­ლად, რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბა აფ­ხა­ზეთ­თან 2-3 თვის წინ უკ­ვე გა­ცი­ე­ბუ­ლი იყო. შე­საძ­ლო­ა, ეს მკვლე­ლო­ბა ამა­ზე პა­სუ­ხი­ცა­ა. მე­ო­რე ვერ­სიაა ის, რომ აფ­ხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სუ­ლი აგ­რე­სი­ი­სა და სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის გარ­და, მუ­შა­ობს კი­დევ სხვა ქვეყ­ნის, კერ­ძოდ, თურ­ქე­თის სპეც­სამ­სა­ხუ­რი. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თურ­ქეთს (რუ­სე­თის არ იყოს) საკ­მა­ოდ აგ­რე­სი­უ­ლი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა აქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ, რაც ამ ქვეყ­ნის პრე­მი­ე­რი რე­ჯებ თა­იფ ერ­დო­ღა­ნი გახ­და. ვი­ცით, რა ხდე­ბა და რო­გო­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი აქვს მას სი­რი­ა­ში. უკა­ნას­კნე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თურ­ქე­თი ითხ­ოვს სი­რი­ა­ში ინ­ტერ­ვენ­ცი­ას და მზად არის, სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის გა­რე­შეც მი­ა­ყე­ნოს სი­რი­ის საზღ­ვრებ­თან არ­მი­ა, სა­ჰა­ე­რო ფლო­ტი უკ­ვე გამ­ზა­დე­ბუ­ლი ჰყავთ. თურ­ქეთს, ჩვენ­და სა­უ­ბე­დუ­როდ, აფ­ხა­ზე­თი, ისე­ვე რო­გორც აჭა­რა, თა­ვი­სი გამ­გებ­ლო­ბის სფე­როდ მი­აჩ­ნია და ძა­ლი­ან არ სი­ა­მოვ­ნებთ აფ­ხა­ზების კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა რუ­სეთ­თან. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, აქ რე­ლი­გი­უ­რი ფაქ­ტო­რიც არის - თა­ვის დრო­ზე, რუ­სეთ­ში დი­დი რა­ო­დე­ნო­ბით ჩრდი­ლო­კავ­კა­სი­ე­ლი და აფ­ხა­ზი მუ­ჰა­ჯი­რე­ბი ჩა­ვიდ­ნენ. აფ­ხა­ზეთს საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ლო­ბი ჰყავს თურ­ქეთ­ში, მაგ­რამ თურ­ქი აფ­ხა­ზე­ბი, გან­სხვა­ვე­ბით ნამ­დვი­ლი აფ­ხა­ზე­ბის­გან, პრო­თურ­ქუ­ლად და პრო­ის­ლა­მის­ტუ­რად არი­ან გან­წყო­ბილ­ნი. აფ­ხა­ზე­ბი, რომ­ლე­ბიც აფ­ხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რო­ბენ, არ არი­ან მუს­ლი­მა­ნე­ბი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დიპ­ლო­მა­ტის მკვლე­ლო­ბა თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა იყოს თურ­ქუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის ან მათ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ნა­ხე­ლა­ვი.

- და­ახ­ლო­ე­ბულ ძა­ლებ­ში ვის გუ­ლის­ხმობთ?

- 6 თვის წინ "ი­მა­რატ კავ­კა­ზის" ხელ­მძღვა­ნელ­მა დო­კუ უმა­როვ­მა მო­ჯა­ჰე­დებს მო­უ­წო­და, ყვე­ლა მე­თო­დით ჩა­შა­ლონ 2014 წლის სო­ჭის ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­და. შე­საძ­ლო­ა, ესეც იყოს აფ­ხა­ზეთ­ში ის­ლა­მის­ტუ­რი ძა­ლე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის ერ­თ-ერ­თი მი­ზე­ზი. რე­ა­ლუ­რად, აქ არის ამ ორი ძა­ლის ინ­ტე­რე­სი. რუ­სე­თის­თვის აფ­ხა­ზეთ­ში დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია და დიპ­ლო­მა­ტის მკვლე­ლო­ბა არ არის სა­სურ­ვე­ლი. დიპ­ლო­მა­ტის ჩაცხ­რილ­ვა იმას ნიშნავს, რომ ეს ან თურ­ქე­ბის, ან მათივე დახ­მა­რე­ბით "ი­მა­რატ კავ­კა­ზის" და ჯი­ჰა­დის­ტე­ბის გა­კე­თე­ბუ­ლი­ა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რუ­სეთ­მა გა­ნაცხ­ა­და, რომ თუ სი­რი­ის ომ­ში სხვა ქვეყ­ნე­ბი ჩა­ე­რე­ვი­ან, პირ­და­პირ და­უ­ჭერს მხარს ბა­შარ ასადს, ასე რომ, ეს პრაქ­ტი­კუ­ლად ნიშ­ნავს რუ­სეთ­-თურ­ქე­თის ღია და­პი­რის­პი­რე­ბას. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თურ­ქეთს სურს დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია სამ­ხრეთ საზღ­ვარ­ზე, რუ­სეთს კი ეს ხელს არ აძ­ლევს, რად­გან სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და აქვს ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. კავ­კა­სი­ე­ლი მო­ჯა­ჰე­დე­ბის კავ­ში­რი თურ­ქეთ­თან ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი­ა. ისიც ვი­ცით, რომ დო­კუ უმა­რო­ვის ძმა ვა­ხა თურ­ქეთ­ში ცხოვ­რობს და იმ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი­ა, რო­მე­ლიც ჩეჩ­ნებს ეხ­მა­რე­ბა. ასე რომ, კავ­კა­სი­ის ჩრდი­ლო­ეთ­ში - ჩეჩ­ნეთ­სა და და­ღეს­ტან­ში "მოღ­ვა­წე" მო­ჯა­ჰე­დებს თურ­ქულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან ახ­ლო კავ­ში­რი აქვთ.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?