ამერიკელმა მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ კაცები, რომელთაც პატარა სათესლე ჯირყვლები აქვთ, უკეთესი მამები არიან, - ამის შესახებ ესპანური გაზეთი АВС წერს.
ქალაქ ატლანტას ემორის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ასეთი მამაკაცები უფრო მეტად მონაწილეობენ შვილების აღზრდაში და საერთოდაც, უფრო თავდაუზოგავები და ყურადღებიანი მამები არიან,- წერს გამოცემა.
კვლევის პროცესში მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ არსებობს კავშირი სათესლე ჯიყვლების ზომასა და სპერმისა და ტესტოსტერონის გამომუშავებას შორის.
კვლევა მეცნიერებმა დაიწყეს შემდეგი კითხვის დასმით, რატომ ხდება, რომ ზოგიერთი მამაკაცი უფრო ზრუნავს თავისი შვილების აღზრდაზე, ხოლო სხვები ნაკლებად, არის თუ არა ამის რაიმე ბიოლოგიური მიზეზი?
მეცნიერებმა კვლევის ფარგლებში 21 დან 43 წლამდე 70 მამაკაცს ჩაუტარეს ტესტი. შედეგი დადგინდა: ”რაც მეტია მამაკაცში ტესტოსტერონის ჰორმონის დონე და რაც დიდია მისი სათესლე ჯირყვლების ზომა, ის ნაკლებ ზრუნავს შვილზე”, - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
მომზადებულია abc.es-ის მიხედვით.