ქუთაისში, ყოფილი #44 მუსიკალური სკოლის შენობაში შესახლებულ 60-მდე დევნილ ოჯახს გამოსახლება ემუქრება. მიმდინარე სარემონტო სამუშოებთან დაკავშირებით დევნილებს შენობის დასაცლელად ორდღიანი ვადა მისცეს. თუ ამ ვადაში ისინი დაკავებულ ფართებს საკუთარი ნებით არ გაათავისუფლებენ, მათ პოლიციის ძალით გამოასახლებენ.