ირანელი მინისტრები Facebook-ში დარეგისტრირდნენ

ირანელი მინისტრები Facebook-ში დარეგისტრირდნენ

ირანის მინიტრთა კაბინეტის წევრები სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში” დარეგისტრირდნენ. ამის შესახებ Associated Press-ი ადგილობრივ პრესაზე დაყრდნობით წერს. ოფიციალურად, ქვეყანაში ”ფეისბუქზე” წვდომა დაბლოკილია.

მინისტრთა კაბინეტის გარდა, ”ფეისბუქში” ექაუნთი შექმნა ირანის ახალმა პრეზიდენტმა ჰასან როჰანმაც. თუმცა, ირანელები მისი და მინისტრების გვერდების ხილვას, სპეციალური პროცედურების შემდეგ,  ბლოკირების გადალახვის შემთხვევაში შეძლებენ.

ადრე, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მიკრობლოგი ”ტვიტერზე” შექმნეს, რომელიც ქვეყანაში ასევე დაბლოკილია. The Washington Post-ი წერს, რომ ქვეყნის ახალი ხელისუფლება სოციალურ ქსელებს გარე სამყაროსთან კონტაქტისთვის იყენებს.

ჰასან როჰანი ირანის პრეზიდენტად 2013 წლის აგვისტოში აირჩიეს. ის ცდილობს ქვეყანაში გარკვეული ლიბერალიზაციის ელემენტები დაუშვას. მათ შორის, როჰანმა მთავრობაში პირველად დანიშნა ქალი მინისტრი. ასევე, მან განაცხადა, რომ ვერ ხედავს სოციალური ქსელების დაბლოკვის აუცილებლობას.

მომზადებულია Associated Press - ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა