მაღაზიის ვიტრინებში ჭარბწონიან მანეკენებს დააყენებენ

მაღაზიის ვიტრინებში ჭარბწონიან მანეკენებს დააყენებენ

ქალებს ყველაზე მეტად შოპინგი უყვართ, მაგრამ მაღაზიის ვიტრინაში ტანწერწეტა მანეკენის დანახვა ბევრს აღიზიანებს. მანეკენზე მორგებული ლამაზი სამოსიც ხშირად საკუთარ ტანზე აღარ მოგვწონს.

ბრიტანეთში მაღაზიის მეპატრონენი იძულებულნი არიან, სავსე ფორმის მანეკენები შეიძინონ. შესაბამის კანონპროექტზე კანონმდებლები და ფსიქოლოგები მუშაობენ. ოფიციალური სტატისტიკით, მსოფლიოში უამრავი ადამიანი, განსაკუთრებით კი 30 წლამდე ასაკის ქალები ჭარბ წონას უშედეგოდ ებრძვიან. გახშირდა თვითნებური დიეტების შედეგად დაავადებულ ქალთა რაოდენობა. ფსიქოლოგებს განსაკუთრებით თინეიჯერი გოგონების ბედი აღელვებთ.

ბრიტანეთში მდებარე თითქმის ყველა ტანსაცმლის მაღაზიას უკვე მიუვიდა შესაბამისი მოთხოვნა, რომ ვიტრინებში გამოფენილ სუპერმოდელის სტანდარტის მანეკენებს დაემშვიდობონ. ახალი მანეკენი "პუტკუნა" იქნება - ასეთი ტანი თითქმის ყოველ მესამე ქალს აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, შემოწმდება სამკერვალო სალონებიც, რათა გაირკვეს, იკერება თუ არა ყველა კატეგორიის აღნაგობის ქალისთვის ერთი და იგივე კოლექცია. როგორც წესი, მაღალი ბრენდის სამოსი მხოლოდ მოდელებს, ან ძალიან გამხდარ გოგონებს ერგებათ. პროექტი ბრიტანეთში ჯანსაღი კვების აქციის ფარგლებში მუშავდება.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს