სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველო ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინში 134-ე ადგილზეა
საქართველო ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინში 134-ე ადგილზეა

გა­ე­რომ ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ქვეყ­ნე­ბის რე­ი­ტინ­გი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. სა­ქარ­თვე­ლო რე­ი­ტინ­ში 134-ე ად­გილ­ზეა. რე­ი­ტინ­გში ლი­დე­რი პო­ზი­ცი­ე­ბი და­ნი­ამ, ნორ­ვე­გი­ამ, შვე­ი­ცა­რი­ამ, ნი­დერ­ლან­დებ­მა და შვე­დეთ­მა და­ი­კა­ვეს.

სულ რე­ი­ტინ­გში 150 ქვე­ყა­ნაა. მის შედ­გე­ნა­ში ეკო­ნო­მი­კის, ფსი­ქო­ლო­გი­ის, სტა­ტის­ტი­კი­სა და სხვა მეც­ნი­ე­რუ­ლი დარ­გე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

ექ­სპერ­ტებ­მა შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მად ექ­ვსი ფაქ­ტო­რი აირ­ჩი­ეს: მშპ ერთ სულ მო­სახ­ლე­ზე, ცხოვ­რე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა, ახ­ლობ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის იმე­დი, თა­ვი­სუფ­ლე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბი­სას, კო­რუფ­ცი­ის დონე და დიდსუ­ლოვ­ნე­ბა.

ფი­ნეთ­მა წელს სა­პა­ტიო მე­სა­მე ად­გი­ლი შვე­ი­ცა­რი­ას და­უთ­მო და მეშ­ვი­დე ად­გილ­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა.

ბედ­ნი­ე­რი ქვეყ­ნე­ბის პირ­ველ ათე­ულ­ში ასე­ვე მოხ­ვდნენ კა­ნა­და, ავ­სტრია, ის­ლან­დია და ავ­სტრა­ლია. ის­რა­ე­ლი 11-ე ად­გილს იკა­ვებს. მე­ო­რე ათე­ულ­ში - აშშ და ახა­ლი ზე­ლან­დი­აა, ათე­ულს ვე­ნე­სუ­ე­ლა ას­რუ­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლო რე­ი­ტინ­გში 134 ად­გილ­ზე აღ­მოჩ­ნდა. მას ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა ბლო­კის ქვეყ­ნე­ბი­დან გა­უს­წრეს მოლ­დო­ვამ - 53, ყა­ზა­ხეთ­მა - 57, თურ­ქმე­ნეთ­მა - 59, უზ­ბე­კეთ­მა - 60, ბე­ლა­რუს­მა - 66 რუ­სეთ­მა - 68, უკ­რა­ი­ნამ - 87, ყირ­გი­ზეთ­მა - 89, აზერ­ბა­ი­ჯან­მა- 116, სომ­ხეთ­მა- 128.

შარ­შან­დელ რე­ი­ტინგთან შე­და­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლო 12 პო­ზი­ცი­ით და­წი­ნა­ურ­და. 2012-ში იგი 146-ე ად­გილს იკა­ვებ­და.

ზო­გი­ერ­თი ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა რე­ი­ტინ­გის მე­ო­რე ასე­ულ­ში აღ­მოჩ­ნდა, მათ შო­რის სერ­ბე­თი, ბოს­ნია და ჰერ­ცე­გო­ვი­ნა, უნ­გრე­თი, მა­კე­დო­ნია.

შარ­შან­დე­ლი­ვით რე­ი­ტინგს აფ­რი­კის ქვეყ­ნე­ბი: გვი­ნეა, ტან­ზა­ნია, რუ­ან­და, ბუ­რუნ­დი, ცენ­ტრა­ლუ­რი აფ­რი­კის რეს­პუბ­ლი­კა, ბე­ნი­ნი და ტოგო ას­რუ­ლე­ბენ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია unsdsn.org-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

საქართველო ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინში 134-ე ადგილზეა

საქართველო ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინში 134-ე ადგილზეა

გაერომ ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველო რეიტინში 134-ე ადგილზეა. რეიტინგში ლიდერი პოზიციები დანიამ, ნორვეგიამ, შვეიცარიამ, ნიდერლანდებმა და შვედეთმა დაიკავეს.

სულ რეიტინგში 150 ქვეყანაა. მის შედგენაში ეკონომიკის, ფსიქოლოგიის, სტატისტიკისა და სხვა მეცნიერული დარგების სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

ექსპერტებმა შეფასების კრიტერიუმად ექვსი ფაქტორი აირჩიეს: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, ცხოვრების ხანგრძლივობა, ახლობლების მხარდაჭერის იმედი, თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღებისას, კორუფციის დონე და დიდსულოვნება.

ფინეთმა წელს საპატიო მესამე ადგილი შვეიცარიას დაუთმო და მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა.

ბედნიერი ქვეყნების პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ კანადა, ავსტრია, ისლანდია და ავსტრალია. ისრაელი 11-ე ადგილს იკავებს. მეორე ათეულში - აშშ და ახალი ზელანდიაა, ათეულს ვენესუელა ასრულებს.

საქართველო რეიტინგში 134 ადგილზე აღმოჩნდა. მას ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნებიდან გაუსწრეს მოლდოვამ - 53, ყაზახეთმა - 57, თურქმენეთმა - 59, უზბეკეთმა - 60, ბელარუსმა - 66 რუსეთმა - 68, უკრაინამ - 87, ყირგიზეთმა - 89, აზერბაიჯანმა- 116, სომხეთმა- 128.

შარშანდელ რეიტინგთან შედარებით საქართველო 12 პოზიციით დაწინაურდა. 2012-ში იგი 146-ე ადგილს იკავებდა.

ზოგიერთი ევროპული ქვეყანა რეიტინგის მეორე ასეულში აღმოჩნდა, მათ შორის სერბეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, უნგრეთი, მაკედონია.

შარშანდელივით რეიტინგს აფრიკის ქვეყნები: გვინეა, ტანზანია, რუანდა, ბურუნდი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ბენინი და ტოგო ასრულებენ.

მომზადებულია unsdsn.org-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა