ბერა ივანიშვილი საქართველოს მასშტაბით საკონცერტო ტურნეს იწყებს. კომპანია Georgioan Dream Studio-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურნე 14 სექტემბერს ბათუმიდან დაიწყება, საქართველოს ყველა ქალაქს მოივლის და 25 ოქტომბერს თბილისში გრანდიოზული კონცერტით დასრულდება.
ტურნე სახელწოდებით "ჩვენ ვართ საქართველო" 2 თვის მანძილზე გაგრძელდება. საკონცერტო შოუ-პროგრამების მოსაწყობად Georgioan Dream Studio-მ ფრანგი ქორეოგრაფი, Zack Reece მოიწვია, რომელმაც ქართველ და უცხოელ მოცეკვავეებთან ერთად იმუშავა. კონცერტებზე შესრულდება როგორც მსმენელისთვის უკვე ცნობილი ჰიტები, ასევე ახალი სიმღერები. კონცერტები დაგეგმილია ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისში, საჩხერეში, ახალციხეში, გორში, თელავსა და რუსთავში.
ეს ბერას რიგით მეორე საკონცერტო ტურნე იქნება. პირველ ტურნეს მისი პირველივე ალბომის სახელი "გპირდები" ერქვა და გასულ წელს საჩხერეში დაიწყო.