ბიძინა ივანიშვილი – რკინიგზის აღდგენა საინტერესოა, თუმცა ეს მხოლოდ მარტივი ეკონომიკური საკითხი არ არის

ბიძინა ივანიშვილი – რკინიგზის აღდგენა საინტერესოა, თუმცა ეს მხოლოდ მარტივი ეკონომიკური საკითხი არ არის

საქართველო აფხაზეთის გავლით სომხეთთან დამაკავშირებელი რკინიგზის აღდგენას მხარს მის აუცილებლობაში დარწმუნების შემთხვევაში დაუჭერს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, რკინიგზის აღდგენა საინტერესოა, თუმცა ეს მხოლოდ მარტივი ეკონომიკური საკითხი არ არის.

"საუბედურიდ, ეკონომიკა დღეს პოლიტიკის მხრიდან ჭარბ ქმედებას განიცდის. ეს თემა ძალიან ფაქიზია. ჩვენ გვაქვს დიდი სურვილი, მაგრამ ეს არ არის მარტივი ეკონომიკური საკითხი. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად გასაგები და მისაღები ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. როდესაც დავრწმუნდებით და საზოგადოებასაც დავარწმუნებთ, რომ ეს კარგია და ამის საჭიროება დგას, მხარს დავუჭერთ", - განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ნებისმიერი გზა, რომელიც საქართველოს ორ ქალაქს აკავშირებს, ეკონომიკურად საინტერესოა და აღდგენას საჭიროებს, მაგრამ პოლიტიკა დღეს მასზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. "აფხაზეთში რუსეთის საელჩოებია გახსნილი, აღიარებულია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რუსეთის მიერ და ამიტომ ეს არ არის მარტივი ეკონომიკური თემა", - აღნიშნა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილი რკინიგზის აღდგენის თემაზე სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მიერ საქართველოსა და აფხაზეთის ცალკე სახელმწიფოებად მოხსენიებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას უბრალო გადაცდომად მიიჩნევს.

პრემიერის აზრით, შესაძლოა, არტურ ბაღდასარიანის სიტყვები ჟურნალისტებმაც დაამახინჯეს და ამაზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება არ ღირს.

სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არტურ ბაღდასარიანმა "Новости-Армения"-სთან ინტერვიუში 6 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთი, საქართველო და აფხაზეთი თანახმა არიან, აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მონაკვეთი გაიხსნას.

"ქართულმა მხარემ თანხმობა მოგცვა, ასევე თანახმა არიან რუსეთი და აფხაზეთი. თუმცა ეს პროცესია და ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ არსებობს კონფლიქტური მხარეები. მთავარია, რომ ამ რკინიგზის მონაკვეთის გახსნის პოლიტიკური ნება არსებობს",-აღნიშნა ბაღდასარიანმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ