სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბიძინა ივანიშვილი - ევროპა ჩვენთვის მხოლოდ ვიზიტები და "გულაობა" არ არის
ბიძინა ივანიშვილი - ევროპა ჩვენთვის მხოლოდ ვიზიტები და "გულაობა" არ არის

ევ­რო­პა ჩვენ­თვის მხო­ლოდ ვი­ზი­ტე­ბი და "გუ­ლა­ო­ბა" არ არის, რო­გორც ზო­გი­ერ­თებს ეგო­ნათ, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ლატ­ვი­ა­ში ვი­ზი­ტის შე­ჯა­მე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თქმით, ევ­რო­პუ­ლო­ბას ვი­ზი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ტრა­ბა­ხი არ გან­სა­ზღვრავს. პრე­მი­ერ­მა ლატ­ვი­ა­ში ვი­ზიტს წარ­მა­ტე­ბუ­ლი უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ რი­გა­ში თავს ისე­ვე გრძნობ­და, რო­გორც სა­კუ­თარ სახ­ლში.

"ამ ვი­ზი­ტის და შეხ­ვედ­რე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი შე­დე­გი თუნ­დაც ის არის, რაც პო­ლო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა გვაც­ნო­ბა – შე­საძ­ლოა, კო­მი­სი­ის დაშ­ლამ­დე ხელი მო­ე­წე­როს ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბი­სა და თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბას. აქამ­დე ჩვენ მხო­ლოდ ამ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პა­რა­ფი­რე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბო­დით და აღ­ნიშ­ნუ­ლი სი­ახ­ლე ძა­ლი­ან დიდი მიღ­წე­ვაა. მათ და­ი­ნა­ხეს, რო­გორ გა­ვი­მარ­ჯვეთ არ­ჩევ­ნებ­ში და მას შემ­დეგ რო­გო­რი სუფ­თა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ხელ­წე­რით ვაგ­რძე­ლებთ ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი აღმშე­ნებ­ლო­ბის გზით სვლას", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შე­ფა­სე­ბით, ევ­რო­პამ და­ი­ნა­ხა, რომ ახალ მთავ­რო­ბას აქვს ჭეშ­მა­რი­ტად დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი. რო­გორც პრე­მი­ე­რი აღ­ნიშ­ნავს, ამა­ში მო­მა­ვა­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და­სავ­ლეთს უკეთ და­არ­წმუ­ნებს.

"გულ­წრფე­ლი გუნ­დი მო­ვე­დით, ვემ­სა­ხუ­რე­ბით ქვე­ყა­ნას და ვე­ფე­რე­ბით ევ­რო­პულ ფა­სე­უ­ლო­ბებს. ევ­რო­პა ჩვენ­თვის მხო­ლოდ ვი­ზი­ტე­ბი და "გუ­ლა­ო­ბა" არ არის, რო­გორც ზო­გი­ერ­თებს ეგო­ნათ. ევ­რო­პუ­ლო­ბას ვი­ზი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა და ტრა­ბა­ხი არ გან­სა­ზღვრავს. ჩვე­ნი ხელ­წე­რა არის ევ­რო­პუ­ლი და წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად ჩა­ტარ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი", - აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ბიძინა ივანიშვილი - ევროპა ჩვენთვის მხოლოდ ვიზიტები და "გულაობა" არ არის

ბიძინა ივანიშვილი - ევროპა ჩვენთვის მხოლოდ ვიზიტები და "გულაობა" არ არის

ევროპა ჩვენთვის მხოლოდ ვიზიტები და "გულაობა" არ არის, როგორც ზოგიერთებს ეგონათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლატვიაში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. ბიძინა ივანიშვილის თქმით, ევროპულობას ვიზიტების რაოდენობა და ტრაბახი არ განსაზღვრავს. პრემიერმა ლატვიაში ვიზიტს წარმატებული უწოდა და აღნიშნა, რომ რიგაში თავს ისევე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში.

"ამ ვიზიტის და შეხვედრების კონკრეტული შედეგი თუნდაც ის არის, რაც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვაცნობა – შესაძლოა, კომისიის დაშლამდე ხელი მოეწეროს ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას. აქამდე ჩვენ მხოლოდ ამ ხელშეკრულების პარაფირებისთვის ვემზადებოდით და აღნიშნული სიახლე ძალიან დიდი მიღწევაა. მათ დაინახეს, როგორ გავიმარჯვეთ არჩევნებში და მას შემდეგ როგორი სუფთა, დემოკრატიული ხელწერით ვაგრძელებთ ქვეყნის დემოკრატიული აღმშენებლობის გზით სვლას", - განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, ევროპამ დაინახა, რომ ახალ მთავრობას აქვს ჭეშმარიტად დემოკრატიული ფასეულობები. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ამაში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები დასავლეთს უკეთ დაარწმუნებს.

"გულწრფელი გუნდი მოვედით, ვემსახურებით ქვეყანას და ვეფერებით ევროპულ ფასეულობებს. ევროპა ჩვენთვის მხოლოდ ვიზიტები და "გულაობა" არ არის, როგორც ზოგიერთებს ეგონათ. ევროპულობას ვიზიტების რაოდენობა და ტრაბახი არ განსაზღვრავს. ჩვენი ხელწერა არის ევროპული და წელს საქართველოში პირველად ჩატარდება ევროპული არჩევნები", - აღნიშნა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა