სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რომელი სანელებელი ღირს 20 ათასი ევრო
რომელი სანელებელი ღირს 20 ათასი ევრო

ერთ დღეს რე­დაქ­ცი­ა­ში სა­ინ­ტე­რე­სო ზარი გა­ის­მა. მისი ავ­ტო­რი ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა მა­ხა­რა­ძე გახ­ლდათ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, დიდი ხა­ნია, რაც "რე­ი­ტინ­გში" სა­ინ­ტე­რე­სო კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ჩა­ნარ­თი გვაქვს. ქალ­ბა­ტო­ნი მა­რი­ნა ამ რუბ­რი­კის აქ­ტი­უ­რი მკი­თხვე­ლი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი კუ­ლი­ნა­რი აღ­მოჩ­ნდა. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ, მას­თან ინ­ტერ­ვიუ ჩაგ­ვე­წე­რა. სამ­წუ­ხა­როა, რომ თა­ვი­სი ფო­ტოს და­ბეჭდ­ვა არ ისურ­ვა, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ მისი რჩე­ვე­ბი ბევრ დი­ა­სახ­ლისს და­ეხ­მა­რე­ბა.

- პრო­ფე­სი­ით მუ­სი­კათმცოდ­ნე ვარ. კუ­ლი­ნა­რი­ულ სამ­ყა­როს ბე­ბი­ებ­მა მა­ზი­ა­რეს. ჯან­სუღ კა­ხი­ძე ამ­ბობ­და, ამ­დენ ქე­იფ­ში ვარ ნამ­ყო­ფი და თქვენ­თან რომ სუფ­რა იშ­ლე­ბა, ასე­თი არ­სად მი­ნა­ხავ­სო. დიდი ბე­ბია ჩი­ხირ­თმას ისე არ გა­ა­კე­თებ­და, თუ არ ჰქონ­და კლა­სი­კუ­რი ზაფ­რა­ნა. ის, რაც ზაფ­რა­ნად არის ცნო­ბი­ლი, რე­ა­ლუ­რად ყვი­თე­ლი ყვა­ვი­ლი, ჰა­ვერ­დუ­ლაა. ოჯახ­ში გვაქვს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­საც დღემ­დე ვი­ცავთ. სუფ­რა­ზე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს ფლო­ვი, ჩვე­ნი სა­ფირ­მო ნუ­შის ტორ­ტი, ექ­სკლუ­ზი­უ­რი რე­ცეპ­ტით, რო­მე­ლიც ხუთი თა­ო­ბაა მო­დის. დედა სა­ოც­რად ამ­ზა­დებ­და თევზს, მუ­რა­ბებს. ზე­პი­რად იცო­და, რო­მე­ლი სა­ხე­ო­ბის თევ­ზის შეწ­ვა შე­იძ­ლე­ბა და რომ­ლის - არა. მა­გა­ლი­თად, ლო­ქოს შეწ­ვა და­უშ­ვე­ბე­ლია, სა­ში­ნე­ლი გემო აქვს.

- ტე­ლე­ფონ­ზე სა­უბ­რი­სას მი­თხა­რით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ურე­ვენ სუ­ნე­ლე­ბი­სა და სა­ნე­ლებ­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

- დიახ, სუ­ნე­ლი არის მა­რი­ლი, არა­ჟა­ნი, კომ­ში, რა­საც დამ­თავ­რე­ბულ კერძს უშ­ვრე­ბით. სა­ნე­ლე­ბე­ლი კი არის არო­მა­ტის მიმ­ცე­მი. არ­სე­ბობს ათას ხუ­თა­სამ­დე სა­ნე­ლე­ბე­ლი, მე ვიცი და­ახ­ლო­ე­ბით სა­მო­ცამ­დე. აქე­დან თხუთ­მე­ტი კლა­სი­კუ­რი სა­ნე­ლე­ბე­ლია. არ­სე­ბობს სა­ნე­ლებ­ლე­ბის თა­ი­გუ­ლი, რომ­ლის შეხ­ვე­ვა შე­გიძ­ლი­ათ დაფ­ნის ფო­თოლ­ში და თუ მას წვნი­ან­ში ჩა­აგ­დებთ, რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ კი ამო­ი­ღებთ, კერძს სა­ო­ცარ არო­მატს მის­ცემს. ხში­რად სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­საწ­ვავ ქა­თამს აჯი­კას უს­ვა­მენ, რე­ა­ლუ­რად კი არ უხ­დე­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ნე­ლებ­ლე­ბი წა­უს­ვათ და სა­ოც­რად უხ­დე­ბა.

ვა­კე­თებ რე­ჰა­ნი­სა და ვარ­დის სერ­ოფს, რო­მელ­საც სა­ო­ცა­რი გემო აქვს. რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო რე­ცეპტს გას­წავ­ლით რე­ჰა­ნის დახ­მა­რე­ბით. მა­გარ ტა­ფა­ზე უზე­თოდ ჭო­პორ­ტის პო­მი­დო­რი შეწ­ვით ისე, რომ ცოტა და­იწ­ვას, შემ­დეგ კანი მო­ა­ცი­ლეთ, და­კე­პეთ ჩან­გლით. უყა­ვით სა­შუ­ა­ლოდ დაჭ­რი­ლი რე­ჰა­ნი, ალყა-ალყა ხახ­ვი და წი­წა­კა. ასე­ვე მა­რი­ლი. ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია, სა­ოც­რად უხ­დე­ბა მწვადს. ან აი­ღეთ წი­თე­ლი ხახ­ვი, და­ჭე­რით ალყა-ალყა, მთე­ლი დღე გა­ა­ჩე­რეთ წყალ­ში, რომ სიმ­წა­რე გა­უ­ვი­დეს, ბო­ლოს გა­და­წუ­რეთ, უყა­ვით ცოტა ზე­ი­თუ­ნის ზეთი, პილ­პი­ლი და მა­რი­ლი და მი­ირ­თვით. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია გარ­ნი­რა­დაც.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

რომელი სანელებელი ღირს 20 ათასი ევრო

რომელი სანელებელი ღირს 20 ათასი ევრო

ერთ დღეს რედაქციაში საინტერესო ზარი გაისმა. მისი ავტორი ქალბატონი მარინა მახარაძე გახლდათ. მოგეხსენებათ, დიდი ხანია, რაც ''რეიტინგში'' საინტერესო კულინარიული ჩანართი გვაქვს. ქალბატონი მარინა ამ რუბრიკის აქტიური მკითხველი და შესანიშნავი კულინარი აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მასთან ინტერვიუ ჩაგვეწერა. სამწუხაროა, რომ თავისი ფოტოს დაბეჭდვა არ ისურვა, მაგრამ ფაქტია, რომ მისი რჩევები ბევრ დიასახლისს დაეხმარება.

- პროფესიით მუსიკათმცოდნე ვარ. კულინარიულ სამყაროს ბებიებმა მაზიარეს. ჯანსუღ კახიძე ამბობდა, ამდენ ქეიფში ვარ ნამყოფი და თქვენთან რომ სუფრა იშლება, ასეთი არსად მინახავსო. დიდი ბებია ჩიხირთმას ისე არ გააკეთებდა, თუ არ ჰქონდა კლასიკური ზაფრანა. ის, რაც ზაფრანად არის ცნობილი, რეალურად ყვითელი ყვავილი, ჰავერდულაა. ოჯახში გვაქვს კულინარიული ტრადიციები, რომლებსაც დღემდე ვიცავთ. სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ფლოვი, ჩვენი საფირმო ნუშის ტორტი, ექსკლუზიური რეცეპტით, რომელიც ხუთი თაობაა მოდის. დედა საოცრად ამზადებდა თევზს, მურაბებს. ზეპირად იცოდა, რომელი სახეობის თევზის შეწვა შეიძლება და რომლის - არა. მაგალითად, ლოქოს შეწვა დაუშვებელია, საშინელი გემო აქვს.

- ტელეფონზე საუბრისას მითხარით, რომ საქართველოში ხშირად ურევენ სუნელებისა და სანელებლების მნიშვნელობას.

- დიახ, სუნელი არის მარილი, არაჟანი, კომში, რასაც დამთავრებულ კერძს უშვრებით. სანელებელი კი არის არომატის მიმცემი. არსებობს ათას ხუთასამდე სანელებელი, მე ვიცი დაახლოებით სამოცამდე. აქედან თხუთმეტი კლასიკური სანელებელია. არსებობს სანელებლების თაიგული, რომლის შეხვევა შეგიძლიათ დაფნის ფოთოლში და თუ მას წვნიანში ჩააგდებთ, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ამოიღებთ, კერძს საოცარ არომატს მისცემს. ხშირად საქართველოში შესაწვავ ქათამს აჯიკას უსვამენ, რეალურად კი არ უხდება. შესაძლებელია, სანელებლები წაუსვათ და საოცრად უხდება.

ვაკეთებ რეჰანისა და ვარდის სეროფს, რომელსაც საოცარი გემო აქვს. რამდენიმე საინტერესო რეცეპტს გასწავლით რეჰანის დახმარებით. მაგარ ტაფაზე უზეთოდ ჭოპორტის პომიდორი შეწვით ისე, რომ ცოტა დაიწვას, შემდეგ კანი მოაცილეთ, დაკეპეთ ჩანგლით. უყავით საშუალოდ დაჭრილი რეჰანი, ალყა-ალყა ხახვი და წიწაკა. ასევე მარილი. ძალიან გემრიელია, საოცრად უხდება მწვადს. ან აიღეთ წითელი ხახვი, დაჭერით ალყა-ალყა, მთელი დღე გააჩერეთ წყალში, რომ სიმწარე გაუვიდეს, ბოლოს გადაწურეთ, უყავით ცოტა ზეითუნის ზეთი, პილპილი და მარილი და მიირთვით. არაჩვეულებრივია გარნირადაც.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს