თბი­ლი­სი­ს სე­ის­მო­რის­კი - "ბო­ლო წლებ­ში აშე­ნე­ბულ კორ­პუ­სებს "მკვლელ შე­ნო­ბებს" უწო­დე­ბენ"

თბი­ლი­სი­ს სე­ის­მო­რის­კი - "ბო­ლო წლებ­ში აშე­ნე­ბულ კორ­პუ­სებს "მკვლელ შე­ნო­ბებს" უწო­დე­ბენ"

სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის შე­ფა­სე­ბით სა­ქარ­თვე­ლო სე­ის­მუ­რად აქ­ტი­ურ რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს. ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ინ­ჟინ­რო ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის, მი­ხე­ილ ელი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სხვა რე­გი­ო­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, თბი­ლი­სი სე­ის­მუ­რად ნაკ­ლე­ბად სა­შიშ ზო­ნად ით­ვლე­ბა, თუმ­ცა ავა­რი­უ­ლი და ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი ნგრე­ვის რისკს ზრდის.

მი­ხე­ილ ელი­აშ­ვი­ლი: "2009 წლის ახა­ლი სამ­შე­ნებ­ლო კა­ნო­ნის თანახმად, შე­ნო­ბე­ბი 8-ბა­ლი­ან ეფექ­ტზე უნ­და იყოს გათ­ვლი­ლი და რად­გან რვა­ბა­ლი­ა­ნი სტან­დარ­ტი და­ა­წე­სეს, ეს იმას ნიშ­ნავს, საკ­მა­რი­სად დი­დია ალ­ბა­თო­ბა, 8-ბა­ლი­ა­ნი მი­წისძ­ვრა მოხ­დეს. ალ­ბა­თო­ბა არ ნიშ­ნავს იმას, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მოხ­დე­ბა, მაგ­რამ ჩვენ ეს უნ­და გა­ვით­ვა­ლი­სწი­ნოთ. ახა­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის დამ­პრო­ექ­ტებ­ლე­ბი კი არა­თუ 8-ბა­ლი­ან, 7-ბა­ლი­ან სტან­დარ­ტსაც კი არ იცა­ვენ. ამას­თა­ნა­ვე, თბი­ლი­სის სე­ის­მუ­რი პრობ­ლე­მა იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ დე­და­ქა­ლაქს გა­აჩ­ნია რამ­დე­ნი­მე ის­ტო­რი­უ­ლი ფე­ნა. ერ­თი - ძვე­ლი უბ­ნე­ბი, მე­ო­რე - მე-19 სა­უ­კუ­ნე­ში აშ­ენე­ბუ­ლი შე­ნო­ბე­ბი, მე­სა­მე - საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი. პირ­ვე­ლი ორი სა­ერ­თოდ არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სე­ის­მურ სტან­დარტს, რად­გან მა­შინ ასე­თი სტან­დარ­ტი სა­ერ­თოდ არ არ­სე­ბობ­და. დღეს ამ ძვე­ლი ნა­გე­ბო­ბების უდი­დე­სი ნა­წი­ლი ავა­რი­უ­ლი­ა. საბ­ჭო­თა შე­ნო­ბე­ბიც კი, რო­მე­ლიც გათ­ვლი­ლი იყო 7 ბალ­ზე, ახ­ლა ამორ­ტი­ზე­ბუ­ლია და შე­საძ­ლოა 7 ბალ­საც ვერ გა­უძ­ლოს. 7-ბა­ლი­ა­ნი სტან­დარ­ტი იმას ნიშ­ნავს, რომ არ უნ­და და­ინ­გრეს, მაგ­რამ 2002 წელს შე­ნო­ბე­ბი 7-ბა­ლი­ან მი­წის­ძვრა­ზე და­ინ­გრა, ესე იგი ვერ გა­უძ­ლო. ამი­ტომ დი­დია ალ­ბა­თო­ბა, თბი­ლის­ში შე­ნო­ბე­ბის დი­დი ნა­წი­ლი უფ­რო ნაკ­ლებ ბა­ლებ­ზე და­ინ­გრეს. ბევ­რი სახ­ლი მხო­ლოდ ძლი­ე­რი წვი­მის გა­მო და­ინ­გრა და ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნი­ა, რა მო­უ­ვა ამ შე­ნო­ბებს ძლი­ე­რი ბიძ­გე­ბი­სას. იმის მა­გივ­რად, რომ რა­მე ვი­ღო­ნოთ და ახა­ლი შე­ნო­ბე­ბი მა­ინც ავა­შე­ნოთ სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, უფ­რო მეტ არა­მდგრად შე­ნო­ბას ამა­ტე­ბენ. თბი­ლი­სე­ლე­ბი მხო­ლოდ იმით შე­მიძ­ლია და­ვამ­შვი­დო, რომ თბი­ლი­სი 1500 წე­ლია არ­სე­ბობს და და­მან­გრე­ვე­ლი მი­წის­ძვრა ჯერ არ მომ­ხდა­რა".

მი­ხე­ილ ელი­აშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბას იზი­ა­რებს ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი ან­ზორ სა­კან­დე­ლი­ძეც.

მი­სი გან­ცხა­დე­ბით, 7-ბა­ლი­ან მი­წის­ძვრას სე­რი­ო­ზუ­ლი ნგრე­ვა მოჰ­ყვე­ბა, ხო­ლო 8-ბა­ლი­ა­ნი მი­წის­ძვრის შემ­თხვე­ვა­ში თბი­ლი­სი აღარ იარ­სე­ბებს.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, მი­წის­ძვრის შემ­თხვე­ვა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი საფ­რთხე ემუქ­რე­ბა ლტოლ­ვი­ლებს, რად­გან ისი­ნი ყვე­ლა­ზე ავა­რი­ულ შე­ნო­ბებ­ში არი­ან შე­სახ­ლე­ბუ­ლი.

ან­ზორ სა­კან­დე­ლი­ძე: "90-ი­ა­ნი წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, შე­ნო­ბე­ბის სა­თა­ნა­დო მოვ­ლა არ ხდე­ბო­და, წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის, კა­ნა­ლი­ზა­ცი­ის და სა­ხუ­რა­ვის და­ზი­ა­ნე­ბის გა­მო, კორ­პუ­სე­ბის ფუნ­და­მენ­ტში წყა­ლი იღ­ვრე­ბო­და და ფუნ­და­მენტს აზი­ა­ნებ­და. ზუსტ პრო­ცენტს ვერ გეტყ­ვით, მაგ­რამ კორ­პუ­სე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი დღეს ამორ­ტი­ზე­ბუ­ლი­ა, ზო­გი მე­ტად, ზო­გი ნაკ­ლე­ბად, ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­უვ­ლე­ლი კი დევ­ნილ­თა შე­ნო­ბე­ბი­ა.

პრო­ექ­ტე­ბის მი­ხედ­ვით, სე­ის­მუ­რი თვალ­საზ­რი­სით უფრო სა­ში­შია ამორ­ტი­ზე­ბული შენობები. სხვა­თა შო­რის მი­წის­ძვრებს ე.წ. ხრუ­შჩოვ­კე­ბი უფ­რო უძ­ლე­ბენ, რად­გან მსხვი­ლი კა­ლიბ­რის ბლო­კი­თა და ასეთივე პა­ნე­ლე­ბი­თაა ნა­შე­ნი. რაც შე­ე­ხე­ბა ახალ კორ­პუ­სებს, 2004 წელს მა­თი შე­მოწ­მე­ბა და­ვიწყ­ეთ, თუმ­ცა ბევ­რი შე­ნო­ბი­დან გა­მოგ­ვყა­რეს და შე­მოწ­მე­ბის სა­შუა­ლე­ბა არ მოგ­ვცეს, ამი­ტომ მხო­ლოდ 40 კორ­პუ­სის შე­მოწ­მე­ბა მო­ვას­წა­რით, აქე­დან უმ­რავ­ლე­სო­ბა ბე­ტო­ნის სიმ­ტკი­ცის სტან­დარ­ტებს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. 300 მარ­კის ნაც­ვლად 150 მარ­კამ­დე ძლივს აღ­წევ­და. მრგვალ ბაღ­თან, ქო­ბუ­ლე­თის აღ­მარ­თზე მდე­ბა­რე ახა­ლა­შე­ნე­ბუ­ლი კორ­პუ­სის ბე­ტო­ნის სიმ­ტკი­ცე კი მხო­ლოდ 100 მარ­კას აღ­წევ­და და მი­სი დან­გრე­ვა მო­ვითხ­ო­ვეთ, მაგ­რამ ვინ დაგ­ვი­ჯე­რა?! ამ კორ­პუ­სის მცხოვ­რებ­თა სი­ცოცხ­ლე მუდ­მი­ვად საფ­რთხე­ში­ა. ბო­ლო წლებ­ში აშე­ნე­ბულ კორ­პუს­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა კა­რკა­სუ­ლი ტი­პი­სა­ა, ასეთ შე­ნო­ბებს კი "მკვლელ შე­ნო­ბებ­საც" უწო­დე­ბენ.

იმ ფონ­ზე, რო­ცა მთელ მსოფ­ლი­ო­ში სე­ის­მუ­რი მაჩ­ვე­ნებე­ლი გა­ი­ზარ­და და სამ­შე­ნებ­ლო სტან­დარ­ტმა 8 ბა­ლამ­დე აი­წი­ა, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხელ­მწი­ფო უწყ­ე­ბე­ბი ახალ მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე ნე­ბარ­თვას ისე იძ­ლე­ვი­ან, პრო­ექტს და მო­სა­ლოდ­ნელ რის­კებს არც კი სწავ­ლო­ბენ.

კი­დევ ერ­თი დი­დი პრობ­ლე­მა თვით­ნე­ბუ­რი მი­შე­ნე­ბე­ბი­ა, რომ­ლებ­საც ელი­ა­ვას მუ­შებს აშე­ნე­ბი­ნე­ბენ, მათ კი მშე­ნებ­ლო­ბის სტან­დარ­ტებ­ზე კი არა, ზო­გა­დად მშე­ნებ­ლო­ბა­ზეც არა აქვთ წარ­მოდ­გე­ნა და ლუკ­მა­პუ­რის შოვ­ნისთვის ყვე­ლაფ­რის ცოდ­ნას იბ­რა­ლე­ბენ. ის, რომ თბი­ლი­სი სე­ის­მუ­რი თვალ­საზ­რი­სით ასე­თი რის­კე­ბის ქვეშ დგას, სა­ხელ­მწი­ფოს ბრა­ლი­ა".

მარი ონეზაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია