ანჯელინა ჯოლის ქველმოქმედებისთვის ჯილდოს გადასცემენ

ანჯელინა ჯოლის ქველმოქმედებისთვის ჯილდოს გადასცემენ

მსახიობი ანჯელინა ჯოლი ჰოლივუდში თავის დამკვიდრების პირველივე დღიდან ქველმოქმედებაში აქტიურად ჩაერთო.

ვარსკვლავი საკუთარი ხელფასის ნახევარზე მეტს სხვადასხვა ორგანიზაციებს ურიცხავს და უამრავი ქვეყნის გაჭირვებულ ბავშვებსა და ქალებს უანგაროდ ეხმარება. ანჯელინას არც მსოფლიოს ცხელ წერტილებში მცხოვრები მოსახლეობა ავიწყდება და სახიფათო რეგიონებში ბავშვებისთვის სკოლებს ხსნის.

ნოემბერში საზეიმო ვითარებაში ანჯელინას ჯინ ჰერშოლტის სახელობის ქველმოქმედების ჯილდოს გადასცემენ.

შეგახსენებთ, მსახიობი გაეროს კეთილი ნების ელჩია. ვარსკვლავი ლტოლვილების საქმეებში სპეციალური ელჩიც გახდა. მსახიობი ათ წელზე მეტია, ამ საქმეს ემსახურება და ახლო აღმოსავლეთის უამრავ ქვეყანაში ყოფილა, დაზარალებული რეგიონების პრობლემების გადაწყვეტაშიც მიუღია აქტიური მონაწილეობა.

მომზადებულია justjared.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება