"სი­გა­რე­ტის გაძ­ვი­რე­ბა მწე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბას ვერ შე­ამ­ცი­რებს"

"სი­გა­რე­ტის გაძ­ვი­რე­ბა მწე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბას ვერ შე­ამ­ცი­რებს"

სი­გა­რე­ტის გაძ­ვი­რე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გა ხა­ნია ლა­პა­რა­კო­ბენ, თუმ­ცა ამ დღე­ებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბა უკ­ვე რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე დად­გა - 1-ლი სექ­ტემ­ბრი­დან თამ­ბა­ქოს აქ­ცი­ზის ღი­რე­ბუ­ლე­ბა გა­ი­ზარ­და: ფილ­ტრი­ა­ნი სი­გა­რე­ტი­სათ­ვის აქ­ცი­ზის არ­სე­ბუ­ლი გა­ნაკ­ვე­თი 60-დან 75 თეთ­რამ­დე, ხო­ლო უფილ­ტრო­სათ­ვის - 15-დან 20 თეთ­რამ­დე გა­ი­ზარ­და. ამან სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე თამ­ბა­ქოს პრო­დუქ­ციის გაძ­ვი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია - გაძ­ვირ­და "ვინ­სტო­ნი", "მარ­ლბო­რო", "პარ­ლა­მენ­ტი" და თამ­ბა­ქოს სხვა ნა­წარ­მი. მარ­თა­ლი­ა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მო­წე­ვის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა ოფი­ცი­ა­ლუ­რად არის გა­მოცხ­ა­დე­ბუ­ლი, მაგ­რამ სპე­ცი­ა­ლის­ტთა აზ­რით, მსგავ­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით შე­დეგს ვერ მი­ვაღ­წევთ, სა­მა­გი­ე­როდ, გა­იზ­რდე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს შე­მო­სა­ვა­ლი. ამ მო­საზ­რე­ბას იზი­ა­რებს ექ­სპერ­ტი ეკო­ნო­მი­კის სა­კითხ­ებ­ში ვა­ჟა ბე­რი­ძე:

- ჩე­მი აზ­რით, სი­გა­რე­ტის გაძ­ვი­რე­ბა მწე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბას ვერ შე­ამ­ცი­რებს, რად­გან 15-20 ან თუნ­დაც 60 თეთ­რით გაძ­ვი­რე­ბა მწე­ველს სი­გა­რე­ტის მო­წე­ვა­ზე ხელს ვერ აა­ღე­ბი­ნებს. სი­გა­რე­ტის ფა­სი ხუ­თი­-ექ­ვსი ლა­რი რომ გახ­დეს, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც კა­ტე­გო­რი­ამ თა­ვი და­ა­ნე­ბოს, თუმ­ცა ასე­თი მკვეთ­რი ზრდა ფეთ­ქე­ბად­სა­შიშ სი­ტუ­ა­ცი­ას ქმნის და ამი­ტო­მაც არც ერ­თი სა­ხელ­მწი­ფო ამას არ იზამს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ მკვეთ­რი გაძ­ვი­რე­ბა უფ­რო ეფექ­ტუ­რი გზაა თამ­ბა­ქო­ზე უა­რის სათ­ქმე­ლად. ამა­ვე დროს, მსოფ­ლი­ოს მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის გა­მოც­დი­ლე­ბა ადას­ტუ­რებს, რომ ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და იმის ახ­სნა­ა, რომ თამ­ბა­ქო მარ­თლაც ძალ­ზე სა­ში­შია ჯან­მრთე­ლო­ბი­სთ­ვის. თუმ­ცა, რა­ღა სხვა ქვეყ­ნებ­ში მივ­დი­ვართ, მე თვი­თონ ვი­ყა­ვი თამ­ბა­ქოს მომ­ხმა­რე­ბე­ლი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, მაგ­რამ მო­წე­ვა მა­შინ შევ­წყვი­ტე, რო­ცა ბო­ლომ­დე გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე მი­სი მავ­ნებ­ლო­ბა. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ჩემს თავს შეძ­ლე­ბულ ადა­მი­ან­თა კა­ტე­გო­რი­ას არ მი­ვა­კუთ­ვნებ, ვა­ღი­ა­რებ, რომ სი­გა­რეტს ჩემს ფი­ნა­ნ­სებ­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნა არა­სო­დეს მო­უხ­დე­ნი­ა. რო­გორც ვთქვი, ეს გაძ­ვი­რე­ბა მწე­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბას ვერ შე­ამ­ცი­რებს, სა­მა­გი­ე­როდ, ქმნის საფ­რთხეს, რომ ქვე­ყა­ნა­ში სი­გა­რე­ტის კონ­ტრა­ბან­და და­იწყ­ოს. ჩე­მი აზ­რით, ეს არ იქ­ნე­ბა "აკ­რძა­ლუ­ლი ხი­ლის" ეფექ­ტი, რად­გან მწე­ვე­ლი გაძ­ვი­რე­ბულ სი­გა­რეტს მა­ინც შე­ი­ძენს. დავ­ფიქ­რდეთ, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი ეწე­ვა იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ თამ­ბა­ქოს მავ­ნებ­ლო­ბის შე­სა­ხებ კარ­გად იცის­. აქ­ცი­ზის გაძ­ვი­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს შე­მო­სავ­ლე­ბის ზრდა კი მარ­თლაც მო­სა­ლოდ­ნე­ლი­ა, სა­მა­გი­ე­როდ, ამ გაძ­ვი­რე­ბით და­ზა­რალ­დე­ბა და­ბა­ლი ფე­ნა, რომ­ლის­თვი­საც იმ 20 თეთ­რსაც დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ბო­ლოს კი უნ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ თამ­ბა­ქოს, ალ­კო­ჰო­ლი­სა და სხვა არა­სა­სურ­ველი პრო­დუქ­ცი­ი­სად­მი ასე­თი მიდ­გო­მა ძა­ლი­ან ბევრ ქვე­ყა­ნა­შია პო­პუ­ლა­რუ­ლი, თუმ­ცა ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის მავ­ნე პრო­დუქ­ცი­ა­ზე ფა­სე­ბის მო­მა­ტე­ბა ყო­ველ­თვის სე­რი­ო­ზულ სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებს ქმნის.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია