საქართველოში კვლავ წლიური დეფლაცია დაფიქსირდა

საქართველოში კვლავ წლიური დეფლაცია დაფიქსირდა

საქართველოში კვლავ წლიური დეფლაცია დაფიქსირდა. "საქსტატის" ინფორმაციით, 2013 წლის აგვისტოში 2012 წლის აგვისტოსთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0,4% შეადგინა. მიმდინარე წლის ივლისთან შედარებით კი, ინფლაციის დონე 0%-ის ნიშნულზეა. საშუალოწლიურმა ინფლაციამ აგვისტოში კი -0,8% შეადგინა და ეს ციფრი მაისიდან მოყოლებული სტაბილურად არ იცვლება.

აგვისტოში ივლისთან შედარებით, ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,8%-ით. ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფი ჯამში 1%-ით გაძვირდა. ფასების მატება დაფიქსირდა თამბაქოს ნაწარმზე (1,5%).

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 0,2%-ით. ფასების მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა ხილის და ყურძნის ქვეჯგუფზე (-14,6 %). ამასთან, ფასები გაიზარდა რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე (5,3%).

12-თვიან პერიოდში ტრანსპორტის ჯგუფზე ფასები შემცირდა 3,2%-ით. ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში -0,43 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-7,8%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციაზე (-4,3%).

სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 1,2%-ით შემცირდა. ფასების კლება დაფიქსირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-7,7%), თევზეული (-6,6%) ხორცი და ხორცის პროდუქტები (-2,6%). ამასთან, ფასები გაიზარდა პურსა და პურის პროდუქტებზე (2%)

ერთ წელიწადში ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4,6%-ით. მათ შორის ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება 13,4%-ით არის გაძვირებული.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ