დაკარგულები - სა­ქარ­თვე­ლო­ში ათასამდე ადა­მი­ა­ნი გა­ვი­და სახ­ლი­დან და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა

დაკარგულები - სა­ქარ­თვე­ლო­ში ათასამდე ადა­მი­ა­ნი გა­ვი­და სახ­ლი­დან და აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა

ახ­ლა­ხან აჭა­რა­ში გა­უ­ჩი­ნა­რე­ბული 17 წლის და­რე­ჯან დი­ა­სა­მი­ძე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სატ­კი­ვა­რი გახ­და. მას სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან ერ­თად მთე­ლი სო­ფე­ლი და რა­ი­ო­ნი დღემ­დე ეძებს, მაგ­რამ მის გზა-­კვალს ვე­რა­ვინ მი­აკ­ვლი­ა. სამ­წუ­ხა­როდ, ასე­თი რამ არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი ში­ნი­დან გა­დი­ან და აღარ ბრუნ­დე­ბი­ან... მათ ეძე­ბენ, ვერ პო­უ­ლო­ბენ და წლო­ბით ლო­დი­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ახ­ლობ­ლე­ბი მა­თი დაბ­რუ­ნე­ბის იმედს მა­ინც არ კარ­გა­ვენ...

ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ათასამდე უგ­ზო­-უკ­ვლოდ და­კარ­გუ­ლია აღ­რიცხ­უ­ლი. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მშვი­დო­ბი­ან პე­რი­ოდ­ში გა­უ­ჩი­ნარ­დნენ, აქ არ იგუ­ლის­ხმე­ბა საბ­რძო­ლო მოქ­მე­დე­ბებ­ში, სა­მი კონ­ფლიქ­ტის შე­დე­გად და­კარ­გუ­ლი 2000-მდე პი­რი. "ა­და­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ცენ­ტრის" დახ­მა­რე­ბით "ყვე­ლა სი­ახ­ლემ" რამ­დე­ნი­მე გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის ოჯა­ხი მო­ი­ძი­ა.

2001 წელს, მშვიდობიანობის პერიოდში, გალის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბურხინჯში სამი ძმა - ხვიჩა, ჟიულერი და გოჩა ძანძავები შეიარაღებულმა პირებმა გაიყვანეს სახლიდან და მათი კვალი დღემდე არ ჩანს.

ბელა დოჩია, ერთ-ერთი დაკარგული ძმის, ხვიჩა ძანძავას მეუღლე:

- 26 იანვარი იყო, საღამოს 9 საათი, ყველანი შინ ვიყავით. ბავშვები პატარები იყვნენ, ეძინათ (მე და ხვიჩას 2 შვილი გვყავს, ჩემს მაზლს - 4, მესამე ძმა კი უცოლო იყო). ხმაური შემოგვესმა და ჩემი მეუღლე და დედამთილი გავიდნენ, გავიგებთ, რა ხდებაო. ნახეს ორმოცამდე შეიარაღებული და ნიღბიანი ადამიანი, მათ ჩემი დედამთილი დაიჭირეს, ახლავე გვითხარი დანარჩენი შვილების ადგილსამყოფელიო, თან შესაშინებლად ისროლეს. ჩემი მაზლები გვერდით ეზოში ცხოვრობდნენ. სამივე მათგანი გაკოჭეს, პირი აუკრეს, იანვრის სუსხში პერანგისამარა და ფეხშიშველა მალულად, სახლის უკანა ეზოდან გაიყვანეს. დღემდე ვერ გავარკვიეთ, ვინ იყვნენ და რა უნდოდათ. არც ის ვიცით, ძმები ცოცხლები არიან თუ მკვდრები, 12 წელია ამაოდ ვეძებთ. საქმეში "წითელი ჯვარიც" იყო ჩართული, ერთი წლის წინ აღრიცხვაზე აგვიყვანეს, ყველა მონაცემი ჩაიწერეს და დახმარებას შეგვპირდნენ. იმედი მომეცა, იქნებ ახლა მაინც დაგვადგეს საშველი და ის მაინც გავარკვიოთ, ცოცხლები არიან თუ მკვდრები. 30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე იყო. ღონისძიებაში ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა.

2010 წლის 17 სექ­ტემ­ბერს გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვაჩ­ნა­ძი­ან­ში უგ­ზო­-უკ­ვლოდ და­ი­კარ­გა 17 წლის გი­გა ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ბი­ძის ოჯახს რთველ­ში ეს­ტუმ­რა. უშე­დე­გო ძებ­ნის შემ­დეგ პო­ლი­ცი­ამ გი­გა ელიზ­ბა­რაშ­ვი­ლი უგ­ზო­-უკ­ვლოდ და­კარ­გუ­ლად გა­მო­აცხ­ა­და. რამ­დე­ნი­მე ხნის შემ­დეგ კი სოფ­ლის ერ­თ-ერ­თმა მკვიდ­რმა შემ­თხვე­ვით იპო­ვა ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი, 200 მეტ­რში კი გვა­მის თა­ვის ქა­ლა, ტან­საც­მე­ლი და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი. ეს ნივ­თე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გი­გა ელიზ­ბა­რაშ­ვილს ეკუთ­ვნო­და... რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ დე­დოფ­ლის­წყა­როს რა­ი­ო­ნის სო­ფელ არ­ხი­ლოს­კა­ლო­ში და­ი­კარ­გა 14 წლის ვა­სილ წიკ­ლა­უ­რი, რო­მე­ლიც 2010 წლის 26 სექ­ტემბერს, დღი­სით, უახ­ლო­ეს მე­გო­ბარ და­ვით ბურ­დულ­თან ერ­თად გა­ვი­და ში­ნი­დან. მშობ­ლე­ბი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არი­ან, რომ მა­თი შვი­ლის მე­გო­ბარ­მა იცის სი­მარ­თლე, მაგ­რამ მა­ლავს. ჩვენ და­

კარ­გუ­ლის მა­მას, თა­მაზ წიკ­ლა­ურს გა­ვე­სა­უბ­რეთ:

- ვა­სი­კოს გა­უ­ჩი­ნა­რე­ბი­დან სა­მი წე­ლი გა­ვი­და და ვე­რა­ნა­ირ კვალს ვერ მი­ვა­გე­ნით. არ ვი­ცით, ცამ ჩაყ­ლა­პა თუ მი­წამ... ერ­თი კვი­რის წინ პო­ლი­ცი­ის უფ­როს­თან ავე­დი, მითხ­რა, თქვენს შვილს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ვე­ძებ­თო. თუ ეძე­ბენ, შე­იძ­ლე­ბა, ამ­დე­ნ ხა­ნს ვერ ეპო­ვათ?

- რა ვი­თა­რე­ბა­ში გა­უ­ჩი­ნარ­და თქვე­ნი შვი­ლი?

- იმ დღეს ვა­სი­კოს მე­გო­ბა­რი, და­თო ბურ­დუ­ლი მო­ვი­და ჩვენ­თან, უთხ­რა, ჭი­გო­ზე წა­ვი­დე­თო. ტყეს­თან ახ­ლოს ვცხოვ­რობთ, მე­გო­ბა­რი ამ­ბობს, 2 სა­ა­თი ფერ­დობ­ზე ვის­ხე­დი­თო. თუმ­ცა ჩემ­მა მე­ო­რე ვაჟ­მა ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში მი­ა­კითხ­ათ, მაგ­რამ იმ ად­გილ­ზე არა­ვინ დახ­ვედ­რი­ა. 3 სა­ათ­ზე და­თო მო­ვი­და, ვა­სი­კო იკითხ­ა, თან ჩვე­ნი მე­ძე­ბა­რი ძაღ­ლი მო­იყ­ვა­ნა უკან. ბი­ჭე­ბი მე­გობ­რობ­დნენ და უერ­თმა­ნე­თოდ არ­სად და­დი­ოდ­ნენ. პო­ლი­ცი­ამ კი­ნო­ლო­გე­ბიც მო­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ კვალს ვერ მი­აგ­ნეს. ვა­სი­კო მარ­ტო არ­სად წა­ვი­დო­და... მას შემ­დეგ ვეხ­ვე­წე­ბით და­თოს, სი­მარ­თლე თქვას, პო­ლი­ცი­აც ცდი­ლობ­და მის გა­მო­ტე­ხას, მაგ­რამ ამ­ბობს, არა­ფე­რი ვი­ცი, ძაღ­ლის გა­სა­სე­ირ­ნებ­ლად წა­ვი­და და მას შემ­დეგ აღარ მი­ნა­ხავ­სო. მან ნამ­დვი­ლად იცის სი­მარ­თლე და მა­ლავს. სად­მე რომ გა­და­ჩე­ხი­ლი­ყო, ან წყალ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი­ყო, აქამ­დე ხომ გა­მოჩ­ნდე­ბო­და ბავ­შვი?! ვფიქ­რობ, ვი­ღა­ცამ წა­იყ­ვა­ნა, მი­სი მე­გო­ბა­რი კი და­ნა­შა­უ­ლის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ა. შე­იძ­ლე­ბა სუ­ლაც ტრე­ფი­კინ­გის მსხვერ­პლი გახ­და, იქ­ნებ სა­მუ­შა­ოდ წა­იყ­ვა­ნეს თურ­ქეთ­ში...

სა­ა­კაშ­ვი­ლი იყო ჩვენს რა­ი­ონ­ში ჩა­მო­სუ­ლი, პი­რა­დად გა­და­ვე­ცი წე­რი­ლი, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი რე­ა­გი­რე­ბა არ ყო­ფი­ლა.

რა­ტომ­ღაც გულ­თან არა­ვინ მი­ი­ტა­ნა ჩვე­ნი ტრა­გე­დი­ა. პო­ლი­ცია მე­უბ­ნე­ბა, ცხელ კვალ­ზე უნ­და გახ­სნი­ლი­ყო საქ­მე, ახ­ლა ძნე­ლი­ა­ო. მა­შინ თა­ვი­დან­ვე და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლიყ­ვნენ, და­ლოც­ვი­ლე­ბი. ახალ მთავ­რო­ბა­საც მივ­მარ­თე, შე­ვი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბე­ბი იუს­ტი­ცი­ის და შს მი­ნის­ტრე­ბის, მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის სა­ხელ­ზე, მაგ­რამ არა­ვინ შე­მოგ­ვხმი­ა­ნე­ბი­ა. იმე­დი მაქვს, გა­მოჩ­ნდე­ბა ჩე­მი შვი­ლი. წე­სი­ე­რი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი გა­მომ­ძი­ებ­ლის ხელ­ში ეს საქ­მე უც­ბად გა­იხ­სნე­ბო­და. 14 წლის ბავ­შვის და­კარ­გვა გულ­თან ხომ უნ­და მი­ე­ტა­ნათ? ვა­სი­კო სპორ­ტსმე­ნი იყო, ხუ­თი წე­ლი ჭი­და­ობ­და, ჰქონ­და მიღ­წე­ვე­ბი, 12 ოქ­ტომ­ბერს შე­ჯიბ­რე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბო­და. ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი და ჯან­სა­ღი ბი­ჭი თვალ­სა და ხელს შუა გაქ­რა. მთე­ლი სო­ფე­ლი და რა­ი­ო­ნი ვე­ძებ­დით, მაგ­რამ რა?! გა­მო­რიცხ­უ­ლი­ა, სახ­ლი­დან გაქ­ცე­უ­ლი­ყო. სკო­ლის­თვის მო­ვამ­ზა­დეთ, ახა­ლი ტან­საც­მე­ლი ვუ­ყი­დეთ. შინ პა­ტა­რა მა­ღა­ზია გვქონ­და, ფუ­ლიც ისეთ ად­გი­ლას იდო, ოჯახ­ში ყვე­ლამ იცო­და. ბავშვს არც ახა­ლი ტან­საც­მე­ლი ჩა­უც­ვამს, არც ფუ­ლი აუ­ღი­ა, რე­ზი­ნის ჩექ­მე­ბით და სპორ­ტუ­ლე­ბით გა­ვი­და სახ­ლი­დან...

- მკვლე­ლო­ბას გა­მო­რიცხ­ავთ?

- გა­მოვ­რიცხ­ავ. თუ მოკ­ლეს 14 წლის ბავ­შვი, სად გა­და­მა­ლავ­დნენ გვამს?

თეა წიკ­ლა­უ­რი, ვა­სი­კოს დე­და:

- ბავ­შვი სპე­ცი­ა­ლუ­რად არის გაყ­ვა­ნი­ლი სახ­ლი­დან, სხვა ვერ­სია აღარ გვაქვს. ასე რომ არ იყოს, ან მკვდა­რი გა­მოჩ­ნდე­ბო­და, ან ცოცხ­ა­ლი. მის­მა მე­გო­ბარ­მა ყვე­ლა­ფე­რი იცის, მაგ­რამ არა­ვინ გა­მოჩ­ნდა პატ­რო­ნი, რომ ნორ­მა­ლუ­რად და­ე­კითხ­ათ. მე ხომ ვხე­დავ­დი, რა ხდე­ბო­და პო­ლი­ცი­ა­ში? დე­და­მი­სი იქ მუ­შა­ობ­და დამ­ლა­გებ­ლად და ისე, ზე­რე­ლედ და­ი­კითხა ეს ბავ­შვი. გვე­უბ­ნე­ბი­ან, ცხელ კვალ­ზე უნ­და გახ­სნი­ლი­ყო ეს საქ­მეო და მარ­თა­ლიც არის. ბევ­რჯერ და­ვე­ლა­პა­რა­კეთ ვა­სი­კოს მე­გო­ბარს, ყვე­ლა­ნა­ი­რად მი­ვუ­დე­ქით, მუ­ქა­რით, მო­ფე­რე­ბით, ოღონდ რო­გორ­მე ეთ­ქვა სი­მარ­თლე, მაგ­რამ არა­ფერ­მა გაჭ­რა. პირ­ვე­ლად რაც თქვა, დღემ­დე იმას იმე­ო­რებს, არა­და, ეტყ­ო­ბა, რომ ტყუ­ის.

- არ­სე­ბობს სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბე­ბი?

- რა­ტომ მო­ვი­და და გა­იყ­ვა­ნა ჩე­მი შვი­ლი სახ­ლი­დან, ვერ გა­ვი­გეთ. თით­ქოს ჭი­გოს მო­სა­ტა­ნად მი­დი­ო­და, მაგ­რამ ეს ტყუ­ი­ლი­ა, რად­გან წვი­მი­ა­ნი და ნის­ლი­ა­ნი დღე იყო; თქვა, საყ­ვა­ვი­ლე უნ­და შე­მო­მე­ღო­ბა­ო, არა­და, შე­მო­ღო­ბი­ლი ჰქონ­დათ და აღარც ყვა­ვი­ლე­ბის დრო იყო; სახ­ლი­და­ნაც არა­ფე­რი წა­მო­უ­ღია ჭი­გოს მო­საჭ­რე­ლად, რო­გორც ამ­ბობს, ჩე­მი შვი­ლის იმედ­ზე წა­მო­ვი­და... ბევ­რი სა­ეჭ­ვო გა­რე­მო­ე­ბაა - თქვა, 3 სა­ა­თამ­დე ფერ­დობ­ზე ვი­ჯე­ქი­თო, არა­და, ჩე­მი მე­ო­რე ბი­ჭი ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში უკან და­ე­დევ­ნათ და თუ იქ ის­ხდნენ, რა­ტომ ვერ და­ი­ნა­ხა? მე­რე გვითხ­რა, ვა­სი­კომ თო­ფის ხმა გა­ი­გო­ნა და ძაღ­ლი ტყე­ში წა­იყ­ვა­ნა გა­სა­ტა­რებ­ლა­დო. რო­ცა ძაღ­ლი მოგ­ვიყ­ვა­ნა, მა­შინ რა­ტომ არ გვითხ­რა, რომ ტყე­ში წა­ვი­და, ხომ მა­შინ­ვე მოვ­ძებ­ნი­დით.

2005 წლის 28 ივ­ნისს მარ­ნე­უ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­დახ­ლო­ში 56 წლის სად­რა­დინ ფა­ლან­გო­ვი გა­უ­ჩი­ნარ­და. იგი სა­უ­დის არა­ბეთ­ში, მუს­ლი­მან­თა წმინ­და ად­გილ­ზე, მე­ქა­ში იყო ნამ­ყო­ფი, ამი­ტომ მეტ­სა­ხე­ლად გა­რა მო­ლას ეძახ­დნენ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, გა­რა მო­ლა სო­ფელ­ში დი­დი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობ­და, ვინც თავს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან და­ჩაგ­რუ­ლად მი­იჩ­ნევ­და დახ­მა­რე­ბას მას სთხოვ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვი­ა, რომ მის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბამ­დე სა­მი თვით ად­რე, 2005 წლის მარ­ტში, სა­დახ­ლო­ში გა­ი­მარ­თა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ა, რომ­ლის ერ­თ-ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი სად­რა­დინ ფა­ლან­გო­ვი იყო.

აი­აზ ფა­ლან­გო­ვი, და­კარ­გუ­ლი სად­რა­დი­ნის ვა­ჟი:

- 8 წე­ლი­ა, რაც მა­მა­ჩე­მი გა­უ­ჩი­ნარ­და, პო­ლი­ცია და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვე­უბ­ნე­ბა, რომ ეძე­ბენ და მუ­შა­ო­ბენ, მაგ­რამ სა­ა­მი­სოდ არა­ფერს აკე­თე­ბენ. პრო­კუ­რა­ტუ­რა­შიც შე­ვი­ტა­ნეთ გან­ცხა­დე­ბა, მაგ­რამ პა­სუ­ხი ჯერ არ მიგ­ვი­ღი­ა. სა­ნამ მა­მა გა­უ­ჩი­ნარ­დე­ბო­და, სა­დახ­ლო­ში მი­ტინ­გი გა­ი­მარ­თა, რო­მელ­ზეც ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, გამ­გე­ო­ბი­სა და პო­ლი­ცი­ის გა­ნუ­კითხ­ა­ო­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. აქ ხომ იმ­ხა­ნად სრუ­ლი ანარ­ქია სუ­ფევ­და!

მი­ტინ­გის შემ­დეგ მა­მა­სა და ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის შეხ­ლა-­შე­მოხ­ლა მოხ­და. ჩვენც და სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბაც მის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბას სწო­რედ ამ მი­ტინგს ვუ­კავ­ში­რებთ. გა­მო­რიცხ­უ­ლია მას რა­ი­მე და­ნა­შა­ულ­თან ჰქო­ნო­და კავ­ში­რი. იმ წელს მარ­ნე­ულ­ში პრე­ზი­დენ­ტი ჩა­მო­ვი­და და მა­მას მას­თან უნ­დო­და შეხ­ვედ­რა, მაგ­რამ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს და მხო­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლის წას­ვლის შემ­დეგ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით, მა­მა მოკ­ლუ­ლი­ა, თუმ­ცა მი­სი გვა­მი ნა­პოვ­ნი არ არის. იმე­დი გვაქვს, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში მა­ინც გა­იხ­სნე­ბა ეს საქ­მე და დად­გინ­დე­ბა სი­მარ­თლე.

სამართალდამცველები გვირჩევენ

ყურადღება მიაქციეთ, როგორი ტანსაცმელი აცვიათ შინიდან გასვლისას თქვენს ახლობლებსა და ოჯახის წევრებს, განსაკუთრებით არასრულწლოვნებს, ბავშვებსა და მოხუცებს.

დაინტერესდით თქვენი ახლობლების ამხანაგების წრით, იცოდეთ მათი მისამართი და ტელეფონის ნომერი. ასწავლეთ ბავშვებს არასტანდარტულ სიტუაციებში ქცევის წესები.

სასურველია გქონდეთ მონაცემები თქვენი ახლობლების ფულადი გზავნილებისა და, ზოგადად, არსებული თანხის შესახებ.

შეინახეთ ოჯახის წევრებისა და ახლობლების მკაფიო და ახალი ფოტოსურათები.

თუ თქვენს ახლობლებს აქვთ ძვირფასი ნივთები ან სამკაულები, რომლებსაც ყოველთვის თან ატარებენ, სასურველია, რომ ამ ნივთების ამსახველი ფოტოსურათები და სანომრე ნიშნები შინ გქონდეთ.

თუ თქვენს ახლობლებში არიან ისეთები, რომლებსაც მეხსიერების ან ორიენტაციის პრობლემები აქვთ, მათ თან უნდა იქონიონ პირადი მონაცემები (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და საცხოვრებელი ადგილის მისამართი). ასეთი მონაცემები შესაძლებელია მათ ტანსაცმელსაც მიაკეროთ.

როგორ ეძებენ მსოფლიოში უგზო-უკვლოდ დაკარგულებს

იაპონიაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნა პოლიციას ევალება. გარდა პოლიციისა, დაკარგულების ძებნით კერძო სააგენტოების დეტექტივები არიან დაკავებულები. არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია - "დახმარების იაპონური ასოციაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსაძებნად", რომლის ვებგვერდზე მოცემულია იმ ადამიანთა სია, რომლებსაც ახლობლები და მეგობრები ეძებენ. აშშ სტატისტიკას დაკარგულ ადამიანებზე 1975 წლიდან აწარმოებს. 2006 წელს შეიქმნა ნაციონალური ელექტრონული საძიებო სისტემა NAMUS-ი, რომელსაც ყველა დაკარგულზე აქვს "ფაილი". ეს "ფაილები" ყველასთვის ხელმისაწვდომია. ამის პარალელურად, მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციაა დაკავებული დაკარგული ადამიანების ძიებით. ცნობილია, მაგალითად, "პოლ კლასის ფონდი", რომელიც კალიფორნიაში 1993 წელს საკუთარი საძინებლიდან მოტაცებული გოგონას სახელს ატარებს. მექსიკაში, გენერალურმა პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნეს სპეციალური ორგანო, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგულ ადამიანთა ძებნით იქნება დაკავებული. ესპანეთში დაკარგულების საქმეებს იძიებენ როგორც სახელმწიფო, აგრეთვე სხვადასხვა არაკომერციული ორგანიზაციები და ასოციაციები. ბრიტანეთში 2008 წელს, პოლიციის სამსახურთან შეიქმნა დაკარგულების ძებნის ნაციონალური ბიურო, რომელიც ამჟამად დაკარგული ადამიანების საქმეებში პოლიციის მუშაობას კოორდინაციას უწევს.

ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია