სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
''სურამელაშვილს პრეზიდენტობა უნდა? გასალახია, აბა, რა არის?!''
''სურამელაშვილს პრეზიდენტობა უნდა? გასალახია, აბა, რა არის?!''

ირაკ­ლი წე­რე­თე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რო­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა. წო­ნის კლე­ბა 25-დღი­ა­ნი შიმ­ში­ლო­ბი­დან და­ი­წყო. ახლა დი­ე­ტას იცავს, ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ძლი­ე­რი და სიმ­პა­თი­უ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი სჭირ­დე­ბა. ამის­თვის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც უნდა გა­ი­უმ­ჯო­ბე­სოს. დღეს სწო­რედ პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებ­ზე, საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტებ­ზე ვე­სა­უბ­რეთ.

- ეს საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი 1921 წლის ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტად ლე­გი­ტი­მუ­რი კონ­სტი­ტუ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით უკა­ნო­ნოა. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ლე­გი­ტი­მუ­რი კონ­სტი­ტუ­ცია პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუტს არ ცნობს, ამი­ტომ ყვე­ლა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, რო­მე­ლიც დღემ­დე ჩა­ტა­რე­ბუ­ლა, არის უკა­ნო­ნო და არა­ლე­გი­ტი­მუ­რი. ამი­ტომ მე ამ არ­ჩევ­ნებს, რო­გორც პრო­ცესს, ვუ­ყუ­რებ უარ­ყო­ფი­თად.

- ამი­ტომ არ მო­ნა­წი­ლე­ობთ?

- ეს მთა­ვა­რი მი­ზე­ზია, წმინ­და სა­მარ­თლებ­რივ-იდე­ურ-მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი. არის პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზიც. დღეს წარ­მოდ­გე­ნი­ლი კან­დი­და­ტე­ბით ეს არ­ჩევ­ნე­ბი არის სა­სა­ცი­ლო და სა­მას­ხა­რაო. მე მო­უ­წო­დებ ქარ­თველ ერს, რომ არ მი­ვი­დეს ამ არ­ჩევ­ნებ­ზე.

- მაშ, რა ვქნათ, ისევ სა­ა­კაშ­ვილს და­ვუ­ტო­ვოთ პრე­ზი­დენ­ტო­ბა?

- მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მი­დის და უნდა შეს­რულ­დეს 1921 წლის კონ­სტი­ტუ­ცია. ქვეყ­ნის სა­თა­ვე­ში არის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ანუ მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე.

- რო­მე­ლიც წას­ვლას აპი­რებს...

- წას­ვლას აპი­რებს და სხვას აირ­ჩევს პარ­ლა­მენ­ტი. ჯერ ერთი, რას ნიშ­ნავს, წას­ვლას აპი­რებს? რას მო­დი­ო­და, თუ ასე აპი­რებ­და წას­ვლას? მე მა­გის არც მოს­ვლა გამ­ხა­რე­ბია მა­ინ­ცდა­მა­ინც და არც წას­ვლა­ზე ავა­გებ დიდ ტრა­გე­დი­ას. ძა­ლი­ან არა­სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯია ამ­ხე­ლა მო­ლო­დი­ნის შემ­დეგ უკან და­ხე­ვა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ვერ ზი­დავ ტვირთს. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს რომ ეთ­ქვა, ერთ წე­ლი­წად­ში წა­ვა­ლო, ამ­დენ ხმას მი­ი­ღებ­და?!

- თქვა, მე რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს.

- წა­ვი­დეს, მისი წას­ვლა არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას არ ქმნის. ერ­თა­დერ­თი, რაც კარ­გი მოხ­და, შე­წყდა პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა. ამას მი­ვე­სალ­მე­ბი, მაგ­რამ მხო­ლოდ ეს არის ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ბედ­ნი­ე­რე­ბა?! ეკო­ნო­მი­კა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე, ამ არა­სე­რი­ო­ზულ პი­როვ­ნე­ბა­ზე უკეთ ვერ წარ­მარ­თა. სად არის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი? ყვე­ლაფ­რის ფას­მა მო­ი­მა­ტა, საწ­ვა­ვიც არ გა­ი­ა­ფე­ბუ­ლა. ე.ი. ვე­რა­ფე­რი ვერ გა­ა­კე­თა. მე დი­დად არ მი­ხა­რია ადა­მი­ა­ნე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბა, მაგ­რამ და­ი­ჭი­რეს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი, ვე­რა­ფე­რი და­უმ­ტკი­ცეს, გა­მო­უშ­ვეს. კი­დევ ჰყავთ სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში პი­როვ­ნე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ვე­რა­ფერს უმ­ტკი­ცე­ბენ. თუ ვე­რა­ფერს უმ­ტკი­ცე­ბენ მე­რა­ბიშ­ვილ­სა და ახა­ლა­ი­ას, მარ­ტო სა­ხე­ლი­სა და გვა­რის გამო აპა­ტიმ­რე­ბენ? სად არის და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თი?!

- საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტებს და­ვუბ­რუნ­დეთ...

- ბურ­ჯა­ნა­ძის, მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის, თარ­გა­მა­ძი­სა და ნა­თე­ლაშ­ვი­ლის გარ­და, ყვე­ლა სხვა კან­დი­და­ტი სა­სა­ცი­ლოა უბ­რა­ლოდ. მათ არა­ვინ იც­ნობს.

- რა­ტომ, გია სუ­რა­მე­ლაშ­ვილს არ იც­ნობთ?

- გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლი? მომ­ღე­რა­ლი რომ არის? თქვენ­გან გა­ვი­გე, მა­გა­საც პრე­ზი­დენ­ტო­ბა უნდა? გა­სა­ლა­ხია, აბა, რა არის, შე­აგ­რო­ვა ხელ­მო­წე­რე­ბი? ძა­ლი­ან ამაღ­ლდა ჩემს თვალ­ში პა­ა­ტა ბურ­ჭუ­ლა­ძე, ბევ­რად უფრო დიდი მომ­ღე­რა­ლი და ბევ­რად უფრო დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბის კაცი, რო­მელ­მაც უარი თქვა საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტო­ბა­ზე. პა­ვა­რო­ტი დიდი ადა­მი­ა­ნი იყო, მაგ­რამ პრე­ზი­დენ­ტო­ბა არას­დროს უც­დია. ეს რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?! სუ­რა­მე­ლაშ­ვილს ჩემ­თვის არა­ფე­რი და­უ­შა­ვე­ბია. გვახ­სოვს ეს კაცი, გა­დატ­რი­ა­ლე­ბა რომ მოხ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში, დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და თი­ნე­ი­ჯე­რებ­ში, მაგ­რამ მისი გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბა?! კარ­გი რა, ირაკ­ლი წე­რე­თე­ლი არ მო­ნა­წი­ლე­ობს არ­ჩევ­ნებ­ში და გია სუ­რა­მე­ლაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბა ხომ სა­სა­ცი­ლოა. სა­ზო­გა­დო­ე­ბის მას­ხრად აგ­დე­ბაა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

''სურამელაშვილს პრეზიდენტობა უნდა? გასალახია, აბა, რა არის?!''

''სურამელაშვილს პრეზიდენტობა უნდა? გასალახია, აბა, რა არის?!''

ირაკლი წერეთელი პოლიტიკური ლიდერობისთვის ემზადება. წონის კლება 25-დღიანი შიმშილობიდან დაიწყო. ახლა დიეტას იცავს, ამბობს, რომ საქართველოს ძლიერი და სიმპათიური პოლიტიკური ლიდერები სჭირდება. ამისთვის ფინანსური მდგომარეობაც უნდა გაიუმჯობესოს. დღეს სწორედ პოლიტიკურ ლიდერებზე, საპრეზიდენტო კანდიდატებზე ვესაუბრეთ.

- ეს საპრეზიდენტო არჩევნები 1921 წლის ერთადერთი ჭეშმარიტად ლეგიტიმური კონსტიტუციის თვალსაზრისით უკანონოა. დამოუკიდებელი საქართველოს ლეგიტიმური კონსტიტუცია პრეზიდენტის ინსტიტუტს არ ცნობს, ამიტომ ყველა საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც დღემდე ჩატარებულა, არის უკანონო და არალეგიტიმური. ამიტომ მე ამ არჩევნებს, როგორც პროცესს, ვუყურებ უარყოფითად.

- ამიტომ არ მონაწილეობთ?

- ეს მთავარი მიზეზია, წმინდა სამართლებრივ-იდეურ-მსოფლმხედველობრივი. არის პოლიტიკური მიზეზიც. დღეს წარმოდგენილი კანდიდატებით ეს არჩევნები არის სასაცილო და სამასხარაო. მე მოუწოდებ ქართველ ერს, რომ არ მივიდეს ამ არჩევნებზე.

- მაშ, რა ვქნათ, ისევ სააკაშვილს დავუტოვოთ პრეზიდენტობა?

- მიხეილ სააკაშვილი მიდის და უნდა შესრულდეს 1921 წლის კონსტიტუცია. ქვეყნის სათავეში არის პრემიერ-მინისტრი, ანუ მთავრობის თავმჯდომარე.

- რომელიც წასვლას აპირებს...

- წასვლას აპირებს და სხვას აირჩევს პარლამენტი. ჯერ ერთი, რას ნიშნავს, წასვლას აპირებს? რას მოდიოდა, თუ ასე აპირებდა წასვლას? მე მაგის არც მოსვლა გამხარებია მაინცდამაინც და არც წასვლაზე ავაგებ დიდ ტრაგედიას. ძალიან არასერიოზული ნაბიჯია ამხელა მოლოდინის შემდეგ უკან დახევა. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერ ზიდავ ტვირთს. წინასაარჩევნო კამპანიის დროს რომ ეთქვა, ერთ წელიწადში წავალო, ამდენ ხმას მიიღებდა?!

- თქვა, მე რამდენადაც მახსოვს.

- წავიდეს, მისი წასვლა არანაირ პრობლემას არ ქმნის. ერთადერთი, რაც კარგი მოხდა, შეწყდა პატიმრების წამება, შეურაცხყოფა. ამას მივესალმები, მაგრამ მხოლოდ ეს არის ჩვენი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ბედნიერება?! ეკონომიკა მიხეილ სააკაშვილზე, ამ არასერიოზულ პიროვნებაზე უკეთ ვერ წარმართა. სად არის ინვესტიციები? ყველაფრის ფასმა მოიმატა, საწვავიც არ გაიაფებულა. ე.ი. ვერაფერი ვერ გააკეთა. მე დიდად არ მიხარია ადამიანების დაპატიმრება, მაგრამ დაიჭირეს რამდენიმე ადამიანი, ვერაფერი დაუმტკიცეს, გამოუშვეს. კიდევ ჰყავთ საპატიმროებში პიროვნებები, რომლებსაც ვერაფერს უმტკიცებენ. თუ ვერაფერს უმტკიცებენ მერაბიშვილსა და ახალაიას, მარტო სახელისა და გვარის გამო აპატიმრებენ? სად არის დამამტკიცებელი საბუთი?!

- საპრეზიდენტო კანდიდატებს დავუბრუნდეთ...

- ბურჯანაძის, მარგველაშვილის, თარგამაძისა და ნათელაშვილის გარდა, ყველა სხვა კანდიდატი სასაცილოა უბრალოდ. მათ არავინ იცნობს.

- რატომ, გია სურამელაშვილს არ იცნობთ?

- გია სურამელაშვილი? მომღერალი რომ არის? თქვენგან გავიგე, მაგასაც პრეზიდენტობა უნდა? გასალახია, აბა, რა არის, შეაგროვა ხელმოწერები? ძალიან ამაღლდა ჩემს თვალში პაატა ბურჭულაძე, ბევრად უფრო დიდი მომღერალი და ბევრად უფრო დიდი დამსახურების კაცი, რომელმაც უარი თქვა საპრეზიდენტო კანდიდატობაზე. პავაროტი დიდი ადამიანი იყო, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს უცდია. ეს როგორ შეიძლება?! სურამელაშვილს ჩემთვის არაფერი დაუშავებია. გვახსოვს ეს კაცი, გადატრიალება რომ მოხდა საქართველოში, დიდი პოპულარობით სარგებლობდა თინეიჯერებში, მაგრამ მისი გაპრეზიდენტება?! კარგი რა, ირაკლი წერეთელი არ მონაწილეობს არჩევნებში და გია სურამელაშვილის პრეზიდენტობა ხომ სასაცილოა. საზოგადოების მასხრად აგდებაა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა