"112" განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს

"112" განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს

საქართველოში ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სსიპ "112"-ის დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "112"-დან აცნობეს, საქართველოში სინოპტიკოსები 4 სექტემბრის დღის მეორე ნახევრიდან, 5 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის მკვეთრ გაუარესებას პროგნოზირებენ.

"მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს "112"-ის დეპარტამენტი სრულ მზადყოფნაშია იმუშავოს განსაკუთრებულ რეჟიმში, რათა "112"-ის სადისპეტჩერომ ოპერატიულად მიიღოს და განახორციელოს ზარების დროული დისპეტჩერიზაცია, საქართველოს მოსახლეობისთვის დროული დახმარების აღმოჩენის მიზნით", - ნათქვამია "112"-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია