სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ვის გარეშე ვერ იღებს გადაწყვეტილებას სოფო გელოვანი
ვის გარეშე ვერ იღებს გადაწყვეტილებას სოფო გელოვანი

"ევ­რო­ვი­ზი­ის" კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლო წა­რად­გი­ნა, 4 წლის შვი­ლი ჰყავს... იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ დათა ერ­თა­დერ­თი ბავ­შვია მათ ოჯახ­ში, ყვე­ლა ათა­მა­მებს, მხო­ლოდ სო­ფოა ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მის მი­მართ სიმ­კაც­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რად­გან უნდა, შვი­ლი კარგ პი­როვ­ნე­ბად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბოს. თურ­მე სო­ფოს მე­უღ­ლე ნოდი ლან­დი­ას არ უყ­ვარს, როცა ცოლი მის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ ლა­პა­რა­კობს, თუმ­ცა ჩვენ­მა რეს­პონ­დენ­ტმა გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვა და სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის წე­სის გარ­და, ცოტა რამ მე­უღ­ლე­სა და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზეც გაგ­ვიმ­ხი­ლა.

- ამ ზა­ფხულ­მა ისე ჩა­ი­ა­რა, ფაქ­ტობ­რი­ვად არ და­მის­ვე­ნია, რად­გან ბევ­რი საქ­მე მქონ­და და ძი­რი­თა­დად თბი­ლის­ში ყოფ­ნა მო­მიხ­და. მხო­ლოდ ორი კვი­რით გახ­ლდით წა­სუ­ლი გუ­რი­ა­ში, ბავ­შვო­ბის მე­გობ­რებ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, შვი­ლე­ბი ერ­თად წაგ­ვეყ­ვა­ნა ჩვე­ნი­ვე და­ქა­ლის აგა­რაკ­ზე და ოთხმა გო­გომ ცხრა ბავ­შვი ერ­თად გა­ვიყ­ვა­ნეთ ქა­ლა­ქი­დან. გვინ­დო­და, ჩვენს შვი­ლებს უფრო კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნო­დათ ერ­თმა­ნეთ­თან და უფრო და­ახ­ლო­ე­ბუ­ლიყ­ვნენ. მარ­თა­ლია, კარ­გი დრო გა­ვა­ტა­რეთ, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ უფ­რო­სებს არ დაგ­ვის­ვე­ნია და ამას არც ვთვლი დას­ვე­ნე­ბად. ალ­ბათ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, ცხრა ბავ­შვის გა­რე­მოც­ვა­ში რო­გორ ვი ქნე­ბო­დით. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კი ისევ საქ­მეს შე­ვუ­დე­ქი. ჩემ­თვის დას­ვე­ნე­ბა მი­ნი­მუმ ათი დღით ზღვა­ზე წას­ვლაა, წელს კი საქ­მე­ე­ბის გამო ეს ვერ მო­ვა­ხერ­ხე.

საქ­მი­ა­ნო­ბა

..."ევ­რო­ვი­ზი­ის­თვის" მზა­დე­ბი­სას იმ­ხე­ლა დატ­ვირ­თვით ვმუ­შა­ობ­დით და ისე და­ვი­ღა­ლე, რომ ძა­ლი­ან მინ­დო­და დას­ვე­ნე­ბა, მაგ­რამ გა­მოჩ­ნდა ახალ-ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხებ ლა­პა­რა­კის­გან თავს შე­ვი­კა­ვებ, რად­გან ახლა და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია; მაგ­რამ სა­ჭი­რო გახ­და აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ოქ­ტომ­ბერ-ნო­ემ­ბერ­ში ევ­რო­პის სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მაქვს კონ­ცერ­ტე­ბი და­გეგ­მი­ლი. "ევ­რო­ვი­ზი­ამ" მოგ­ვცა სა­შუ­ა­ლე­ბა, უამ­რავ ადა­მი­ანს დავ­კონ­ტაქ­ტე­ბო­დით, იქ პრო­დი­უ­სე­რე­ბი გა­ვი­ცა­ნით, ეს კი გახ­და იმის წი­ნა­პი­რო­ბა, რომ შემ­დეგ საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ჩა­მოგ­ვყა­ლი­ბე­ბო­და. მა­გა­ლი­თად, გერ­მა­ნი­ა­ში მე და ნო­დი­კო ტა­ტიშ­ვი­ლი, რო­გორც "ევ­რო­ვი­ზი­ის" მო­ნა­წი­ლე­ე­ბი, კონ­ცერ­ტზე ვართ მიწ­ვე­უ­ლე­ბი, გარ­და ამი­სა სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის­თვის იმარ­თე­ბა კონ­ცერ­ტე­ბი და იქ გვე­პა­ტი­ჟე­ბი­ან ხოლ­მე.

დღის რე­ჟი­მი

...რამ­დე­ნად სა­ინ­ტე­რე­სოა ზა­ფხუ­ლის დღის რე­ჟი­მი, არ ვიცი, მაგ­რამ გე­ტყვით, რო­გო­რი გან­რი­გი მაქვს წე­ლი­წა­დის აქ­ტი­ურ სე­ზონ­ზე. დი­ლით გაღ­ვი­ძე­ბის შემ­დგომ ბავ­შვს ვამ­ზა­დებ, ვაჭ­მევ და შემ­დეგ ბა­ბუ­ას მიჰ­ყავს ბაღ­ში. მერე ვიც­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის, ვემ­ზა­დე­ბი და გავ­დი­ვარ სახ­ლი­დან სხვა­დას­ხვა საქ­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად. ხან შეხ­ვედ­რე­ბი მაქვს, ხან სტუ­დი­ა­ში ვარ, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­დე­ნი რამ მიგ­როვ­დე­ბა გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რომ სახ­ლში გვი­ან შევ­დი­ვარ და სამ­წუ­ხა­როდ, ოჯახ­ში დიდ დროს ვერ ვა­ტა­რებ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ვის გარეშე ვერ იღებს გადაწყვეტილებას სოფო გელოვანი

ვის გარეშე ვერ იღებს გადაწყვეტილებას სოფო გელოვანი

''ევროვიზიის''  კონკურსზე საქართველო წარადგინა, 4 წლის შვილი ჰყავს... იქიდან გამომდინარე, რომ დათა ერთადერთი ბავშვია მათ ოჯახში, ყველა ათამამებს, მხოლოდ სოფოა ის ადამიანი, რომელიც მის მიმართ სიმკაცრით გამოირჩევა, რადგან უნდა, შვილი კარგ პიროვნებად ჩამოაყალიბოს. თურმე სოფოს მეუღლე ნოდი ლანდიას არ უყვარს, როცა ცოლი მის შესახებ საჯაროდ ლაპარაკობს, თუმცა ჩვენმა რესპონდენტმა გამონაკლისი დაუშვა და საკუთარი ცხოვრების წესის გარდა, ცოტა რამ მეუღლესა და მასთან ურთიერთობაზეც გაგვიმხილა.

- ამ ზაფხულმა ისე ჩაიარა, ფაქტობრივად არ დამისვენია, რადგან ბევრი საქმე მქონდა და ძირითადად თბილისში ყოფნა მომიხდა. მხოლოდ ორი კვირით გახლდით წასული გურიაში, ბავშვობის მეგობრებმა გადავწყვიტეთ, შვილები ერთად წაგვეყვანა ჩვენივე დაქალის აგარაკზე და ოთხმა გოგომ ცხრა ბავშვი ერთად გავიყვანეთ ქალაქიდან. გვინდოდა, ჩვენს შვილებს უფრო კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ ერთმანეთთან და უფრო დაახლოებულიყვნენ. მართალია, კარგი დრო გავატარეთ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ უფროსებს არ დაგვისვენია და ამას არც ვთვლი დასვენებად. ალბათ წარმოგიდგენიათ, ცხრა ბავშვის გარემოცვაში როგორ ვი ქნებოდით. თბილისში დაბრუნების შემდეგ კი ისევ საქმეს შევუდექი. ჩემთვის დასვენება მინიმუმ ათი დღით ზღვაზე წასვლაა, წელს კი საქმეების გამო ეს ვერ მოვახერხე.

საქმიანობა

...''ევროვიზიისთვის'' მზადებისას იმხელა დატვირთვით ვმუშაობდით და ისე დავიღალე, რომ ძალიან მინდოდა დასვენება, მაგრამ გამოჩნდა ახალ-ახალი პროექტები, რომელთა შესახებ ლაპარაკისგან თავს შევიკავებ, რადგან ახლა დამუშავების პროცესშია; მაგრამ საჭირო გახდა აქტიური მუშაობა, თუნდაც იმიტომ, რომ ოქტომბერ-ნოემბერში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მაქვს კონცერტები დაგეგმილი. ''ევროვიზიამ'' მოგვცა საშუალება, უამრავ ადამიანს დავკონტაქტებოდით, იქ პროდიუსერები გავიცანით, ეს კი გახდა იმის წინაპირობა, რომ შემდეგ საქმიანი ურთიერთობა ჩამოგვყალიბებოდა. მაგალითად, გერმანიაში მე და ნოდიკო ტატიშვილი, როგორც ''ევროვიზიის'' მონაწილეები, კონცერტზე ვართ მიწვეულები, გარდა ამისა სხვადასხვა ქვეყანაში ქართველი ემიგრანტებისთვის იმართება კონცერტები და იქ გვეპატიჟებიან ხოლმე.

დღის რეჟიმი

...რამდენად საინტერესოა ზაფხულის დღის რეჟიმი, არ ვიცი, მაგრამ გეტყვით, როგორი განრიგი მაქვს წელიწადის აქტიურ სეზონზე. დილით გაღვიძების შემდგომ ბავშვს ვამზადებ, ვაჭმევ და შემდეგ ბაბუას მიჰყავს ბაღში. მერე ვიცლი საკუთარი თავისთვის, ვემზადები და გავდივარ სახლიდან სხვადასხვა საქმის მოსაგვარებლად. ხან შეხვედრები მაქვს, ხან სტუდიაში ვარ, დღის განმავლობაში იმდენი რამ მიგროვდება გასაკეთებელი, რომ სახლში გვიან შევდივარ და სამწუხაროდ, ოჯახში დიდ დროს ვერ ვატარებ.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება