სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჩინეთი სირიაში სამხედრო ინტერვენციის დაწყებას ეწინააღმდეგება
ჩინეთი სირიაში სამხედრო ინტერვენციის დაწყებას ეწინააღმდეგება

ჩი­ნე­თი აშშ-ს მო­უ­წო­დებს, გა­ე­რო-ს ექ­სპერტთა დას­კვნის სა­ბო­ლოო შე­დე­გის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე თავი შე­ი­კა­ვოს იმის მტკი­ცე­ბის­გან, რომ სი­რი­ა­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა მოხ­და. ამის შე­სა­ხებ "გარ­დი­ა­ნი" იუ­წყე­ბა.

ჩი­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლის ჰონ ლის გან­ცხა­დე­ბით, ჩი­ნე­თი სი­რი­ა­ში ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცი­ის და­წყე­ბას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

"ჩი­ნე­თი შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ კონ­კრე­ტუ­ლი ქვეყ­ნე­ბი სი­რი­ა­ში ცალ­მხრი­ვი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბის და­სა­წყე­ბად ემ­ზა­დე­ბი­ან", - გა­ნა­ცხა­და ჰონ ლიმ.

ჩი­ნე­თის მო­საზ­რე­ბებს მხარს უჭერს რუ­სე­თიც. რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის სერ­გეი ლავ­რო­ვის გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თი სი­რი­ის პრობ­ლე­მის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით მოგ­ვა­რე­ბას ემ­ხრო­ბა.

"ის სამ­ხი­ლე­ბი, რო­მე­ლიც ვა­შინგტონ­მა წარ­მოგ­ვიდ­გი­ნა იმის დას­ტუ­რად, რომ და­მას­კო­ში ქი­მი­უ­რი ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნეს, სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლია. წარ­მოდ­გე­ნი­ლი სამ­ხი­ლე­ბი არ შე­ი­ცავ­და იმის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, რომ სინ­ჯე­ბი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მიერ იყო გა­კე­თე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის პირ­ველ­მა პირ­მა. თუმ­ცა, მას არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, რა სინ­ჯებ­ზე სა­უბ­რობ­და. მი­სი­ვე თქმით, აშშ-ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­მა რუ­სეთს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ ყვე­ლა სამ­ხილს ვერ წა­ურდგენ­დნენ, რად­გან ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი სა­ი­დუმ­ლო სა­ხი­საა.

"რო­ი­ტე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, კვი­რას, გვი­ან სა­ღა­მოს რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სე­ვას­ტო­პო­ლის ფლო­ტი­დან სი­რი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მზვე­რა­ვი გემი "პრი­ა­ზო­ვიე" გა­აგ­ზავ­ნეს, კონ­ფლიქ­ტის ზო­ნა­ში ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია theguardian.com/uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

ჩინეთი სირიაში სამხედრო ინტერვენციის დაწყებას ეწინააღმდეგება

ჩინეთი სირიაში სამხედრო ინტერვენციის დაწყებას ეწინააღმდეგება

ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, გაერო-ს ექსპერტთა დასკვნის საბოლოო შედეგის გამოქვეყნებამდე თავი შეიკავოს იმის მტკიცებისგან, რომ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენება მოხდა. ამის შესახებ "გარდიანი" იუწყება.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ჰონ ლის განცხადებით, ჩინეთი სირიაში ნებისმიერი სახის სამხედრო ინტერვენციის დაწყებას ეწინააღმდეგება.

"ჩინეთი შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტული ქვეყნები სირიაში ცალმხრივი სამხედრო მოქმედებების დასაწყებად ემზადებიან", - განაცხადა ჰონ ლიმ.

ჩინეთის მოსაზრებებს მხარს უჭერს რუსეთიც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი სირიის პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ემხრობა.

"ის სამხილები, რომელიც ვაშინგტონმა წარმოგვიდგინა იმის დასტურად, რომ დამასკოში ქიმიური იარაღი გამოიყენეს, სრულიად დაუსაბუთებელია. წარმოდგენილი სამხილები არ შეიცავდა იმის მტკიცებულებას, რომ სინჯები პროფესიონალების მიერ იყო გაკეთებული", - განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების პირველმა პირმა. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, რა სინჯებზე საუბრობდა. მისივე თქმით, აშშ-ის მაღალჩინოსნებმა რუსეთს განუცხადეს, რომ ყველა სამხილს ვერ წაურდგენდნენ, რადგან ზოგიერთი მათგანი საიდუმლო სახისაა.

"როიტერის" ინფორმაციით, კვირას, გვიან საღამოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სევასტოპოლის ფლოტიდან სირიის მიმართულებით მზვერავი გემი "პრიაზოვიე" გააგზავნეს, კონფლიქტის ზონაში ოპერატიული ინფორმაციის მოპოვების მიზნით.

მომზადებულია theguardian.com/uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა