ფონდი "ნატახტარის" დახმარებით სამი მზრუნველობამოკლებული მოზარდი სტუდენტი გახდა

ფონდი "ნატახტარის" დახმარებით სამი მზრუნველობამოკლებული მოზარდი სტუდენტი გახდა

ფონდი "ნატახტარის" სამმა ბენეფიციარმა, კასპისა და თელავის მცირესაოჯახო ტიპის სახლებიდან, წარმატებით ჩაბარა საერთო ეროვნული გამოცდები და სტუდენტი გახდა. მოზარდები ფონდის პროგრამების ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში ემზადებოდნენ გამოცდებისთვის და სამომავლოდაც ფონდი ფინანსურად დაეხმარება სტუდენტებს, ვიდრე ისინი დამოუკიდებლად არ შეძლებენ ცხოვრების გაგრძელებას.

აღსაიშნავია, რომ 2013 წელს ფონდის ბენეფიციართა რიცხვი 144-მდე გაიზარდა და ფონდის პროგრამების ფარგლებში მოზარდებს საშუალება აქვთ დაეუფლონ მათთვის საინტერესო ხელობას, გაიარონ სტაჟირება ინტერესის სფეროების მიხედვით, ან მოემზადონ უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად.

ფონდის მიზანია მზრუნველობამოკლებული მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის შემზადება. მისი მომსახურებით სარგებლობენ 15-დან 18 წლამდე მზრუნველობამოკლებული მოზარდები მთელი საქართველოს მასშტაბით. საინტერესოა, რომ თითოეული ბენეფიციარისთვის შემუშავებულია ინდივიდუალური მიდგომა და ფონდი ზრუნვას აგრძელებს მოზარდზე მას შემდეგაც, რაც ის (მოზარდი) სრულწლოვანი გახდება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი