დევიდ ბექჰემი რესტორანს ხსნის

დევიდ ბექჰემი რესტორანს ხსნის

სექტემბრის შუა რიცხვებში ლონდონში ყოფილი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემის რესტორანი გაიხსნება. ბექჰემი რესტორანს მსოფლიოში ცნობილ კულინარ გორდონ რამზისთან (Gordon James Ramsay) ერთად ხსნის.

ასეთი ტანდემი რესტორანს დიდ პოპულარობას უქადის. ინტერნეტში რესტორნის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ნახევარ საათში 1200 მაგიდა დაიჯავშნა, ხოლო 4 საათის შემდეგ ეს ციფრი გაორმაგდა. რესტორნის სახელია Union Street Café.

რამზის ლონდონში 10 რესტორანი აქვს, ეს მისი მეთერთმეტე რესტორანი იქნება. კულინარიის გურუს მიშლენის 3 ვარკვლავი აქვს. გარდა ამისა, მას რამდენიმე კულინარიული სატელევიზიო შოუ მიჰყავს.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება