გოგონა 100 000 კაცთან დაწოლას აპირებს

გოგონა 100 000 კაცთან დაწოლას აპირებს

პოლონელი გოგონა, 21 წლის ანია ლისევსკა 100 000 კაცთან დაწოლას აპირებს.

ვარშაველი ანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას ესტუმრება. ლისევსკამ სექს-მარათონი 1 თვის წინ დაიწყო და თავდაპირველად მასში თანამოქალაქე პოლონელი კაცები ჩართო. ანიას თან დღიურიც დააქვს, სადაც მონაცემებს იწერს, რათა სათვალავი არ აერიოს. მყველაზე უცნაური ისაა, რომ ანიას შეყვარებული ჰყავს, მაგრამ როგორც გოგონა ამბობს, მისთვის ყველაზე საყვარელ მამაკაცს ეს საკითხი საერთოდ არ ადარდებს.

"კაცები მინდა პოლონეთიდან, ევროპიდან და საერთოდაც მთელი მსოფლიოდან. ყველაზე მეტად სექსი, გართობა და კაცები მიყვარს. პოლონეთში დღემდე სექსის თემას ტაბუ აქვს დადებული. თუ პოლონელი ქალი გაბედავს და ამ თემაზე ხმამაღლა ისაუბრებს, ადგილობრივები ფსიქიკურად ავადმყოფს უწოდებენ", - ამბობს ანია ჟურნალისტებთან საუბარში.

ანიას "ფეისბუქზე" ოფიციალური გვერდიც აქვს გახსნილი, სადაც მასთან დაწოლის მსურველებს კომენატრების დატოვება შეუძლიათ. dailymail-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის გოგონა 284 კაცთან იწვა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს