''1001 ღამე'' ქართველ მაყურებელს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. შეჰრაზადისა და ონურის სიყვარულის ამბით დიასახლისები ძალიან დაინტერესდნენ, თუმცა არანაკლები ინტერესით შესცქერიან, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ბენუსა და ქერემის წყვილს შორის, რომლებმაც უამრავი პრობლემის მიუხედავად იქორწინეს.
ქერემის როლის შემსრულებელი, ტარდუ ფლორდუნი 1972 წლის 25 მაისს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში დაიბადა, მსახიობ მერჯიტ ფლორდუნის ოჯახში. მან მამის გზის გამეორება გადაწყვიტა, რომელიც ძალიან ცნობილი მსახიობი გახლდათ და სრულყოფილი თეატრალური განათლება მიიღო.
მისი დებიუტი კინოში 1998 წელს შედგა, ხოლო სატელევიზიო ფილმებში 2000 წლიდან მონაწილეობს, თუმცა ''1001-მა ღამემ'' განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა.
ღარიბი მუსიკოსისა და მდიდარი გოგონას უკანონო შვილი დეიდამ გაზარდა, თუმცა ქერემის პერსონაჟი მხოლოდ სერიალის მიწურულს შეიტყობს ამ საიდუმლოს შესახებ და საკუთარი თავის ძიებისას ბევრ შეუფერებელ საქციელს ჩაიდენს, თუმცა მანამდე თავისი მეგობრის, ონურის საყვარელ ქალს, შეჰრაზადს დაადგამს თვალს, რის გამოც მაყურებელი გვარიანად ანერვიულებს.
შეჰრაზადის სიყვარულზე საბოლოოდ უარს ამბობს და მასზე თავდავიწყებით შეყვარებულ ქალზე, ბენუზე ქორწინდება. ამ წყვილის შესახებ საინტერესოდ განვითარებული ამბების ნახვა ქართველ მაყურებელს წინ აქვს.
იხილეთ სტატიის სრული ვერსია