სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კახა კალაძე - სააკაშვილის გაწვრთნას გარკვეული დრო დასჭირდება
კახა კალაძე - სააკაშვილის გაწვრთნას გარკვეული დრო დასჭირდება

ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახა კა­ლა­ძე პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­აკშ­ვი­ლის მიერ გუ­შინ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. კა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, პრე­ზი­დენ­ტი სა­კუ­თარ თავს ხან ზებ­რას უწო­დებს, ხან კი­დევ სხვა რა­მეს.

"მე მას ვარ­წმუ­ნებ, რომ ბა­ტონ ბი­ძი­ნას არც ერთი ცხო­ვე­ლი გა­ლი­ა­ში არ ჰყავს. თუ სურ­ვი­ლი აქვს, მი­ხე­ილს პრე­მი­ერ­თან ვუ­შუ­ამ­დგომ­ლებ და იყოს იმ ცხო­ვე­ლებ­თან ერ­თად, ოღონდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ წე­სი­ე­რად იქ­ნე­ბა და მოთვი­ნი­ერ­დე­ბა. გაწ­ვრთნას ალ­ბათ გარ­კვე­უ­ლი დრო და­ჭირ­დე­ბა ", - გა­ნა­ცხა­და ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა.

კახა კა­ლა­ძე პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში ელექტრო­ე­ნერ­გია ხში­რად ითი­შე­ბა. რო­გორც ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, დენი მხო­ლოდ დღეს და გუ­შინ არ ჩამ­ქრა­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს პრობ­ლე­მა ქვე­ყა­ნა­ში იმი­ტომ არ­სე­ბობს, რომ ელექტრო­ქ­სე­ლე­ბი მწყობ­რი­და­ნა არის გა­მო­სუ­ლი, ზო­გი­ერთ სო­ფელ­ში ელექტრო­სა­დე­ნებს უჭი­რავს ელექტრო ბო­ძე­ბი. მი­სი­ვე თქმით, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ორ შემ­თხვე­ვა­ში ითი­შე­ბა, რო­დე­საც ქსე­ლე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ხდე­ბა და რო­დე­საც უა­მინ­დო­ბაა.

ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრის თქმით, 2015 წლის ბო­ლომ­დე ქსე­ლე­ბის რე­ა­ბილ­ტა­ცი­ის პრო­ცე­სი მთლი­ა­ნად დას­რულ­დე­ბა და პრობ­ლე­მა მთლი­ა­ნად აღ­მო­ი­ფხვრე­ბა.

კა­ლა­ძის თქმით, პრე­ზი­დენ­ტი ენერ­გე­ტი­კა­ში ვერ ერ­კვე­ვა და აცხა­დებს, რომ ზა­ფხულ­ში ქვე­ყა­ნა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის შეს­ყიდ­ვას არ ახორ­ცი­ე­ლებს. მი­ნის­ტრის თქმით, სა­ა­კაშ­ვი­ლი ცდე­ბა, ვი­ნა­ი­დან, ზა­ფხულ­ში, რო­გორც წესი, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის შეს­ყიდ­ვა არ ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ეს მხო­ლოდ ზამ­თარ­ში ხდე­ბა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს იმი­სათ­ვის, რომ ზამ­თარ­ში ქვე­ყა­ნა­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის პრობ­ლე­მა არ იყოს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ენერ­გე­ტი­კის მინ­სტრმა კახი კა­ლა­ძემ დღეს დმა­ნის­ში გა­ა­კე­თა, სა­დაც ის " სო­კა­რის " პრე­ზი­დენტ როვ­ნაკ აბ­დუ­ლა­ევ­თან ერ­თად გა­ზი­ფი­კა­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის პრო­ცესს და­ეს­წრო.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ნანა
0

albat fexburtshi ginda gawvrtna ara?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"

კახა კალაძე - სააკაშვილის გაწვრთნას გარკვეული დრო დასჭირდება

კახა კალაძე - სააკაშვილის გაწვრთნას გარკვეული დრო დასჭირდება

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. კალაძის განცხადებით, პრეზიდენტი საკუთარ თავს ხან ზებრას უწოდებს, ხან კიდევ სხვა რამეს.

"მე მას ვარწმუნებ, რომ ბატონ ბიძინას არც ერთი ცხოველი გალიაში არ ჰყავს. თუ სურვილი აქვს, მიხეილს პრემიერთან ვუშუამდგომლებ და იყოს იმ ცხოველებთან ერთად, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ წესიერად იქნება და მოთვინიერდება. გაწვრთნას ალბათ გარკვეული დრო დაჭირდება ", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

კახა კალაძე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ბოლო პერიოდში, საქართველოში ელექტროენერგია ხშირად ითიშება. როგორც ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, დენი მხოლოდ დღეს და გუშინ არ ჩამქრალა საქართველოში, ეს პრობლემა ქვეყანაში იმიტომ არსებობს, რომ ელექტროქსელები მწყობრიდანა არის გამოსული, ზოგიერთ სოფელში ელექტროსადენებს უჭირავს ელექტრო ბოძები. მისივე თქმით, ელექტროენერგიის ორ შემთხვევაში ითიშება, როდესაც ქსელების რეაბილიტაცია ხდება და როდესაც უამინდობაა.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, 2015 წლის ბოლომდე ქსელების რეაბილტაციის პროცესი მთლიანად დასრულდება და პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრება.

კალაძის თქმით, პრეზიდენტი ენერგეტიკაში ვერ ერკვევა და აცხადებს, რომ ზაფხულში ქვეყანა ელექტროენერგიის შესყიდვას არ ახორციელებს. მინისტრის თქმით, სააკაშვილი ცდება, ვინაიდან, ზაფხულში, როგორც წესი, ელექტროენერგიის შესყიდვა არ ხორციელდება, ეს მხოლოდ ზამთარში ხდება. მისივე განმარტებით, დღევანდელი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ზამთარში ქვეყანაში ელექტროენერგიის პრობლემა არ იყოს.

აღნიშნული განცხადება ენერგეტიკის მინსტრმა კახი კალაძემ დღეს დმანისში გააკეთა, სადაც ის " სოკარის " პრეზიდენტ როვნაკ აბდულაევთან ერთად გაზიფიკაციის დასრულების პროცესს დაესწრო.

"ინტერპრესნიუსი"

"პანდემიის მეორე ტალღა იწყება... მთავარია, რომ არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს" - გიორგი გახარია

"თბილისში ჩატარებულმა ერთმა ქორწილმა ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა" - პრემიერი

"სიაზე ივანიშვილი, გახარია, კალაძე და კობახიძე მუშაობენ" - "ოცნების" სიის პირველი ოცეული დღეს გახდება ცნობილი, ვის ვიხილავთ პარტიის რჩეულთა შორის?